RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
4 სექტემბერი, შაბათი 2010
თბილისი ... ...
ბიზნესი >>

ალექსანდრე ხეთაგური "ნავთლუღი-220"-ში სარეაბილიტაციო სამუშაოების მდინარეობას გაეცნო

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური მაღალი ძაბვის ქვესადგურ "ნავთლუღი-220"-ში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

24 საათი 08.02.10

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური მაღალი ძაბვის ქვესადგურ "ნავთლუღი-220"-ში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" კუთვნილი მაღალი ძაბვის ქვესადგური "ნავთლუღი-220" ერთ-ერთ მნიშვნელოვანი სისტემური ქვესადგურია, საიდანაც დედაქალაქი, გარდაბნის რაიონი, ქალაქი რუსთავი და მისი მიმდებარე ტერიტორია მარაგდება.

ქვესადგური ექსპლუატაციაში 1949 წელს გაიშვა და მას შემდგომ მსგავსი მასშტაბური რეაბილიტაცია არ განხორციელებულა. "ნავთლუღი 220"-ში შეიცვლება 21 ამომრთველი, 100-მდე გამთიშველი, 7 კომპლექტი ძაბვის ტრანსფორმატორი და 28 კომპლექტი დენის ტრანსფორმატორი. ქვესადგურში ასევე სრულად შეიცვლება საკაბელო მეურნეობა, დამონტაჟდება ახალი მართვისა და დაცვის სისტემები. ყველა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩართულ ქვესადგურში ჩატარდება, რათა მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის შეზღუდვა არ მოხდეს. ქვესადგური "ნავთლუღი - 220"-ის სრული რეაბილიტაცია 2010 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

ჯი-ეიჩ-ენი

ყველაზე პოპულარული
  1. ჭიდაობა >>

    aa
  2. ფეხბურთი >>

    aa
  3. ფეხბურთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. უცხოეთი >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. რევიუ >>

    aa
  9. ბიზნესი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. ფეხბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი