RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
17 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ბიზნესი >>

"ფოლკსვაგენის" ხელმძღვანელობა საქართველოში

საქართველოში სტუმრად მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებლის, გერმანული კონცერნ "ფოლკსვაგენის" რეგიონული ხელმძღვანელობა - "ფოლკსვაგენის" აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული განყოფილების დირექტორი ალექსანდრ ზატენმაიერი და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული გაყიდვების უფროსი თომას მოიზერი იმყოფებიან.

24 საათი 20.11.09

საქართველოში სტუმრად მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებლის, გერმანული კონცერნ "ფოლკსვაგენის" რეგიონული ხელმძღვანელობა - "ფოლკსვაგენის" აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული განყოფილების დირექტორი ალექსანდრ ზატენმაიერი და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული გაყიდვების უფროსი თომას მოიზერი იმყოფებიან.

მათი ძირითადი მიზანი საქართველოს საავტომობილო ბაზრის, მისი ტენდენციების შესწავლა და სამომავლოდ, სამოქმედო გეგმის შესადგენად, საჭირო მონაცემების შეგროვებაა. გერმანული ავტოგიგანტის რეგიონულ ხელმძღვანელებს საქართველოში "ფოლკსვაგენის" პროდუქციის დისტრიბუტორმა, "იბერია ბიზნეს ჯგუფში" შემავალმა კომპანია "კრეს აუტოჰაუსმა" უმასპინძლა. გუშინ კი სტუმარ-მასპინძელმა ქართული მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც საუბარი ვიზიტის მიზნებსა და პარტნიორების სამომავლო გეგმებს შეეხო.

პრესკონფერენცია "იბერია ბიზნეს ჯგუფის" პრეზიდენტმა, ბატონმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გახსნა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს საავტომობილო ბაზარს ბოლო ხანს გამოცოცხლება დაეტყო და იმედი გამოთქვა, რომ მერმის, გაყიდვების მოცულობა ომამდელ დონეს მიუახლოვდება, რაშიც თავის როლს ბოლო თვეებში გააქტიურებული ბანკებიც შეასრულებენ.

ბატონი მოიზერის განცხადებით, "კრეს აუტოჰაუსი" "ფოლკსვაგენის" რეგიონულ პარტნიორებს შორის ყველაზე წარმატებული საქმიანობით გამოირჩევა, და იმედი გამოთქვა, რომ მომავალშიც ასევე იქნება.

მანვე სპეციალური ჯილდო - ოქროს ნემსი გადასცა "კრეს აუტოჰაუსის" ერთ-ერთ ყველაზე სტაჟიან და გამოცდილ თანამშრომელს, კომპანიის კომერციულ დირექტორ ნინო შანავას, რომელსაც "ფოლკსვაგენის" ქართულ წარმომადგენლობაში მუშაობის ათწლიანი სტაჟი დაუგროვდა.

"24 საათის" კითხვაზე, აპირებს თუ არა "ფოლკსვაგენი" იმ ავტომობილის საქართველოში შემოტანას, რომელიც სპეციალურად დსთ-ს ბაზრებისთვის, პოპულარულ ჰეჩბეკ "პოლოს" ბაზაზე მზადდება, ბატონმა მოიზერმა განაცხადა, რომ ეს საკითხი ჯერაც განხილვის საგანია. თუმცა არ გამორიცხა, რომ მომავალში ეს ავტომობილი შეიძლება საქართველოშიც შემოიტანონ. მანვე განაცხადა, რომ ამ ავტომობილს რუსეთის ქალაქ კალუგაში მდებარე ქარხანა გამოუშვებს, სადაც დღეისათვის გერმანული კონცერნი თავისი სამოდელო გამის თითქმის ყველა ძირითად ავტომობილს აწარმოებს. ამასთან, მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ მნიშვნელობა არ აქვს, თუ სადაა დამზადებული ავტომობილი. "თუ ავტომობილს "ფოლკსვაგენის" მარკა აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ისეთივე ხარისხიანი იქნება, როგორც ვოლფსბურგში გამოშვებული ავტომობილები," - განაცხადა ბატონმა მოიზერმა.

მისივე თქმით, ახალი უნივერსალური პლატფორმა, რომელსაც ამჟამად "ფოლკსვაგენი" ამუშავებს და რომელსაც პირველად ალბათ "აუდი A3-ზე" გამოიყენებენ, კონცერნს ახალი მოდელების შემუშავებისას დანახარჯების მნიშვნელოვნად შემცირების საშუალებას მისცემს. თუმცა, ეს ავტომობილების გასაყიდ ფასზე ნაკლებად აისახება. სამაგიეროდ, გამოთავისუფლებულ სახსრებს კონცერნი ახალი, ჰიბრიდული და ელექტრომობილების ტექნოლოგიების შემუშავებისას გამოიყენებს.

ყველაზე პოპულარული
  1. უცხოეთი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. საზოგადოება >>

    aa
  4. წიგნები >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. რევიუ >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. პრესომბუდსმენი >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. მუსიკა >>

    aa
  14. უცხოეთი >>

    aa
  15. უცხოეთი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. ამბები >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. მარანი >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. კულინარია >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. მეცნიერება >>

    aa
  36. მეცნიერება >>

    aa
  37. მეცნიერება >>

    aa
  38. მეცნიერება >>

    aa
  39. მეცნიერება >>

    aa
  40. მუსიკა >>

    aa
  41. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  42. რევიუ >>

    aa
  43. ავტო >>

    aa
  44. ავტო >>

    aa
  45. რევიუ >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. მეცნიერება >>

    aa
  49. ტექნოლოგიები >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი