საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "პროფილის" ორგანიზატორობით გუშინ წლის გამარჯვებული ბრენდ-კომპანიების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
24 საათი 24.12.09
საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "პროფილის" ორგანიზატორობით გუშინ წლის გამარჯვებული ბრენდ-კომპანიების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ცერემონიალს საქართველოს ხელისუფლებისა და უცხოეთის საელჩოების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, ეკონომიკისა და მედიაკომუნიკაციის ექსპერტები, პოლიტოლოგები, ფსიქოლოგები, ხელოვნების, კულტურისა და მწერლობის თვალსაჩინო მოღვაწეები დაესწრნენ.
გამარჯვებულის გამოვლენა ხდებოდა ხუთ ნომინაციაში. ესენია: ლიდერი; რეპუტაცია და ნდობა; წარმატებული ახალი სახელი; წარმატებული ტელეპროექტი და ბრენდ-პერსონა.
2009 წლის გამარჯვებულებად ნომინაციაში ლიდერი დასახელდნენ კომპანია "ნიკორა", "გომის სპირტისა და არყის კომპანია", "ნაბეღლავი", "PSP ჯგუფი", "კოდა", "ტკბილი ქვეყანა", "დემასი", ტურისტული კომპანია "N ტური", "ბათოილი" ბრენისთვის "მზიური", "გურჯაანის ნაყინი", "ახალი ნათება", "ესთელაინი" გია გვარამიას კლინიკა, გაზეთი "კვირის პალიტრა", ჟურნალი "სარკე", რადიო "ფორტუნა", TBC TV, "კავკასუს ონლაინი" და კომპანია "მაგთი".
ნომინაციაში "წარმატებული ახალი სახელი" დასახელდნენ: "მარიგოლდი", ლუდსახარში "მირზაანი", გაზეთი "PRIME TIME", ჯგუფი "ეგარი". ნომინაციაში "რეპუტაცია და ნდობა" გამარჯვება წილად ხვდათ ღვინის კომპანიას "თელავის ღვინის მარანი", კარდიოლოგიურ კლინიკას "გული", საერთშორისო კორპორაცია "აი სი არ"-ს ბრენდისთვის "ჩემი სახლი", "ზარაფხანას" და ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალრი ბალეტის აკადემიურ დასს.
ნომინაციაში "ბრენდპერსონა" გაიმარჯვა ნანი ბრეგვაძემ, ნომინაციაში "წარმატებული ტელეპროექტი" - "გადაცემა PS", ნომინაციაში "წარმატებული ბიზნეს რადიო" - რადიო "კომერსანტი" და ნომინაციაში "წარმატებული პროექტი" - "არტ-გენი".
"ქართული ბრენდი" წელს მეშვიდედ მასპინძლობდა როგორც გამარჯვებულ და მონაწილე ბრენდებს, ასევე დაჯილდოების ცერემონიალზე მოწვეულ მრავალრიცხოვან საზოგადოებას.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული ბრენდების ფორმირება-პოპულარიზაციას შიდა და გარე ბაზარზე; კომპანიებს შორის არსებული კონკურენციის ჯანსაღი მეთოდების და ტექნოლოგიების დამკვიდრებას; ეთიკური ბიზნესგარემოს არსებობას; ასევე კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის სტიმულირებას; ქართულ ბიზნესში მიმდინარე პოზიტიური პროცესების მხარდაჭერასა და საზოგადოებისათვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას.
"ქართული ბრენდის დღეს" საფუძველი 2003 წელს ჩაეყარა. მაშინ, როცა ჩვენი ქვეყანა უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. პირველი ღონისძიება სალონური ტიპის გახლდათ და მხოლოდ ღვინის მწარმოებელი კომპანიები მონაწილეობდნენ. "ქართული ბრენდის დღე" ყოველწლიურად ვითარდება და ფართო მასშტაბებს იძენს.
"პროექტი მართლაც გამორჩეულია, რასაც მონაწილე კომპანიების, ექსპერტების, ბიზნესმენების და საზოგადოებრივი აზრის ლიდერების დადებითი განწყობა და ასევე, მედია და სხვა სახის გამოხმაურებები ადასტურებს," - აცხადებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო "პროფილის" გენერალური დირექტორი მანანა გეგიძე.
"ჩვენი დიდი მონდომებისა და ძალისხმევის შედეგად, "ქართული ბრენდის დღე" ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად ჩამოყალიბდა. მინდა განვაცხადო, რომ სამომავლოდ დაგეგმილია მთელი რიგი სიახლეები, რაც პროექტის წინსვლას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს," - აცხადებს "პროფილის" საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი ელგუჯა მარღია.
პროექტის პარტნიორია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. საინფორმაციო მხარდამჭერები: რადიო "ფორტუნა", "ფორტუნა პლუსი", "კომერსანტი"', ტელევიზია "პირველი არხი", "რუსთავი 2", "იმედი", საინფორმაციო სააგენტო "ჯი ეიჩ ენი", ჟურნალი "სარკე", "ბიზნესი და კანონმდებლობა", მედია "პალიტრა" და სპორტული რადიო "ჯაკო".