RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
4 სექტემბერი, შაბათი 2010
თბილისი ... ...
ბიზნესი >>

რუსთავში, აზოტის ქარხნის ტერიტორიაზე ახალი სასაწყობე-სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა

რუსთავში, აზოტის ქარხნის ტერიტორიაზე ახალი სასაწყობე-სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა.

24 საათი 08.02.10

რუსთავში, აზოტის ქარხნის ტერიტორიაზე ახალი სასაწყობე-სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა.

მაცივრის მშენებლობა კომპანია "ბირლიკმა" განახორციელა, რაშიც 75 ათასი დოლარის ინვესტიცია იქნა ჩადებული. თანხიდან 50 ათასი დოლარი USAD-მა გამოყო, ხოლო 25 ათასი დოლარი ფერმერების მიერ შეგროვებული თანხაა.

სასაწყობე-სამაცივრე მეურნეობა ძირითადად სოფელ "ბირლიკის" მოსახლეობას მოემსახურება, სადაც მათ საკუთარ მეურნეობაში მოყვანილი პროდუქტების დასაწყობება შეეძლებათ.

სამომავლოდ დაგეგმილია ამ პროდუქციის მიწოდება ადგილობრივი სუპერმარკეტების, ვეჯინის ბაზრობისა და სუპერმარკეტ "პოპულის" ქსელისთვის. "ქართული ადგილობრივი ბოსტნეულისა და ხილის პროდუქცია იმპორტირებულ, თურქულ პროდუქციასთან შედარებით საუკეთესო ხარისხით გამოირჩევა. მიუხედავად ამისა, იმპორტი მაინც მაღალია და საჭიროა, დროულად მოხდეს ადგილობრივი პროდუქციის ჩანაცვლება. ახალ სასაწყობე-სამაცივრე მეურნეობაში არასეზონური პროდუქტების დასაწყობებით შესაძლებლობა იქნება, წლის ნებისმიერ მონაკვეთში ბაზარზე გამოვიტანოთ ის პროდუქცია, რომელიც იმ მომენტისთვის ბაზარზე ნაკლებია," - აცხადებს კომპანია "ბირლინკის" ხელმძღვანელი დავით მალაზონია.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ალეკო ცინცაძის განმარტებით კი, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ასეთი სასაწყობე მეურნეობები აშენდეს და ადგილობრივმა პროდუქციამ იმპორტულს კონკურენცია გაუწიოს.

"ასეთი მაცივრების მშენებლობა მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან აქ დასაწყობებული პროდუქცია ფერმერს შეუძლია ბაზარზე გამოიტანოს და არასეზონურობის გამო შედარებით მაღალ ფასად გაყიდოს. ასეთი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია როგორც ფერმერისთვის, ისე სამინისტროსთვის," - განაცხადა ალეკო ცინცაძემ. ჯი-ეიჩ-ენი

ყველაზე პოპულარული
  1. ჭიდაობა >>

    aa
  2. ფეხბურთი >>

    aa
  3. ფეხბურთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. უცხოეთი >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. რევიუ >>

    aa
  9. ბიზნესი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. ფეხბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი