RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
17 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ბიზნესი >>

ენერგოეფექტური ღონისძიებები საქართველოში

თანამედროვე ეკონომიკური პროცესების წარმართვა ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გარეშე უკვე წარმოუდგენელია.

24 საათი 11.03.10

თანამედროვე ეკონომიკური პროცესების წარმართვა ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გარეშე უკვე წარმოუდგენელია.

აღნიშნული ტექნოლოგიები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად გამოიყენება, რაც ხელს უწყობს არა მხოლოდ ენერგიის დაზოგვას და ფინანსური სარგებლის მოტანას, არამედ გარემოს დაცვასაც.

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით პროექტმა "თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა" საქართველოში ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვა დაიწყო. ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა საკმაოდ მოგებიანია ბიზნესისა და საყოფაცხოვრებო სექტორისთვის. პროექტი "თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა" თანადგომას უწევს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, საავადმყოფოებს და საყოფაცხოვრებო სექტორს მოგებიანი ენერგოეფექტური ღონისძიებების იდენტიფიცირებაში, რომელიც შემდგომში შესაძლოა დაფინანსდეს EBRD-ის პროექტის "ენერგოკრედიტის" ან რომელიმე სხვა ფინანსური ინსტრუმენტის საშუალებით.

პროექტის "თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა" ბიუჯეტი 2.5 მილიონი დოლარია და ითვალისწინებს ენერგოაუდიტების ჩატარებას სხვადასხვა ორგანიზაციებში, ენერგოაუდიტის სახელმძღვანელოს შემუშავებას, რეგიონებში მოძრავი USAID-ისა და BP-ის "ენერგოავტობუსის" დახმარებას, ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიის აღჭურვასა და, ზოგადად, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების პოპულარიზაციას საქართველოში.

ინგა ფხალაძე, პროექტის ხელმძღვანელი: "ჩვენი პროექტი ორწლიანია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვასა და პოპულარიზაციას ითვალისწინებს. ეს საკითხი ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოს რეალობისთვის, რადგანაც შესაძლებელია სერიოზული სარგებელი მოუტანოს როგორც მრეწველობას, ისე მოსახლეობას. დაინტერესებული საავადმყოფოებისათვის ჩვენი პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული ტექნიკური დახმარება მოიცავს ენერგოაუდიტის ჩატარებას და რეკომენდაციებს იმის თაობაზე, თუ რა სახის ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვა და ტექნიკური აღჭურვილობის მოდერნიზაცია იქნება უფრო მიზანშეწონილი და ხელსაყრელი კონკრეტულ შემთხვევაში, ახორციელებს მოკლევადიანი და გრძელვადიანი ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელების ფინანსურ და ეკონომიკურ ანალიზს. ენერგოდამზოგავი ღონისძიებების განხორციელების შედეგად გამონთავისუფლებული თანხებით საავადმყოფოები შეძლებენ გააუმჯობესონ თავიანთი ინფრასტრუქტურა, მომსახურება, აღჭურვილობა და ა.შ.

ენერგოაუდიტის პარალელურად, ჩვენი პროექტის ფარგლებში ჩატარდება ტრენინგები როგორც საავადმყოფოების მენეჯმენტისთვის, ისე პერსონალისთვისაც, სადაც დაწვრილებით ინფორმაციას მივაწვდით იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება დაზოგონ ენერგია მუშაობის პროცესში და ეფექტურად მართონ ენერგიის მოხმარება. ენერგოაუდიტის დასრულების შემდეგ საავადმყოფოებს დავეხმარებით იმ ბიზნესგეგმების შემუშავებაში, რომლებიც დასჭირდებათ ენერგოეფექტური ღონისძიებების განსახორციელებელი ფინანსების მოსაზიდად, აგრეთვე, გავუწევთ შუამდგომლობას ბანკებთან.

ჩვენი პროექტის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს ინფორმაციის გავრცელება ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შესახებ. შევეცდებით, საზოგადოებას და საწარმოების მფლობელებს ავუხსნათ და თვალნათლივ დავანახოთ ის სარგებელი, რომელიც ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად მიიღება.

გარდა ტექნიკური დახმარებისა, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული გვაქვს ენერგოეფექტური ინტერვენციების ნაწილობრივი დაფინანსებაც. პროექტის პარტნიორ საავადმყოფოებსა და საცხოვრებელი სახლების საერთო მოხმარების ფართში განვახორციელებთ ენერგოეფექტური ინტერვენციების სადემონსტრაციო პროექტებს. აღნიშნული საქმიანობის შედეგად საავადმყოფოების მენეჯმენტი და მოსახლეობა თვალნათლივ დაინახავს ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განხორციელებით მიღებულ სარგებელს და შემდგომში ასეთი სახის ტექნოლოგიებს თვითონ დანერგავენ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ენერგოეფექტური ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი უკვე არსებობს, არიან ინვესტორები, რომლებიც დიდ თანხებს აბანდებენ სხვადასხვა ობიექტების რეაბილიტაციაში და ცდილობენ, ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარების შემდეგ დაზოგილი თანხები სხვა, აუცილებელი საჭიროებისთვის გამოიყენონ.

ჩვენი პროექტი საკმაოდ ინტენსიურად თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, რათა ენერგოაუდიტი და ენერგომენეჯმენტი დამატებით საგნებად იყოს შეტანილი სამშენებლო და ენერგეტიკის ფაკულტეტების სასწავლო პროგრამებში. თეორიული მასალის შემუშავების და დახვეწის პარალელურად ვატარებთ ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსების ენერგოაუდიტს და წარვადგენთ ეკონომიკური სარგებლიანობის ანგარიშს, რომელიც წარმოაჩენს რეკომენდებული ენერგოეფექტური მეთოდების განხორციელების შედეგად მიღებულ შესაძლო დანაზოგის ოდენობას. პროგრამის ფარგლებში სულ გათვალისწინებულია ექვსი კორპუსის ენერგოაუდიტი, მათ შორის ორი კორპუსის აუდიტი ჩატარდება პროექტის პირველ, ხოლო ოთხი - კორპუსის მეორე წელს.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსების ენერგოაუდიტის პროცესში მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები, რაც მათ თეორიულ ცოდნას პრაქტიკული საქმიანობითაც გააღრმავებს.

პროექტის "თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა" ფარგლებში დავეხმარებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აღჭურვოს ენერგოეფექტური ლაბორატორია, პირველ ეტაპზე დახმარებას გავუწევთ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში არსებული მოწყობილობების მიღებაში, რაც სამშენებლო მასალების ენერგოეფექტურობის ხარისხს განსაზღვრავს.

პროექტის ფარგლებში აგრეთვე მოხდება ენერგოაუდიტორის, როგორც პროფესიის, ჩამოყალიბება. დღეს საქართველოში საკმაოდ მცირე რაოდენობის ენერგოაუდიტორები არსებობენ, რომელთა სერტიფიცირება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელდა. იმისათვის, რომ ასეთი სახის განათლების მიღება უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ და ამ პროფესიის ადამიანთა რაოდენობა გავზარდოთ, ჩვენ შევადგენთ სერტიფიცირებისა და ტრენინგების პროგრამას, რომლის დამთავრების შემდეგ სპეციალისტების სერტიფიცირებას მოვახდენთ. მალე შესაძლებელი გახდება, რომ ნებისმიერ კომპანიას ან საწარმოს ჰყავდეს თავისი ენერგომენეჯერი, რომელიც ენერგიის მოხმარების ოპტიმიზაციის სქემებს შეიმუშავებს და მფლობელებს საკმაოდ დიდ თანხებს დაუზოგავს.

ენერგიის მოხმარების ოპტიმიზაცია არანაკლებ მნიშვნელოვანია საყოფაცხოვრებო სექტორისთვისაც. ამ მიმართულებით ვთანამშრომლობთ თბილისის მერიასთან არსებულ "თბილისის კორპუსთან" და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურთან. მათთან ერთად შევარჩიეთ 12 სხვადასხვა ტიპის შენობა მთელი ქალაქის მასშტაბით, სადაც ვატარებთ აღნიშნული საცხოვრებელი სახლების საერთო მოხმარების ფართის (სადარბაზოები, სხვენი, სარდაფი, ლიფტი, ის ფართი, რომელსაც კორპუსში მცხოვრები ყველა ადამიანი მოიხმარს) ენერგოაუდიტს. აღნიშნულ სეგმენტში განხორციელებული სადემონსტრაციო პროექტების შედეგად ვეცდებით დავანახოთ მოსახლეობას, თუ როგორი სარგებლის ნახვა შეუძლიათ მარტივი ენერგოეფექტური საქმიანობის განხორციელების შედეგად.

ვცდილობთ, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაცია საქართველოს რეგიონების მცხოვრებლებსაც მივაწოდოთ. ამ მიზნით თანადგომას ვუწევთ ენერგოავტობუსის ფუნქციონირებას, რომელიც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და "ბრითიშ პეტროლიუმის" (BP) ერთობლივი პროექტია. ენერგოავტობუსი წარმოადგენს მობილურ საგამოფენო დარბაზს, სადაც, მეტი თვალსაჩინოების მიზნით, გამოფენილია ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განახლებადი ენერგიის მოდელები.

პროგრამა "ენერგოკრედიტის" სახით ძალიან კარგი ინიციატივა აქვს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD), რომელმაც საქართველოს სამრეწველო სექტორისა და მოსახლეობისათვის 35 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო ხაზი გამოყო განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის პროექტებში ინვესტირების გაზრდის მიზნით. "ენერგოკრედიტის" ხაზით გაცემულ სამომხმარებლო ენერგოეფექტურ კრედიტებზე გათვალისწინებულია აგრეთვე 15%-იანი სუბსიდირება "ბრითიშ პეტროლიუმის" (BP) მხრიდან. აღნიშნული სახის სუბსიდირებული კრედიტების მიღება მოსახლეობას ქართული ბანკების საშუალებით შეუძლია.

პროექტის ფარგლებში ვთანამშრომლობთ მთავრობასთანაც, ვაწვდით ინფორმაციას იმ სარგებლის შესახებ, თუ რა ენერგეფექტურობის პოტენციალი არსებობს ქვეყანაში და როგორ შეიძლება ამ პოტენციალის ათვისება.

საბოლოოდ, ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ტექნოლოგიების დანერგვა მასობრივად მოხდება და ამ თემატიკის პოპულარიზაციის პროცესში მაქსიმალურად ჩავრთავთ როგორც მთავრობის წარმომადგენლებს, ისე მოსახლეობას და სამრეწველო სექტორს. პროექტის დასრულების შემდეგ, ვფიქრობთ, სერიოზული შედეგები გვექნება, რადგანაც ენერგოეფექტურობა ეკონომიკის ის განუყოფელი ნაწილია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ყოველი სახელმწიფოსთვის, ისე მრეწველობისა და თითოეული ადამიანისათვის."

ყველაზე პოპულარული
  1. უცხოეთი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. საზოგადოება >>

    aa
  4. წიგნები >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. რევიუ >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. პრესომბუდსმენი >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. მუსიკა >>

    aa
  14. უცხოეთი >>

    aa
  15. უცხოეთი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. ამბები >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. მარანი >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. კულინარია >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. მეცნიერება >>

    aa
  36. მეცნიერება >>

    aa
  37. მეცნიერება >>

    aa
  38. მეცნიერება >>

    aa
  39. მეცნიერება >>

    aa
  40. მუსიკა >>

    aa
  41. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  42. რევიუ >>

    aa
  43. ავტო >>

    aa
  44. ავტო >>

    aa
  45. რევიუ >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. მეცნიერება >>

    aa
  49. ტექნოლოგიები >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი