RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
20 მაისი, ორშაბათი 2013
თბილისი ... ...
ბიზნესი >>

სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის მიღება გამარტივდა

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.

24 საათი 09.02.10

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.

საჯარო რეესტრი მეწარმეებს კიდევ ერთ, ახალ, გამარტივებულ მომსახურებას შესთავაზებს. სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის მიღება ინტერნეტის მეშვეობით არის შესაძლებელი. სააგენტოს ვებგვერდზე მეწარმეებსა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს შეუძლიათ გამარტივებული წესით, ოფისიდან გაუსვლელად, ინტერნეტით მიიღონ ამონაწერი მეწარმეთა და სამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან.

ამონაწერში ასახულია კომპანიის დასახელება, იურიდიული მისამართი, მისი ოფიციალური წარმომადგენლები, უფლებამოსილი პირები, პარტნიორები და მათი წილობრივი მონაცემები, ინფორმაცია ორგანიზაციის ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის მიმდინარეობის შესახებ, ასევე კომპანიის ქონებასა და პარტნიორთა წილებზე ყადაღისა და აკრძალვების, საგადასახადო გირავნობა-იპოთეკისა და გირავნობების შესახებ.

"ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს, სრულიად უფასოდ, სააგენტოს ვებგვერდზე მარტივად მოიძიოს არა მხოლოდ ბოლო ინფორმაცია კომპანიის შესახებ, არამედ ყველა ტრანზაქცია, ანუ სრული ისტორია; ასევე შეუძლიათ გაეცნონ სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტებს, განცხადებებსა და სხვა მონაცემებს," - განუცხადა ჟურნალისტებს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა.

სააგენტოს ვებგვერდზე შესაძლებელია ასევე განაცხადის შევსება და მისი ელექტრონულად წარდგენა საჯარო რეესტრში. კანონით განსაზღვრულ ვადაში მომზადებულ დოკუმენტს დაინტერესებული პირი ასევე ელექტრონულად, ინტერნეტის მეშვეობით მიიღებს.

ელექტრონულად მიღებულ ამონაწერს იურიდიული ძალა გააჩნია და ამ სახით გამოიყენება ნებისმიერი ადმინისტრაციული და კერძო უწყების მიერ.

ამონაწერის განახლებით კომპანიის შესახებ ინფორმაცია ავტომატურად აისახება საჯარო რეესტრის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.

მომსახურების საფასურის გადახდაც ვებ-გადახდის სისტემით, საბანკო პლასტიკური ბარათით არის შესაძლებელი.

სამეწარმეო რეესტრის ელექტრონული პროგრამა ონლაინ რეჟიმში მუშაობს და, შესაბამისად, მასში განთავსებული ინფორმაცია მუდმივად განახლებადია. სიახლე ისიც, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირება და ინფორმაციის მიღება, სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების გარდა, "სახალხო ბანკის" ნებისმიერ ფილიალსა და სერვისცენტრში შეუძლია".

2010 წლის 1 იანვრიდან მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრს, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ინსპექციის ნაცვლად, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. საკანონმდებლო ცვლილებები "საჯარო რეესტრის შესახებ" და "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონში, სამოქალაქო კოდექსსა და მომიჯნავე საკანონმდებლო აქტებში შევიდა. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მოიხსნა ტერიტორიული შეზღუდვა. განცხადების წარდგენა და დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია საჯარო რეესტრის 68 ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში. ამოქმედდა მომსახურების ახალი ვადები და საფასური:

რეესტრიდან ამონაწერის მომზადების საფასური 1 სამუშაო დღის ვადაში შეადგენს 15 ლარს. კანონის ამოქმედებამდე სარეგისტრაციო მომსახურების საფასური 360 ლარამდე მერყეობდა, 1 იანვრიდან ეს გადასახადი შეადგენს 100 ლარს (მომსახურების მიღება განცხადების წარდგენიდან 1 სამუშაო დღეში). ასევე ამოქმედდა დაჩქარებული სარეგისტრაციო მომსახურება (ანუ რეგისტრაცია განცხადების წარდგენისთანავე და მისი ღირებულება შეადგენს 200 ლარს).

შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოებში აღდგა პარტნიორთა წილების რეგისტრაცია, რაც აისახება სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერში და უზრუნველყოფს შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოებში წილების მიმოქცევის გამჭვირვალობას.

ყველაზე პოპულარული
  1. საზოგადოება >>

    aa
  2. თვალსაზრისი >>

    aa
  3. ინტერვიუ >>

    aa
  4. პოლიტიკა >>

    aa
  5. უცხოეთი >>

    aa
  6. პრესომბუდსმენი >>

    aa
  7. თვალსაზრისი >>

    aa
  8. რევიუ >>

    aa
  9. რევიუ >>

    aa
  10. სტილი >>

    aa
  11. რევიუ >>

    aa
  12. რევიუ >>

    aa
  13. რევიუ >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. მარანი >>

    aa
  16. მარანი >>

    aa
  17. მარანი >>

    aa
  18. კულინარია >>

    aa
  19. კულინარია >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. ავტო >>

    aa
  27. ავტო >>

    aa
  28. ავტო >>

    aa
  29. ავტო >>

    aa
  30. ავტო >>

    aa
  31. ავტო >>

    aa
  32. მეცნიერება >>

    aa
  33. მეცნიერება >>

    aa
  34. რევიუ >>

    aa
  35. საზოგადოება >>

    aa
  36. რევიუ >>

    aa
  37. ამბები >>

    aa
  38. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  39. რევიუ >>

    aa
  40. რევიუ >>

    aa
  41. სპორტი >>

    aa
  42. სპორტი >>

    aa
  43. სპორტი >>

    aa
  44. ბიზნესი >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. ამბები >>

    aa
  47. ამბები >>

    aa
  48. ბიზნესი >>

    aa
  49. ბიზნესი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. ამბები >>

    aa
  53. განათლება >>

    aa
  54. უცხოეთი >>

    aa
  55. რაგბი >>

    aa
  56. კალათბურთი >>

    aa
  57. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი