ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 1.7137 ლარის ნიშნულზე გამყარდა.
24 საათი 03.03.10
ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 1.7137 ლარის ნიშნულზე გამყარდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შესაბამისად, ხვალ ძალაში შევა ოფიციალური გაცვლითი კურსი - 1 აშშ დოლარი/1.7137 ლარი. დღევანდელი კურსით კი 1 აშშ დოლარი 1.7338 ლარი ღირდა. ცვლილებამ 0.0201 პუნქტი შეადგინა.
2.3159 ლარის ნიშნულზე გამყარდა ლარი ევროსთან მიმართებაშიც. 1 ევროს ყიდვა დღეს 2.3604 ლარად იყო შესაძლებელი.
რაც შეეხება რუსულ რუბლს, 1 რუბლი ხვალ დაახლოებით 6 თეთრი, ზუსტად კი 0.057165 ლარი ეღირება.
ინტერპრესნიუსი