RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
17 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ბიზნესი >>

კორუფციის აღქმა საქართველოში

სოციოლოგიურმა ცენტრმა “გორბიმ" პროექტის “საქართველოში ანტიკორუფციული სტრატეგიის მხარდაჭერა" ფარგლებში ჩაატარა კვლევა “კორუფციის აღქმა საქართველოში".

24 საათი 01.02.10

სოციოლოგიურმა ცენტრმა “გორბიმ" პროექტის “საქართველოში ანტიკორუფციული სტრატეგიის მხარდაჭერა" ფარგლებში ჩაატარა კვლევა “კორუფციის აღქმა საქართველოში".

პროექტი ნიდერლანდების განვითარებისა და თანამშრომლობის სამინისტრომ დააფინანსა და ევროპის საბჭომ განახორციელა. გამოკითხვა 2009 წელს ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით 1000 მოქალაქე და 800 სახელმწიფო მოხელე გამოიკითხა. როგორც კვლევამ აჩვენა, მოსახლეობის 30 პროცენტი მიიჩნევს, რომ კორუფცია საქართველოში “სერიოზული პრობლემაა". კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა ყველაზე ხშირად არაოფიციალურ გადასახადებს იხდის სასამართლო ხელისუფლებაში იურიდიული პროცედურების დასაჩქარებლად, გადასახადების დადგენის მიზნით, ლიცენზიების და ნებართვების მოსაპოვებლად და საჯარო მომსახურების მისაღებად. პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ვახტანგ ლეჟავა აცხადებს, რომ კორუფციასთან ბრძოლა მუდმივი პროცესია და საქართველოს მთავრობა ანტიკორუფციული სტრატეგიის განახლებაზე მუშაობს.

კვლევის ფარგლებში სახელმწიფო ინსტიტუტები დაყოფილ იქნა 4 კატეგორიად - ცენტრალური მთავრობის, ცენტრალური მთავრობის დაქვემდებარებულ ორგანოებად და ადგილობრივი მთავრობის ინსტიტუტებად. თითოეული კატეგორიიდან ინსტიტუტები შერჩეულ იქნა შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე. 800 რესპონდენტი კონკრეტულ ინსტიტუტში მომუშავე თანამშრომელთა რაოდენობის პროპორციულად იქნა შერჩეული.

კვლევის თანახმად, საჯარო მოხელეებს მიაჩნიათ, რომ გასული წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობაში კორუფციის გავრცელება შემცირდა. რესპონდენტთა 71 პროცენტი მიიჩნევს, რომ მთავრობაში კორუფცია “არ არსებობს" ან “უმნიშვნელოა" (2 წლის წინ იგივეს მხოლოდ 62 პროცენტი ფიქრობდა).

მთლიანობაში, გამოკითხულ საჯარო მოხელეთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ საჯარო სექტორში არაკანონიერი გადახდები ძალიან იშვიათია და იგივე ტენდენცია შეინიშნება ადგილობრივი ბიზნესის ლიდერებთან, უცხოელ ინვესტორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმართებაში. უფრო მეტიც, რესპონდენტები ზოგადად ძალიან მცირე ცვლილებებს ხედავენ არსებულ სიტუაციასა და იმ სიტუაციას შორის, რომელიც 3 წლის წინ არსებობდა საქართველოში. რესპონდენტთა 65 პროცენტს მიაჩნია, რომ არაკანონიერი გადასახადები საჯარო სექტორში არ არსებობს, 4-მა პროცენტმა კი აღიარა, რომ პრაქტიკა, როდესაც კომპანიები და საზოგადოების წევრები საჯარო მოხელეებს არაკანონიერ გადასახადებს უხდიან ხოლმე, “ფართოდ არის გავრცელებული". იმ რესპონდენტთა რიცხვი, რომელსაც მიაჩნია, რომ არაკანონიერი გადახდები გავრცელებულია ბიზნესში და უცხოელ ინვესტორთა საერთაშორისო საზოგადოებაში, გამოკითხულთა 1 პროცენტს შეადგენს.

10 გამოკითხული რესპონდენტიდან დაახლოებით 7-მა განაცხადა, რომ აღარ არსებობს შემთხვევა, როცა საჯარო მოხელე ქრთამს იღებს. თუმცა ისინი, ვინც ამტკიცებდნენ, რომ ქრთამის აღების შემთხვევები ჯერ კიდევ პრაქტიკაშია (10 პროცენტზე ცოტა მეტი რესპონდენტი), აღნიშნავენ, რომ ქრთამის გადახდის შემდგომ, შედეგი უმნიშვნელო იყო.

რესპონდენტთა დიდი უმრავლესობა ამტკიცებს, რომ საჯარო მოხელეებისათვის არაკანონიერი გადასახადები და შეღავათები ჩვეული პრაქტიკა არ არის. მათი აზრით, ასეთი მაგალითები არსებობს, მაგრამ ძალიან მცირე პროცენტით. გამოკითხულთა მხოლოდ 4-მა პროცენტმა აღიარა, რომ მათ ბოლო 3 წლის განმავლობაში საჯარო მოხელის მიერ ჩადენილი კორუფციის აქტი დააფიქსირეს. გამოკითხულ საჯარო მოხელეთა დიდმა უმრავლესობამ (93 პროცენტი) განაცხადა, რომ მათ არაკანონიერი გადასახადის გადახდის რაიმე შემთხვევა არ დაუფიქსირებიათ.

კორუფციის აღმოფხვრის საქმეში შეტანილი წვლილის შეფასებისას საჯარო მოხელეთა მხრიდან პირველ ადგილზე დასახელდა პოლიცია, მეორეზე - მთავარი პროკურორი, მესამეზე - კონტროლის პალატა, მეოთხეზე - ანტიკორუფციული კომისია, ხოლო მეხუთეზე - მედია (ტელევიზია და პრესა).

მოსახლეობის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, კორუფციის პრობლემის შეფასებისას რესპონდენტთა 30 პროცენტი მიიჩნევს, რომ კორუფცია საქართველოში “სერიოზულ პრობლემას" წარმოადგენს, 18 პროცენტის აზრით ის “ძალიან სერიოზული პრობლემაა". კორუფციას “საშუალოდ სერიოზულ პრობლემად" გამოკითხულ რესპონდენტთა 28 პროცენტი ასახელებს. მოსახლეობის 15 პროცენტი ფიქრობს, რომ კორუფცია საქართველოში “სერიოზული პრობლემა არ არის", 2 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ კორუფცია საქართველოში “საერთოდ არ არის პრობლემა".

მოსახლეობის 49 პროცენტი მიიჩნევს, რომ 10 წლის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით საქართველოში კორუფციის დონე “შემცირებულია". რესპონდენტთა 11 პროცენტის აზრით კორუფციის დონე “საგრძნობლადაა შემცირებული"; 13 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ კორუფციის დონე “იგივეა". მოსახლეობის 4 პროცენტი ფიქრობს, რომ კორუფციის დონე “გაცილებით გაზრდილია", 14 პროცენტი კი ფიქრობს, რომ “გაზრდილია".

როგორც გაირკვა, საქართველოს მოსახლეობა ყველაზე ხშირად არაოფიციალურ გადასახადებს იხდის სასამართლო ხელისუფლებაში იურიდიული პროცედურების დაჩქარების მიზნით, გადასახადების დასადგენად, ლიცენზიების და ნებართვების მოსაპოვებლად და საჯარო მომსახურების მისაღებად.

მოსახლეობის 24,1 პროცენტი მიიჩნევს, რომ წინასწარ არის ცნობილი რამდენი და როგორ უნდა გადაიხადო რესპონდენტთა 6,7 პროცენტი ფიქრობს, რომ მოქალაქე ქრთამს თავად სთავაზობს. მოსახლეობის 19,2 პროცენტის აზრით, ფიქრობს, მოხელე თავად მიანიშნებს ან ითხოვს ქრთამს. რესპონდენტთა დაახლოებით 52 პროცენტი ფიქრობს, რომ ქრთამის გადახდის შემდეგ პრობლემის მოგვარება გარანტირებული არ არის. მოსახლეობის მხოლოდ 16,1 პროცენტი მიიჩნევს, რომ არაკანონიერი გადახდებით პრობლემის მოგვარება გარანტირებულია. გამოკითხული მოსახლეობის აზრით, კორუფციას ხელს უწყობენ პოლიტიკოსები, საჯარო მოხელეები, მოქალაქეები და ბიზნესმენები.

როგორც კვლევამ აჩვენა, არაოფიციალური გადასახადების მოთხოვნის პრეცედენტები ყველაზე ხშირია სახელმწიფო სამედიცინო მომსახურების, სახელმწიფო განათლების, ელექტრომომარაგების, წყლისა და საკანალიზაციო მომსახურების სფეროში, საჯარო რეესტრსა და საპენსიო სისტემაში.

ახალი სტრატეგია

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო 2008 წელს შეიქმნა. საბჭო ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის პროექტზე მუშაობს. პროექტი დამუშავების ბოლო ეტაპზეა. პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ვახტანგ ლეჟავა აცხადებს: “საერთაშორისო გამჭვირვალობის (Transparency International) კორუფციის აღქმის ინდექსის (Corruption Perception Index) მიხედვით 2003-დან 2009 წლამდე საქართველომ 124-დან 66-ე ადგილზე გადაინაცვლა. ასეთი წინსვლა კორუფციასთან მასშტაბური ბრძოლის მეშვეობით მოხერხდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობა აცნობიერებს, რომ კორუფციასთან ბრძოლა მუდმივი პროცესია და მიღწეული შედეგების შენარჩუნებას მუდმივი ძალისხმევა სჭირდება.

ანტიკორუფციული სტრატეგია აუცილებლად უნდა განახლდეს - ეს სტრატეგია 2005 წელს დამტკიცდა. მას შემდეგ მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა და ქვეყნის წინაშე ახალი გამოწვევები გაჩნდა. ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია კორუფციის პრევენციაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ეს უნდა იყოს განახლებადი დოკუმენტი, რიმლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საჯარო სამსახურების მოდერნიზება იქნება. მნიშვნელოვანია სახელმწიფო შესყიდვების თემაც. ამ სფეროში გამჭვირვალობის გაზრდისა და კორუფციული რისკების შესამცირებლად გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა და მარტიდან სახელმწიფო შესყიდვები ელექტრონულ ფორმატში გადავა. საბაჟო და საგადასახადო სისტემები ისევ რჩება კორუფციის მაღალი რისკის მატარებელ რგოლებად. მართლმსაჯულების სისტემა ისევ ანტიკორუფციული სტრატეგიის ფოკუსშია. საჭიროა ამ სფეროში პროცედურების გამარტივება და საზოგადოებასთან კომუნიკაციის და მისი ინფორმირებულობის გაზრდა. და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის კარგი კანონმდებლობა - კარგი კანონმდებლობა ნაკლებად ქმნის კორუფციის საფუძველს, რადგან ის ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა. ეროვნული ანტიკორუფციული გეგმის სრულყოფისთვის აუცილებელია საზოგადოების მონაწილეობა. ჩვენ სიამოვნებით მივიღებთ ყველა დაინტერესებული მხარის შენიშვნებსა და წინადადებებს".

ყველაზე პოპულარული
  1. უცხოეთი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. საზოგადოება >>

    aa
  4. წიგნები >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. რევიუ >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. პრესომბუდსმენი >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. მუსიკა >>

    aa
  14. უცხოეთი >>

    aa
  15. უცხოეთი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. ამბები >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. მარანი >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. კულინარია >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. მეცნიერება >>

    aa
  36. მეცნიერება >>

    aa
  37. მეცნიერება >>

    aa
  38. მეცნიერება >>

    aa
  39. მეცნიერება >>

    aa
  40. მუსიკა >>

    aa
  41. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  42. რევიუ >>

    aa
  43. ავტო >>

    aa
  44. ავტო >>

    aa
  45. რევიუ >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. მეცნიერება >>

    aa
  49. ტექნოლოგიები >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი