RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
17 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ბიზნესი >>

ხელოვნების გარდაუვალი ფასეულობა

ეკონომიკაში ცნობილია მრავალი საინვესტიციო ღირებულების აქტივი. მათ შორისა ფასიანი ქაღალდები, უძრავი ქონება, ძვირფასი ლითონები და ქვები.

24 საათი 06.03.10

  •   aa
    გუსტავ კლიმტი. ადელ ბლოშ-ბაიერის პორტრეტი
  •   aa
    ალბერტო ჯიაკომეტი. მოსეირნე კაცი
  •   aa
    ფრენსის ბეკონი. სტრიპტიხი

ეკონომიკაში ცნობილია მრავალი საინვესტიციო ღირებულების აქტივი. მათ შორისა ფასიანი ქაღალდები, უძრავი ქონება, ძვირფასი ლითონები და ქვები.

მაგრამ არის აქტივებიც, რომელთა ფასსაც განაპირობებს მათი მხატვრული ღირებულება და ისტორიული მნიშვნელობა. ასეთი ტიპის აქტივებად შეიძლება ჩაითვალოს მარკები, მონეტები, ანტიკვარიატი, წიგნები, ისტორიული რარიტეტები, არქეოლოგებისა და, შესაძლოა პალეონტოლოგების, აღმოჩენილი ნიმუშები და სხვა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს საინვესტიციო აქტივები არაფრით ჩამოუვარდება ისეთ ფართოდ გავრცელებულ აქტივებს, როგორიცაა ფასიანი ქაღალდები და უძრავი ქონება. ხშირად ხდება, რომ ფასი ასეთ ეგზოტიკურ აქტივებზე იზრდება უფრო სწრაფად, ვიდრე ტრადიციულებზე. არაფრით ნაკლები არ არის მათი საიმედობაც. ერთადერთი ნაკლი, რომელიც აქვს ასეთ ეგზოტიკურ აქტივებს, ეს არის ის, რომ ისინი ხელმიუწვდომელია ჩვეულებრივი, რიგითი ინვესტორისათვის. პირველ რიგში ეს არის განპირობებული ამ აქტივების მაღალი ფასით. მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ ამ აქტივებში ინვესტიციებისათვის საჭიროა ღრმა ცოდნა შესაბამის სფეროში.

საინვესტიციო აქტივებში განსაკუთრებული ადგილი უკავია სახვითი ხელოვნების ნიმუშებს. ისინი ყოველთვის იყო მდიდარი ინვესტორების ყურადღების ცენტრში. ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერობა ითვლება დახვეწილი გემოვნების გამოხატულებად და მათი მფლობელისათვის ასეთი კოლექცია არის თავისებური საშვი უმაღლეს საზოგადოებაში. სწორედ ამიტომ ბევრი "ახალი მდიდარი" აუცილებლად ინტერესდება ამ სფეროთი.

განსაკუთრებით პოპულარული ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერობა იყო გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში. ამ წლებში მათი ფასი ყოველწლიურად იზრდებოდა წარმოდგენელი ტემპებით. დღეს, განსაკუთრებით კრიზისის პირობებში, ადგილი აღარა აქვს ფასების ასეთ ზრდას, მაგრამ სახვითი ხელოვნების ნიმუშები კვლავაც ღირებულია. გარდა ამისა დღევანდელი ფასები თავისი მასშტაბებით ბევრად აღემატება მაშინდელს. ამის დადასტურება იყო ცოტა ხნის წინათ ლონდონში შემდგარი "სოტბის" (Sotheby's) აუქციონი, რომელზეც დაფიქსირდა სარეკორდო ფასი ალბერტო ჯიაკომეტის (Alberto Giacometti) ბრინჯაოს სკულპტურაზე, რომელიც წარმოადგენს მოსეირნე კაცს. კერძოდ ის გაიყიდა 104.3 მილიონ დოლარად. ანონიმურ მყიდველმა გადაიხადა თავდაპირველ ფასზე სამჯერ მეტი.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ყველაზე მეტი, რაც ოდესმე გადახდილა სახვითი ხელოვნების ნიმუშში. წინა რეკორდი ეკუთვნოდა პაბლო პიკასოს "პარიზელ ბიჭის" პორტრეტს, რომელიც ეწევა ჩიბუხს. ის სულ ცოტათი ჩამოუვარდება ახალ რეკორდს. 1994 წელს, აუქციონზე ნიუ-იორკში, ანონიმურმა მყიდველმა გადაიხადა ამ სურათში 104.1 მილიონი დოლარი.

პიკასო, როგორც ცნობილია არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული მხატვარი. მასვე ეკუთვნის კიდევ ერთი ძვირად ღირებული ფერწერული ტილო. ის ესპანელმა მხატვარმა დახატა 1941 წელს და მასზე გამოხატულია მისი სიყვარული. ეს ნახატი 2006 წელს აუქციონზე ნიუ-იორკში გაიყიდა 95.2 მილიონ დოლარად.

2006 წელსვე გაიყიდა კიდევ ერთი ძვირად ღირებული შედევრი ავსტრიელი ფერმწერის გუსტავ კლიმტის (Gustav Klimt) მიერ შესრულებული ადელ ბლოშ-ბაიერის პორტრეტი. ის იყო იმ დროის ერთ-ერთი უმდიდრესი პიროვნების მეუღლე, რომლის მფარველობითაც სარგებლობდა ხელოვანი. აუქციონზე ნიუ-იორკში 1912 წელს შექმნილი პორტრეტი გაიყიდა 87.9 მილიონ დოლარად.

ძვირად ღირებული ხელოვნების ნიმუშების ამ რეიტინგში მეხუთე ადგილი უკავია ფრენსის ბეკონის (Francis Bacon) სტრიპტიხს, რომელიც "სოტბის" აუქციონზე 2008 წელს გაიყიდა 86.3 მილიონ დოლარად.

მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების ეს ნიმუშები უაღრესად ფასეულია, ხოლო მისი ავტორები წარმოადგენენ უდიდეს ფიგურებს ხელოვნების ისტორიაში, ეს რეიტინგი ატარებს ძალიან პირობით ხასიათს. ამ სფეროში უაღრესად იშვიათად ხდება, რომ ბაზარზე გამოჩნდეს უდიდესი ხელოვნის ძალიან ფასეული ნაწარმოები. მათ უკვე დაიკავეს თავიანთი ადგილი მსოფლიოს უდიდეს და უმდიდრეს მუზეუმებში და კერძო კოლექციებში. ძალიან საეჭვოა, რომ მათმა მფლობელებმა ისინი გამოიტანონ ბაზარზე. მართლაც ძნელი წარმოსადგენია რა უნდა მოხდეს, რომ ისეთი ოსტატების, როგორიცაა რემბრანდტი, და ვინჩი, ვან გოგი, ფერწერული ტილოები მათმა მფლობელებმა გამოიტანონ ბაზარზე. ალბათ, მსოფლიო დონის კატასტროფა.

არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს ამ რეიტინგის პირობითობას. ეს არის ის, რომ მასში არ არის გათვალისწინებული ინფლაციის ფაქტორი. ბევრი შედევრი, რომელიც გაიყიდა ოცი-ოცდაათი წლის წინათ, დიდი ალბათობით მოხვდებოდნენ ამ სიაში, დღეს რომ მათ მფლობელებს ისინი გამოეტანა ბაზარზე. მაშინდელი ფასები განსხვავდებიან დღევანდელისაგან რამდენჯერმე. ძნელი სათქმელია რა წილი ეკუთვნის ამ გაძვირებაში ინფლაციას და რა წილი ხელოვნების შედევრების ღირებულების ნამდვილ ზრდას. ეღთI რამ ცხადია, სახვითი ხელოვნების ნიმუშების ღირებულება განუზომელია არა მხოლოდ კულტურისთვის. მათ სათანადოდ აფასებენ ინვესტორებიც და ფინანსური ბაზრებიც.

ყველაზე პოპულარული
  1. უცხოეთი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. საზოგადოება >>

    aa
  4. წიგნები >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. რევიუ >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. პრესომბუდსმენი >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. მუსიკა >>

    aa
  14. უცხოეთი >>

    aa
  15. უცხოეთი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. ამბები >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. მარანი >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. კულინარია >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. მეცნიერება >>

    aa
  36. მეცნიერება >>

    aa
  37. მეცნიერება >>

    aa
  38. მეცნიერება >>

    aa
  39. მეცნიერება >>

    aa
  40. მუსიკა >>

    aa
  41. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  42. რევიუ >>

    aa
  43. ავტო >>

    aa
  44. ავტო >>

    aa
  45. რევიუ >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. მეცნიერება >>

    aa
  49. ტექნოლოგიები >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი