RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
17 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ბიზნესი >>

ზღვაზე ნელა და თანდმიდევრული სიჩქარით ნასონობას დიდი დივიდენდები მოაქვს

საზღვაო კონტეინერს Ebba Maersk -ს ერთ თვეზე მეტი დასჭირდა - კვირაზე მეტი, ვიდრე ორი წლის წინ - გერმანიიდან ჩინეთის ქალაქ გუანდუნამდე რომ ჩასულიყო, სადაც მან ერთ-ერთ უკანასკნელ პარასკევს ტვირთი ჩამოცალა.

24 საათი 02.03.10

Maersk-მა საწვავის მოხმარება შეკვეცა საკუთარი გემების სვლის უმაღლესი სიჩქარის განახევრებით მოახე
Maersk-მა საწვავის მოხმარება შეკვეცა საკუთარი გემების სვლის უმაღლესი სიჩქარის განახევრებით მოახე

საზღვაო კონტეინერს Ebba Maersk -ს ერთ თვეზე მეტი დასჭირდა - კვირაზე მეტი, ვიდრე ორი წლის წინ - გერმანიიდან ჩინეთის ქალაქ გუანდუნამდე რომ ჩასულიყო, სადაც მან ერთ-ერთ უკანასკნელ პარასკევს ტვირთი ჩამოცალა.

მაგრამ ამ გემის მფლობელის, საზღვაო გადაზიდვების დანიური გინატის Maersk -ისათვის ეს პროგრესად ითვლება.

გლობალურ კულტურაში, რომელშიც სისწრაფე ყველგან დომინირებს, დაწყებული გზავნილების შეკვეთის მეორე დღესვე მიწოდებით, ზესწრაფი მატარებლებითა და ნაღდი ფულის სწრაფად გამოტანის საშუალებით დამთავრებული, ეს კომპანია ისეთ სავაჭრო არგუმენტს ჩაეჭიდა, რომელმაც, შესაძლოა, ენერგიული სვლის მოყვარულ კორპორატიულ მომხმარებლებს თავზარი დასცეს: ნელა უკეთესია.

საკუთარი გემების სვლის უმაღლესი სისწრაფის განახევრებით, Maersk-მა უმთავრეს მარშრუტებზე საწვავის მოხმარება 30 პროცენტით შეკვეცა, რაც დანახარჯებსაც დიდად შეამცირებს. მაგრამ კომპანიამ ასევე თანაბრად შეკვეცა საკუთარი გემების მიერ სათბური გაზების გამონაბოლქვი.

"ადრე მთავარი აქცენტი იყო ‘რა დაჯდება ეს ყველაფერი?’ და ‘ ჩამომიტანეთ, რაც შეიძლება, სწრაფად,’ " - განაცხადა სორენ სტიგ ნილსენმა, Maersk -ის ეკოლოგიური უსაფრთხოების მიმართულების დირექტორმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს პრაქტიკა სათავეს 2008 წლიდან იღებს, როდესაც ნავთობის ფასმა ბარელზე 145 აშშ დოლარს მიაღწია. "მაგრამ ახლა მესამე განზომილება გამოჩნდა, - თქვა მან, - როგორია ნახშირორჟანგის კვალი?" უფრო ნელი სიჩქარით სვლა, დაამატა მან, "შესანიშნავი შესაძლებლობაა" შემცირდეს გამონაბოლქვი "ინოვაციური გარღვევების გარეშე." სატრანსპორტო გამონაბოლქვის რაოდენობა ძალიან გაიზრდა გასული სამი ათწლეულის განმავლობაში, ვინაიდან გლობალური ვაჭრობა ელვის სისწრაფით განვითარდა.

ამ ყველაფრის მანტრა იყო - "ახლა მჭირდება." მაგრამ შედეგი ის არის, რომ თვითმფრინავები, ავტომობილები და სატვირთო მანქანები ხშირად ისეთი სიჩქარით დადიან, რომელიც საწვავის თერმოეფექტიანობIს მაქსიმუმს აღემატება. მაღალი სიჩქარის შენელება გამონაბოლქვს ამცირებს, ვინაიდან ის ამცირებს წინაღობასა და ხახუნს. ეს პრინციპი მოქმედებს, როგორც ჰაერში, ასევე მიწაზეც.

თვითმფრინავებს გამონაბოლქვის შემცირება ადვილად შეუძლიათ, თუკი სიჩქარეს 10 პროცენტით შეამცირებენ, რაც ნიუ-იორკსა და ბოსტონს შორის, ან კოპენჰაგენსა და ბრიუსელს შორის ფრენას მხოლოდ ხუთი ან ექვსი წუთით გაახანგრძლივებს, განაცხადა პიტერ იენსენმა, ტრანსპორტირების ექსპერტმა ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოდან.

და უბრალოდ, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემების მიხედვით, მანქანის მართვა საათში 88 კილომეტრის სიჩქარით, 105 კილომეტრის ნაცვლად, ამერიკაში ავტომობილების მიერ ნახშირორჟანგის გამონაბოლქვს, დაახლოებით, 20 პროცენტით ამცირებს. მიუხედავად ამისა, ბევრი ქვეყანა კვლავაც ზრდის სიჩქარის ლიმიტს, იმის ფონზეც კი, რომ პოლიტიკის შემქნელები შეწუხებულნი არიან უცხოურ ნავთობზე დამოკიდებულებითა და გამონაბოლქვით, რომელიც ატმოსფეროში არასასურველ დათბობას იწვევს.

"არსებობს გადაუდებლობის განწყობა, რომელიც ჩვენ თვითონვე შევქმენით - კიდევ უფრო სწრაფად, უფრო სწრაფად, უფრო სწრაფად," - თქვა ტიმ კესტლმენმა, კალიფორნიის ქალაქ საკრამენტოში მდებარე ჯგუფის, Drive55 Conservation Project -ის დამფუძნებელმა, რომელიც სიჩქარის უფრო დაბალი ზღვრის დაწესების მოწოდებებით გამოდის. რა თქმა უნდა, საზღვაო გადაზიდვები, თუნდაც, ჩვეულებრივი სიჩქარით, გაცილებით მეტად ეფექტიანია, ვიდრე სახმელეთო მარშრუტების გამოყენება. შანხაიდან გერმანიის ჩრდილოეთში ერთი ტონა სათამაშოების ზღვით გადატანა უფრო ნაკლებ გამონაბოლქვს წარმოშობს, ვიდრე სატვირთო ავტომობილებით მათი შემდგომი გადაზიდვა სამხრეთით, ბერლინამდე.

"თავდაპირველად ამ მიდგომის მიმართ სკეპტიციზმის მაღალი დონე არსებობდა, - თქვა ფილლიპ დამასმა, ლონდონში Drewry Shipping Consultants -ის სარეისო გემების მიმართულების დირექტორმა, - ყველა გემი იმ მოლოდინის გათვალისწინებით არის აგებული, რომ სწრაფად ნაოსნობა მოუწევთ."

მაგრამ ახლა, განაცხადა მან, გადამზიდველები გერმანიიდან ისრაელამდე და ჩინეთამდე იწყებენ ნელი სვლის სტრატეგიის გათავისებას. დღეს 220 ხომალდზე მეტი მისდევს "ნელი სვლის" პრაქტიკას - ნაოსნობენ რა 20 კვანძის სიჩქარით ღია წყლებში, სტანდარტული 24 ან 25 კვანძის ნაცვლად - ან, Maersk-ის ხომალდების მსგავსად, "ზე-ნელი სვლის" პრაქტიკას (12 კვანძი).

და მრავალმა კომპანიამ აღმოაჩინა, რომ ეს პრაქტიკა მათ საშუალებას აძლევს, შეამცირონ ფასები ბაზარზე, სადაც კიდევ უფრო მეტი კონკურენციაა, იმ დროსაც კი, როდესაც ნავთობის ფასები ბარელზე 80 აშშ დოლარის გარშემო ტრიალებს. საწვავის ფასების ან გადასახადების ნებისმიერი ზრდა ნელი სვლის მომხიბვლელობას კიდევ უფრო გაზრდის. დეკემბერში კოპენჰაგენში გამართულ კლიმატის საერთაშორისო კონფერენციაზე, კონი ჰედეგაარდი, რომელიც ახლა ევროკავშირის მინისტრია კლიმატის საკითხებში, გამოვიდა წინადადებით, დაწესებულიყო გადასახადი საწვავზე, რომელიც საზღვაო გადაზიდვებისას გამოიყენება და განაცხადა, რომ ამოღებული თანხა, შეიძლებოდა, გამოყენებულიყო ღარიბი ქვეყნების დასახმარებლად, ტემპერატურის ზრდასთან მათი ადაპტირების საკითხში. ჩინეთი და ინდოეთი ამ წინადადების წინააღმდეგ წავიდნენ, განაცხადეს რა, რომ ასეთი გადასახადი დასავლეთში მათი ექსპორტის ფასის ზრდას გამოიწვევდა. არსებობს პრაქტიკული წინაღობები ასეთი გადასახადის დასაწესებლად. უპირველეს ყოვლისა, დიდი ხნის წინ გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებიც გლობალური ვაჭრობის ხელშეწყობისათვის იყო გამიზნული და საჰაერო და საზღვაო გადაზიდვებისას გამოყენებულ საწვავს გადასახადებისგან ათავისუფლებს.

და იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ქვეყნები დასაშვებად ჩათვლიდნენ გამონაბოლქვის ზედა ზღვრის დაწესებას, ეგრეთ წოდებული, cap-and-trade სისტემის (სასათბურე გაზების გამონაბოლქვზე კვოტებით ვაჭრობის სისტემა) ფარგლებში, არსებობს უზარმაზარი უთანხმოება იმის შესახებ, თუ როგორ იმუშავებდა ანგარიშგება ამ სიტუაციაში. უნდა აღირიცხოს თუ არა დანიის ანგარიშფაქტურაში Ebba Maersk-ის მიერ ნაწარმოები გამონაბოლქვი, იმის მიუხედავად, რომ ეს გემი ჩინეთიდან გერმანიაში მიდის და უკან ბრუნდება?

მიუხედავად იმისა, რომ სიჩქარის შენელება, თავისთავად, კარგი იდეაა, განაცხადა დევიდ ბონილლამ, ოქსფორდის უნივერსიტეტის გეოგრაფიისა და გარემოს შესწავლის სკოლის ტრანსპორტის კვლევების უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა. ის ამტკიცებს, რომ მას, თავისთავად, არ შეუძლია შეაკავოს გამონაბოლქვის ზრდა, რომელიც წარმოიშვა ვაჭრობის დღეს არსებული მოდელის შედეგად, რომელშიც პროდუქციის უდიდესი რაოდენობა აზიაში იქმნება, მაგრამ ევროპასა ან აშშ-ში მოიხმარება. მდგომარეობის შესაცვლელად, განაცხადა მან, ფასები შორეულ ნაოსნობაში გამოყენებული საწვავზე იმ დონემდე უნდა გაიზარდოს, როდესაც გადამზიდველები იძულებულნი იქნებიან, ინვესტირება ახალ, გაცილებით უფრო ეფექტიან გემებში ჩადონ ან უფრო მოკლე მარშრუტები აირჩიონ. "რისი გაკეთებაც შეიძლება მოგიწიოთ, ეს მიწოდების საერთაშორისო ქსელებში ინდუსტრიული ფაბრიკა-ქარხნების ადგილმდებარეობის შეცვლაა, რათა შემცირდეს მანძილი წარმოებასა და მოხმარებას შორის, - დაამტა მან, - მაგრამ ამის გაკეთება ძალზედ რთულია."

და მაინც, Maersk-ი საკუთარ თავს წინასწარმეტყველად თვლის: კომპანია დარწმუნებულია, რომ ნახშირბადზე ან საზღვაო გადაზიდვებზე გადასახადის გამკაცრებული წესები ჰორიზონტზე მოსჩანს.

"ის არსად გაქრება და ისინი, ვინც შესაბამის ზომებს ახლავე მიმართავს, მარეგულირებელ ნორმებს მომზადებული შეხვდება," - თქვა ბატონმა ნილსენმა. ზე-ნელი ნაოსნობისათვის აუცილებელი იქნება სხვადასხვა ასპექტის ახალი სტრატეგიისათვის მისადაგება. Maersk-ს იმის დამტკიცება დასჭირდა, რომ დაბალი სიჩქარე არ დააზიანებდა გემის ძრავებს, რათა გამართულ მდგომარეობაში ჰქონოდა ძრავები, რომლებიც ასეთი დაბალი სიჩქარით მოძრაობისათვის არ იყო გათვალისწინებული. მომხმარებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მიწოდებას დამატებითი დრო დასჭირდება, რაც, შეიძლება, პრობლემატური იყოს დროის მიმართ მგრძნობიარე პროდუქციისათვის, როგორიცაა მოდის ინდუსტრიის ნაწარმი ან ელექტრო მოწყობილობები, განაცხადა ბატონმა დამასმა Drewry Shipping -იდან Maersk -მა ასევე თავის თავზე აიღო შრომის დანახარჯები, რაც ეკიპაჟის წევრების ზღვაში უფრო ხანგრძლივი დროით ყოფნას მოჰყვება და დაგეგმილი გადაზიდვების უზრუნველსაყოფად გერმანია-ჩინეთის მარშრუტზე ორი გემი დაამატა. მაგრამ ეს დანახარჯები, კომპანიის განცხადებით, საწვავზე შემცირებული გადასახადებით განეიტრალდა.

ახლა Maersk-ი მომხარებლებთან იმ იმედით მუშაობს, რომ დამატებით კიდევ სხვა გემების სვლას შეანელებს და ფიქრობს მომხარებლებისათვის ცვლადი ნიხრების დაწესებაზე, რაც სიჩქარეზე იქნება დამოკიდებული. თუ ასე მოხდება, "მათ მოუწევთ გადაწყვიტონ, რისი მიღება სურთ სწრაფად, - განაცხადა ბატონმა ნილსენმა, - და რა შეიძლება გადაიზიდოს ნელი სვლის უკვე კარგად ნაცნობი გემით ჩინეთამდე."

ელიზაბეთ როსენთალი

 

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. უცხოეთი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. საზოგადოება >>

    aa
  4. წიგნები >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. რევიუ >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. პრესომბუდსმენი >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. მუსიკა >>

    aa
  14. უცხოეთი >>

    aa
  15. უცხოეთი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. ამბები >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. მარანი >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. კულინარია >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. მეცნიერება >>

    aa
  36. მეცნიერება >>

    aa
  37. მეცნიერება >>

    aa
  38. მეცნიერება >>

    aa
  39. მეცნიერება >>

    aa
  40. მუსიკა >>

    aa
  41. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  42. რევიუ >>

    aa
  43. ავტო >>

    aa
  44. ავტო >>

    aa
  45. რევიუ >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. მეცნიერება >>

    aa
  49. ტექნოლოგიები >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი