RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
17 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ბიზნესი >>

"ჰაიდელბერგბეტონის" მეორე ქარხანა გლდანში

"ჰაიდელბერგბეტონ ჯორჯიამ", ფონიჭალის შემდეგ, გლდანში მეორე ქარხანა გახსნა.

24 საათი 01.05.10

"ჰაიდელბერგბეტონ ჯორჯიამ", ფონიჭალის შემდეგ, გლდანში მეორე ქარხანა გახსნა.

"ჰაიდელბერგბეტონის" ქარხნები საქართველოში გამორჩეულია როგორც ტექნოლოგიურად, ასევე მომსახურების სრული პაკეტით. კომპანიის 10 ბეტონმზიდი ბეტონის შეუფერხებელ მიწოდებას როგორც თბილისში, ასევე მის შემოგარენში უზრუნველყოფს. კლიენტებს ემსახურება 2 მობილური ბეტონოტუმბო (Mercedes Waitzinger 37მ) და როგორც სტაციონარული, ასევე მობილური ლაბორატორია. პირველად საქართველოში გამოყენებულია ბეტონის გადამუშავების და გათბობის სისტემები. ეს უკანასკნელი საშუალებას იძლევა, "თბილი ბეტონის" წარმოება და მიწოდება მკაცრი ზამთრის პირობებშიც კი მოხდეს. "ჰაიდელბერგბეტონის" ორივე ქარხნის საერთო წარმადობა 160მ3/სთ-ს შეადგენს. ქარხანაში 40 ადამიანია დასაქმებული," - განუცხადა "24 საათს" "ჰაიდელბერგბეტონის" ქარხნის მენეჯერმა დავით ჯუღაშვილმა.

გლდანში ბეტონის ქარხნის გახსნის ცერემონიალს გერმანიის საელჩოს, "ჰაიდელბერგცემენტის" და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"ჰაიდელბერგცემენტმა" ბეტონის ბიზნესში საქართველოში 4 მლნ ევროს ინვესტიცია განახორციელა. ინვესტიცია განსაზღვრული იყო 2 ქარხნის ასაშენებლად. "ჰაიდელბერგბეტონის" პირველი ქარხანა, რომელიც ფონიჭალაში მდებარეობს, ექსპლუატაციაში 2009 წლის აპრილში შევიდა. გლდანის ქარხნის შეუფერხებლად აშენებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მთავრობის ინიციატივამ დღგ-ს გამარტივებული წესით დაბრუნების შესახებ. ინიციატივა კერძო სექტორის სტიმულირებას და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.

"ჰაიდელბერგცემენტი" საქართველოში საქმიანობას 2006 წლიდან ეწევა. შპს "ქართული ცემენტის" აქციების 51%-ის შეძენა კომპანიის მიერ განხორციელებული პირველი ინვესტიცია იყო კავკასიის რეგიონში. 2006 წლის ბოლოს "ჰაიდელბერგცემენტმა" კავკასიაში ცემენტის ყველაზე დიდი მწარმოებლის - "საქცემენტის" აქციების 75% შეიძინა. მოგვიანებით, კომპანიამ საკუთარი წილი ქართულ ცემენტში 67%-მდე გაზარდა. 2008 წლიდან "ჰაიდელბერგცემენტი" ასევე ბეტონის ბიზნესმიმართულებით გაფართოვდა. ამჟამად კომპანია საქართველოში ცემენტის 3 და ბეტონის 2 ქარხანას მართავს. "ჰაიდელბერგცემენტის" მთლიანი ინვესტიცია ქვეყანაში 350 მილიონ ლარს აღემატება.

ყველაზე პოპულარული
  1. უცხოეთი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. საზოგადოება >>

    aa
  4. წიგნები >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. რევიუ >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. პრესომბუდსმენი >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. მუსიკა >>

    aa
  14. უცხოეთი >>

    aa
  15. უცხოეთი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. ამბები >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. მარანი >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. კულინარია >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. მეცნიერება >>

    aa
  36. მეცნიერება >>

    aa
  37. მეცნიერება >>

    aa
  38. მეცნიერება >>

    aa
  39. მეცნიერება >>

    aa
  40. მუსიკა >>

    aa
  41. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  42. რევიუ >>

    aa
  43. ავტო >>

    aa
  44. ავტო >>

    aa
  45. რევიუ >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. მეცნიერება >>

    aa
  49. ტექნოლოგიები >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი