RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
17 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ბიზნესი >>

ტალღა მაღალია, ნარჩენები კი დალექვას იწყებს

"სერფინგის ჩვეულებრივი დაფა 100 პროცენტით ტოქსიურია."

24 საათი 02.03.10

მეტ ბიოლოსი Lost Enterprises-იდან სერფინგის დაფას მეორადი გადამუშავების მასალიდან ქმნის.
მეტ ბიოლოსი Lost Enterprises-იდან სერფინგის დაფას მეორადი გადამუშავების მასალიდან ქმნის.

"სერფინგის ჩვეულებრივი დაფა 100 პროცენტით ტოქსიურია."

სან კლემენტე, კალიფორნია - სანაპიროდან რამდენიმე კვარტალის მოშორებით, პოლიესტერის ძლიერი სურნელი მოდის სერფინგის დაფების დამამზადებელი ქარხნებიდან, რომლებითაც გადავსებულია ამ სამხრეთ კალიფორნიულ ქალაქის სერფინგის გეტოს სახელით ცნობილი ხეივანი. ოკეანისფერ ლურჯად შეფერილ ოთახებში, ერთმანეთს სოროებივით რომ მიწყობიან, ახალგაზრდა მამაკაცები, რომლებიც სახეზე დამცავ ნიღბებს ატარებენ, თოვლივით ქათქათა პოლიურეთანის პენოპლასტის ყუაფიცრებს სერფინგის დაფების ფორმას აძლევენ, ნარჩენი ქიმიური მტვერი იატაკს ფარავს და სანაგვე ურნებს ავსებს. "ბუნების შვილის" იმიჯის მიუხედავად, ამერიკის სერფინგის ინდუსტრია - რომლის წლიური შემოსავალი, სავაჭრო ჯგუფის, სერფინგის ინდუსტრიის მწარმოებელთა ასოციაციის (Surf Industry Manufacturing Association) მონაცემების მიხედვით 7,2 მილიარდი აშშ დოლარია - ხშირად წარმოების ტოქსიურ მეთოდებს მიმართავს და სერფინგის დაფებისა და სხვა პროდუქციის შესაქმნელად ტონობით ნაგავს წარმოქმნის.

"სერფინგის ყველაზე უსუფთაო მახასიათებელი ჩვენს ფეხთ ქვეშაა -სერფინგის ჩვეულებრივი დაფა 100 პროცენტით ტოქსიურია," - განაცხადა ფრენკ სკურამ, სერფერმა და ეკოლოგიურად უსაფრთხო საცალო ვაჭრობის მომხრე ორგანიზაცია Action Sports Environmental Coalition-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. სან კლემენტეში, ახალშექმნილი კომპანია Green Foam Blanks-ი ასპარეზზე იმისთვის გამოვიდა, რომ სერფინგის დაფების შექმნის ნახევარსაუკუნოვანი ტრადიცია შეცვალოს. მისმა დამფუძნებლებმა ჯოუი სანტლიმ და სტივ კოქსმა შექმნეს ის, რაც ჩაფიქრებულია, როგორც მსოფლიოში პირველი მეორადი გადამუშავების პოლიურეთანის ფორმა - სერფინგის დაფის პენოპლასტის გული.

ისინი სერფინგის დაფების დამამზადებელ ქარხნებში პოლიურეთანის ნახერხებს აგროვებენ და დაპატენტებული მეთოდის გამოყენებით, ნაფხეკებს ნედლ პენოპლასტს ურევენ, რათა შექმნან ფორმა, რომელიც 60-დან 65 პროცენტამდე მეორადი გადამუშავების ნარჩენებისგან შედგება. ამ ყველაფრის მიზანი ახალი პენოპლასტის წარმოების შემცირებაა, რომელიც, ჩვეულებრივ, კანცეროგენული შემადგენლობისაა, რომესლაც დიიზოციანატი, ან TDI ეწოდება. "სამხრეთ კალიფორნიაში ყოველდღე, დაახლოებით 800 სერფინგის დაფა იწარმოება და თითოეული ფორმის, რომელიც ტოქსიურ მასალებს შეიცავს, არც მეტი, არც ნაკლები, 40 პროცენტის საბოლოო ნავთსაყუდელი ნაგავსაყრელია," - თქვა ბატონმა სანტლიმ, რომელიც 44 წლისაა და სერფინგის ინდუსტრიის ვეტერანია. 2008 წელს აშშ-ში, დაახლოებით, 316 000 სერფინგის დაფა იქნა გაყიდული, რამაც 150 მილიონ აშშ დოლარის შემოსავალი წარმოშვა, სერფინგის ინდუსტრიის მწარმოებელთა ასოციაციის მონაცემების მიხედვით. შემოსავალში ასევე შედის ტანსაცმელი და სხვა აღჭურვილობა.

Green Foam-მა, მას შემდეგ, რაც ამა წლის დასაწყისში მეორადი გადამუშავების მასალიდან გაკეთებული სერფინგის დაფის წარმოება დაიწყო, დაახლოებით, 1 000 ფორმა გაყიდა. ბატონმა სანტლიმ Green Foam-ის სერფინგის დაფები სერფინგის მოყვარულ ისეთ ცნობილ ადამიანებს მიაწოდა, როგორიცაა მსახიობი კამერონ დიასი და მომღერალი ჯეისონ მრაზი და ასევე, პროფესიონალ სერფერებსა და სერფინგის დაფების გავლენიან მწარმოებლებს.

ეს მიდგომა აუცილებლობისგან (ბატონი სანტლი და ბატონი კოქსი Green Foam-ს თავად აფინანსებენ) და სერფინგის დაფების ინდუსტრიის უნიკალური ბუნებისგან წარმოიშვა. სერფინგი დღესაც მეტწილად თემურ საქმიანობად რჩება და უცხოებსა და ახალ მიდგომებს, ხშირად, ეჭვის თვალით უყურებენ.

თუმცა, ბატონი სანტლი ბიზნეს წრეებში ამინდის შექმნელებისათვის შემდგარი შინაური სერფერია - "ჰეი, ძმაოს" სტილში. ის სერფინგით ბავშვობიდან არის დაკავებული და ორენჯის ოლქში (Orange County), სანაპიროზე გაიზარდა, სერფინგის ინდუსტრიის სილიკონის ველზე, სადაც მამამისს სერფინგის დაფებისა და პენოპლასტის ქარხანა ჰქონდა. მან საკუთარი კომპანია ჯერ კიდევ საშუალო სკოლაში სწავლისას დააარსა, რომელიც მოკლე დაფებს აწარმოებდა, რომლებიც ნაპირთან ახლოს სერფინგისათვის გამოიყენება - ხოლო კოლეჯის დამთავრების შემდეგ სერფიგთან დაკავშირებულ სხვადასხვა კომპანიებში მარკეტინგის დარგში აღმასრულებლად მუშაობდა.

და ამის მიუხედავადაც, პენოპლასტის მწარმოებლებმა კარი ცხვირწინ მიუჯახუნეს, როდესაც გასულ წელს მან წინადადებით მიმართა მეორადი გადამუშავების პოლიუთერანის ტესტირების შესახებ. "იცით როგორ იქცევიან, ‘ჩვენს ქარხანაში არავის ვუშვებთ` ეს საიდუმლოა," - გაიხსენა ბატონმა სანტლიმ.

2006 წლამდე, მსოფლიოს სერფინგის დაფების ფორმების 80 პროცენტზე მეტს ორენჯის ოლქში დაფუძნებული მხოლოდ ერთი კომპანია - Clark Foam-ი - აწვდიდა. როდესაც Clark Foam-ი უეცრად დაიხურა - კომპანიამ განაცხადა, რომ TDI-ს გამოყენების გამო ზეწოლას განიცდიდა - ბაზრის კარი წარმოების ახალი მეთოდებისათვის გაიხსნა, განაცხადა შონ სმითმა, სერფინგის ინდუსტრიის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ჩინეთმა გააფართოვა პოლისტიროლისგან დამზადებული ბლანკების ექსპორტი, რომელსაც, ამ ინდუსტრიის ზოგიერთი წევრი, ეკოლოგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე, პოლიურეთანზე უფრო მაღლა აყენებს. ზოგიერთმა მწარმოებელმა ექსპერიმენტებს მიმართა პოლიურეთანის უფრო მეტად უსაფრთხო ქიმიური ნივთიერებების გამოყენებით შესაქმნელად. საბოლოოდ, ბატონმა სანტლიმ გასულ ნოემბერს გადაარწმუნა ერთ-ერთი მწარმოებლის ინჟინერი, რათა მისთვის ნება დაერთო ხელმეორედ გადამუშავებული მასალიდან პირველი ფორმა შეექმნა.

"მართლა ძალიან მომწონს, როდესაც შეგიძლია აიღო სერფინგის ძველი დაფები, დააქუცმაცო ისინი და გააკეთო უფრო მეტი დაფა, იმის მაგივრად, რომ ძველები ნაგავსაყრელზე ჩაფლა," - განაცხდა დონოვან ფრანკერრეიტერმა, პრფესიონალმა სერფერმა, რომელსაც Green Foam-ის სერფინგის დაფები აქვს.

კიდევ ერთი კომპანია, Surf Hardware International-ი მეორადი გადამუშავების მასალისგან შექმნილ სერფინგის დაფების ფარფლებს ქმნის, სახელად Green Flex, რომელიც ნაწილობრივ ფისში გამდნარი წუნდებული საფარისგან კეთდება. მეტ ბიოლოსმა, სერფინგის დაფების წამყვანმა ოსტატმა, რომელიც ამ ინდუსტრიის წრეებში Mayhem-ის სახლითაა ცნობილი და სან-კლემენტეში კომპანია Lost Enterprises-ის მფლობელია, განაცხადა, რომ სცადა სერფინგის დაფების ეკოლოგიურად უფრო სუფთა ფორმებისგან დამზადება, მაგრამ ისინი პოლიურეთანისგან გაკეთებულ პროდუქციას ვერც კი შეედრება. "სერფერები სერფინგის მსუბუქი დაფის შესაძლებლობებს ეკოლოგიურ უსაფრთხოებას არ შესწირავენ," - თქვა ბატონმა ბიოლოსმა. Green Foam-ის მეორადი გადამუშავების მასალისაგან შექმნილი ფორმების მთავარი უპირატესობა, განაცხადა მან, ის არის, რომ მათ კონკურენტუნარიანი ფასი აქვთ, გააჩნიათ ისეთივე შესაძლებლობები, როგორც პოლიურეთანის ახალ დაფებს და დაფების ოსტატებს მათ შესაქმნელად მეთოდის შეცვლა არ სჭირდებათ. მედლის უკანა მხარე ის არის, რომ Green Foam-ი წუნიანი დაფების უფრო დიდ რაოდენობას უშვებს, - თქვა მან, - ეს პრობლემა, რომელსაც ბატონი სანტლი აღიარებს. Green Foam-ის უახლესი გამოწვევა მის წარმოებას ზრდის.

კომპანიის თავდაპირველი მწარმოებელი ბიზნესიდან ახლახანს გავიდა, ხოლო Green Foam-ი საკუთარ ფორმებს ქმნის და თან პენოპლასტის სხვა მწარმოებლებთან სალიცენზიო გარიგებების აფორმებს.

ტოდ ვუდი

 

ყველაზე პოპულარული
  1. უცხოეთი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. საზოგადოება >>

    aa
  4. წიგნები >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. რევიუ >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. პრესომბუდსმენი >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. მუსიკა >>

    aa
  14. უცხოეთი >>

    aa
  15. უცხოეთი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. ამბები >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. მარანი >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. კულინარია >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. მეცნიერება >>

    aa
  36. მეცნიერება >>

    aa
  37. მეცნიერება >>

    aa
  38. მეცნიერება >>

    aa
  39. მეცნიერება >>

    aa
  40. მუსიკა >>

    aa
  41. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  42. რევიუ >>

    aa
  43. ავტო >>

    aa
  44. ავტო >>

    aa
  45. რევიუ >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. მეცნიერება >>

    aa
  49. ტექნოლოგიები >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი