RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
10 მარტი, ოთხშაბათი 2010
თბილისი ... ...
ბიზნესი >>

ყურადღების ცენტრში - ევროპული პრობლემები

ანალიტიკოსების უმრავლესობა შეთანხმდა, რომ გლობალური ეკონომიკა კრიზისიდან გამოდის, თუმცა არის ზოგიერთი, რომელიც განმეორებით რეცესიას (ე.წ. “რეცესია ორმაგი ფსკერით") არ გამორიცხავს.

24 საათი 08.02.10

ანალიტიკოსების უმრავლესობა შეთანხმდა, რომ გლობალური ეკონომიკა კრიზისიდან გამოდის, თუმცა არის ზოგიერთი, რომელიც განმეორებით რეცესიას (ე.წ. “რეცესია ორმაგი ფსკერით") არ გამორიცხავს.

ვფიქრობ, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც უმრავლესობას უნდა დავეთანხმოთ. ამასთანავე, ბევრი ანალიტიკოსის აზრით, კრიზისიდან გამოსვლა ხანგრძლივი და რთული პროცესი იქნება. იყო დრო, როდესაც ამერიკული ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკისთვის ლოკომოტივის როლს თამაშობდა და მისი წარმატება საკმარისი იყო იმისათვის, რომ დანარჩენ მსოფლიოში ეკონომიკური ზრდა გამოეწვია. მიუხედავად ეკონომიკური ზრდის დიდი ტემპებისა 2009 წლის მეოთხე კვარტალში ამერიკულ ეკონომიკას ძალიან სერიოზული პრობლემები (უმუშევრობის მაღალი ტემპები, გიგანტური საბიუჯეტი დეფიციტი და სახელმწიფო ვალი) აქვს იმისათვის, რომ მან ასეთი როლის შესრულება შეძლოს. მომავალი ფინანსური წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 1.56 ტრილიონი დოლარის ოდენობის დეფიციტი. ეს გამოწვეულია იმით, რომ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციას უმუშევრობის შესამცირებლად საჭიროდ მიაჩნია ეკონომიკის სტიმულირების გაგრძელება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყოველ წელიწადს ამერიკის ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკის უფრო მცირე წილს შეადგენს, ვიდრე წინა წელიწადს. სხვა სიტყვებით, ლოკომოტივის სიმძლავრე მცირდება, ხოლო შემადგენლობის წონა იზრდება.

ამის გამო ზოგიერთი ანალიტიკოსი იმედს აზიაზე ამყარებდა. 2009 წელს ზოგიერთ აზიურ ეკონომიკას (ჩინეთი, ინდოეთი) მართლაც შთამბეჭდავი შედეგები ჰქონდა და დიდია ალბათობა, რომ ისინი ასეთ ტემპებს მომდევნო წლებშიც შეინარჩუნებენ. მაგრამ კრიზისი იაპონიისათვის და ზოგიერთი სხვა აზიური ქვეყნისათვის ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა. გარდა ამისა, აზიური ქვეყნები, როგორც წესი, ორიენტირებული არიან ექსპორტზე და, ამდენად, თავად არიან დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი ეკონომიკური მდგომარეობაა მათი ექსპორტის ძირითად ბაზრებზე, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროკავშირში. რაც მთავარია, აზიური ეკონომიკის სიმძლავრე არასაკმარისია იმისათვის, რომ მათ გლობალური ეკონომიკის ლოკომოტივობა შეძლონ.

რაც შეეხება ევროკავშირს, კრიზისის შედეგები მისთვისაც საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. განსაკუთრებით ეს სამხრეთ და ცენტრალური ევროპის ზოგიერთ ქვეყანას (საბერძნეთი, პორტუგალია, ესპანეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ბალტიის ქვეყნები) ეხება. გაჭირვებით გადალახა რეცესია, ისიც მხოლოდ 2009 წლის მეოთხე კვარტალში, დიდმა ბრიტანეთმა. კრიზისისგან ნაკლებ დაზარალებულ “ძველი ევროპის" ქვეყნებს მოუწევთ, დანარჩენი ევროკავშირისთვის ლოკომოტივის როლი ითამაშონ, მაგრამ ეს ლოკომოტივი მხოლოდ რეგიონული მასშტაბის იქნება. ამიტომ დანარჩენ მსოფლიოს ჯერჯერობით არ შეიძლება ჰქონდეს ევროპის იმედი. უფრო მეტიც, ევროპის პრობლემები პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების მზარდ შეშფოთებას იწვევს. კანადის არქტიკულ ქალაქ იქალუტში (Iqaluit) გამართულ “დიდი შვიდეულის" ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე მთავარი საკითხი სწორედ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში არსებული მწვავე საბიუჯეტო პრობლემები იყო.

გაზრდილი პროტექციონიზმი და შეზღუდვები თავისუფალ ვაჭრობაზე მსოფლიოში - კრიზისის ერთ-ერთი მთავარი შედეგია. ბოლო დროს ეს ხშირად იჩენს თავს მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკური სახელმწიფოს - ამერიკის შეერთებული შტატების, და უდიდესი ექსპორტიორის - ჩინეთის ურთიერთობებში. მაგრამ ორი გიგანტის ურთიერთობებში აქტუალური მხოლოდ ეს პრობლემა არ არის. ცოტა ხნის წინ ფართო გამოხმაურება ჰპოვა “გუგლის" (Google) ისტორიამ. კომპანიამ გამოაცხადა, რომ მან შეიძლება დატოვოს ჩინეთი. მიზეზად მის სერვერებზე ჰაკერული შეტევები დასახელდა, მათ შორის ტექნოლოგიური საიდუმლოების მოპოვების მიზნით, ცენზურის მცდელობა და სხვა. ყოველივე ეს გვიჩვენებს, რომ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა უკვე საკმაო ინტენსივობას აღწევს და მომავალში შესაძლოა ამ დაძაბულობის კიდევ უფრო გაზრდა. ამერიკულ-ჩინური ურთიერთობების თემა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური იყო დავოსის ფორუმზეც.

საბიუჯეტო კრიზისი ევროკავშირის ზოგიერთ სახელმწიფოში ევროზე აისახა. კვირის განმავლობაში ევრო მნიშნელოვნად შესუსტდა დოლართან, აგრეთვე ბევრ სხვა ვალუტასთან მიმართებაში. როგორც მოველოდით, ლარის კურსმა წინა კვირაში სტაბილურობა აღიდგინა. გამყარდა იაპონური იენაც. მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში ყურადღების ცენტრში იქნება ევრო და მისი კურსი, პირველ რიგში დოლართან მიმართებაში. ეს კურსი კი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად წარმატებით გაუმკლავდება ევროკავშირი მისი ზოგიერთი წევრის საბიუჯეტო პრობლემებს.

სასაქონლო ბირჟებზე გრძელდება ფასების დაცემის ტენდენცია. პირველ რიგში ეს ეხება ნავთობს, რომლის ფასიც სულ ახლოს მივიდა 70 დოლართან ბარელზე (კვირის ბოლოს 71.19). ფასების დაცემა იმ ეჭვებს უკავშირდება, რომლებიც ინვესტორებს წინა კვირას გაუძლიერდათ გლობალური ეკონომიკის გამოჯანსაღებასთან დაკავშირებით.

ამ ეჭვებმა იჩინეს თავი საფონდო ბაზრებზეც. მართალია, კვირის პირველ დღეებში აქციების ფასებმა ზრდა იწყო, მაგრამ ხუთშაბათს ამ ფასების მნიშვნელოვანი შემცირება მოხდა, რომელსაც მოჰყვა შედარებით მშვიდი პარასკევი. დოუ ჯონსის საშუალო ინდუსტრიალური მაჩვენებელი 10 000 პუნქტს ზემოთ შენარჩუნდა. მომავალი კვირა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმის გასარკვევად, შენარჩუნდება თუ არა დაცემის ტენდენცია. ყველაფერი ინვესტორების სკეპტიკურ განწყობაზე მიუთითებს. თებერვლის ფიუჩერსები ძირითად ამერიკულ ინდექსებზე და საშუალო მაჩვენებლებზე დაიხურა მიმდინარე მნიშვნელობებზე დაბლა. ძნელი წარმოსადგენია, უახლოეს მომავალში ისეთი რამ მოხდეს, რაც ამ განწყობას შეცვლის. ერთადერთი, ეს შეიძლება იყოს უმუშევრობის დონის მკვეთრი შემცირება.

საქართველოს საფონდო ბაზარზე იმედებს გვიცრუებს “სახალხო ბანკის" აქციები, რომლებიც ვარდნას აგრძელებს. მაინც მიმაჩნია, რომ ეს არ არის ცუდი აქციები და მათ გარკვეული პერსპექტივა აქვთ.

გრძელდება მსოფლიოს უდიდესი კომპანიების ფინანსური მაჩვენებლების გამოქვეყნება. “თაიმ უორნერის" (Time Warner Inc.) შემოსავალმა გასული წლის მეოთხე კვარტალში 627 მილიონი დოლარი შეადგინა. 2008 წლის მეოთხე კვარტალში კომპანიის ზარალმა 16 მილიარდი დოლარი შეადგინა, თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ მაშინ კომპანიის შემადგენლობაში შედიოდა “ამერიკენ ონ ლაინი" (Aol). “თაიმ ვორნერის" გაყიდვებმა კვარტალში 7.3 მილიარდი შეადგინა. კომპანიის წარმატება, პირველ რიგში, მისი ტელეარხებისა და კინოინდუსტრიის კარგ შედეგებს უკავშირდება.

კინოინდუსტრიის წარმატება არის მთავარი მიზეზი მეორე მედიაგიგანტის - “ნიუს კორპორეიშენის" (News Corp.) შესანიშნავი ფინანსური მაჩვენებლებისა. კომპანიის მოგება კინოინდუსტრიის სფეროში სამჯერ გაიზარდა. ასეთი წარმატება მას მოუტანა კამერონის ფილმმა “ავატარი".

კომპანიის მოგებამ 2009 წლის მეოთხე კვარტალში 254 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ანალიტიკოსების მოლოდინს ბევრად აღემატება. 2008 წლის ბოლო კვარტალში კომპანიის ზარალმა 6.4 მილიარდი დოლარი შეადგინა, გაყიდვებმა კი - 8.7 მილიარდი დოლარი, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 10%-ით მეტია.

მოგებით დაამთავრა მეოთხე კვარტალი “ამერიკენ ონ ლაინმაც", თუმცა 1.4 მილიონი დოლარი ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი ინტერნეტ-პროვაიდერისთვის დამაკმაყოფილებელ მოგებად არ შეიძლება ჩაითვალოს. გასული წლის შესაბამის პერიოდში კომპანიის ზარალმა 1.9 მილიარდი დოლარი შეადგინა. მისი აქციონერებისათვის ძალიან შემაშფოთებელია გაყიდვების 17%-იანი შემცირება 809.7 მილიონ დოლარამდე.

“ტოიოტას" (Toyota Motor) გაყიდვები ამერიკის შეერთებულ შტატებში 16%-ით შემცირდა. კომპანიის პოზიციებს ამერიკაში დიდი ზიანი მიაყენა სხვადასხვა დეფექტების გამო გაყიდული ავტომობილების დიდი რაოდენობით უკან გამოწვევამ. კომპანიის წილმა ამერიკის საავტომობილო ბაზარზე შეადგინა 14.1%, რაც სამი პროცებნტით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე. “ტოიოტას" სირთულეებით ისარგებლა “ფორდ მოტორმა" (Ford Motor), რომელმაც ამერიკაში თავისი გაყიდვები 24%-ით გაზარდა და გაყიდვების მოცულობით მეორე კომპანია გახდა ამერიკულ ბაზარზე, “ჯენერალ მოტორსის" (General Motors) შემდეგ.

მიუხედავად წარუმატებლობისა, ამერიკის ბაზარზე “ტოიოტამ" მეოთხე კვარტალში 153.2 მილიარდი იენის (დაახლოებით 1.7 მილიარდი ამერიკული დოლარი) ოდენობის მოგებას მიაღწია, რაც ანალიტიკოსთა პროგნოზს მნიშვნელოვნად აღემატება. 2008 წლის იგივე პერიოდში კომპანიამ 164.7 მილიარდი იენის ოდენობით ზარალი განიცადა. 2009 წლის განმავლობაში კომპანიამ 7.18 მილიონი ავტომობილი გაყიდა, რაც წინა წლის მაჩვენებლებს (7.57 მილიონი) ჩამოუვარდება.

მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია მეოთხე კვარტალში (ანუ მესამე ფისკალურ კვარტალში) აგრეთვე კიდევ ერთმა იაპონურმა გიგანტმა “სონიმ" (Sony Corp.). მისი მოგება იყო 79.2 მილიარდი იენა, ანუ 871 მილიონი დოლარი, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 10%-ით უკეთესია. კიდევ უფრო დიდი მიღწევაა გაყიდვების ზრდა 4%-ით. 2009 წელს წინა წელთან შედარებით გაყიდვების ზრდა დიდი სამრეწველო კომპანიებისთვის საკმაოდ იშვიათი მოვლენა იყო.

ამერიკის შეერთებულ შტატებში არის ასეთი შტატი - ორეგონი, სხვათა შორის, ბევრი ღირსშესანიშნაობით. გარდა ამისა, მისთვის დამახასიათებელია პირდაპირი დემოკრატია (მაგალითად, ადგილობრივი გადასახადების შესაცვლელად საჭიროა რეფერენდუმი) და დაბალი გადასახადები. შტატი ერთ-ერთია იმ ხუთი შტატიდან, სადაც არ არსებობს გადასახადი გაყიდვაზე, რომლის შემოტანაც გასული საუკუნის ოცდაათი წლებიდან ცხრაჯერ იქნა უარყოფილი შტატის ამომრჩევლების მიერ. მით უფრო მოულოდნელი იყო ახალი რეფერენდუმის შედეგი, რომელმაც ადგილობრივი გადასახადები გაზარდა. მართალია, გადასახადების გაზრდა მხოლოდ შტატის მოსახლეობის 3%-ს შეეხება, მაგრამ მაინც უცნაურია შტატისათვის, რომლის ამომრჩევლებიც ყოველთვის ეკონომიკური ლიბერალიზმით გამოირჩეოდნენ.

ჟურნალმა “ფორჩუნმა" (Fortune) გამოაქვეყნა კომპანიათა სია, რომელთა კაპიტალიზაციაც (საბაზრო ღირებულება) გასულ ათწლეულში ყველაზე ძლიერ შემცირდა. სიის სათავეში მოექცა ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი “კისკო სისტემსი" (Cisco Systems), რომელმაც ფასში 425 მილიარდი დოლარი დაკარგა. კომპანიის მიმდინარე კაპიტალიზაცია დაახლოებით 132 მილიარდის ტოლია. სიის სათავეში მოხვდნენ უდიდესი ამერიკული კომპანიები, რომლებიც აგრეთვე მოღვაწეობენ მაღალი ტექნოლოგიების სფეროში.

გრიგოლ ნიკოლაიშვილი

sdf
ყველაზე პოპულარული
  1. ამბები >>

    aa
  2. სამართალი >>

    aa
  3. თვალსაზრისი >>

    aa
  4. მუსიკა >>

    aa
  5. თვალსაზრისი >>

    aa
  6. საზოგადოება >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. რევიუ >>

    aa
  9. ამბები >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. რაგბი >>

    aa
  12. პოლიტიკა >>

    aa
  13. პოლიტიკა >>

    aa
  14. უცხოეთი >>

    aa
  15. ამბები >>

    aa
  16. ამბები >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. უცხოეთი >>

    aa
  19. მუსიკა >>

    aa
  20. სპორტი >>

    aa
  21. სპორტი >>

    aa
  22. სპორტი >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. ავტო >>

    aa
  27. ავტო >>

    aa
  28. ავტო >>

    aa
  29. ავტო >>

    aa
  30. ავტო >>

    aa
  31. ავტო >>

    aa
  32. ავტო >>

    aa
  33. ავტო >>

    aa
  34. ავტო >>

    aa
  35. ავტო >>

    aa
  36. ავტო >>

    aa
  37. ავტო >>

    aa
  38. ავტო >>

    aa
  39. ავტო >>

    aa
  40. ბიზნესი >>

    aa
  41. უცხოეთი >>

    aa
  42. უცხოეთი >>

    aa
  43. რევიუ >>

    aa
  44. კინო >>

    aa
  45. სამართალი >>

    aa
  46. უცხოეთი >>

    aa
  47. წიგნები >>

    aa
  48. სპორტი >>

    aa
  49. სპორტი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. მეცნიერება >>

    aa
  53. უცხოეთი >>

    aa
  54. უცხოეთი >>

    aa
  55. უცხოეთი >>

    aa
  56. თვალსაზრისი >>

    aa
  57. ბიზნესი >>

    aa
  58. ბიზნესი >>

    aa
  59. მეცნიერება >>

    aa
  60. მეცნიერება >>

    aa
  61. რევიუ >>

    aa
  62. რევიუ >>

    aa
  63. უცხოეთი >>

    aa
  64. უცხოეთი >>

    aa
  65. ბიზნესი >>

    aa
  66. უცხოეთი >>

    aa
  67. მეცნიერება >>

    aa
  68. მეცნიერება >>

    aa
  69. საზოგადოება >>

    aa
  70. რევიუ >>

    aa
  71. ამბები >>

    aa
  72. რევიუ >>

    aa
  73. რევიუ >>

    aa
  74. უცხოეთი >>

    aa
  75. რევიუ >>

    aa
  76. რევიუ >>

    aa
  77. ბიზნესი >>

    aa
  78. ბიზნესი >>

    aa
  79. რევიუ >>

    aa
  80. რევიუ >>

    aa
  81. სპორტი >>

    aa
  82. სპორტი >>

    aa
  83. სპორტი >>

    aa
  84. სპორტი >>

    aa
  85. ამბები >>

    aa
  86. ამბები >>

    aa
  87. მეცნიერება >>

    aa
  88. ტექნოლოგიები >>

    aa
  89. ტექნოლოგიები >>

    aa
  90. რევიუ >>

    aa
  91. წიგნები >>

    aa
  92. სპორტი >>

    aa
  93. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი