RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
17 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ბიზნესი >>

იზრდება საინვესტიციო პოტენციალი და საერთაშორისო დახმარებები

მთავრობის გუშინდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან ასოცირებულ წევრობაზე მოლაპარაკება ქვეყანას საშუალებას მისცემს, დამატებითი ინვესტიციები მოიზიდოს და ევროპასთან ჰარმონიზებული ურთიერთობა ჰქონდეს:

24 საათი 16.07.10

მთავრობის გუშინდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან ასოცირებულ წევრობაზე მოლაპარაკება ქვეყანას საშუალებას მისცემს, დამატებითი ინვესტიციები მოიზიდოს და ევროპასთან ჰარმონიზებული ურთიერთობა ჰქონდეს:

“ჰარმონიზებული რეგულაციები ჩამოყალიბდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის. საუბარია საბანკო სექტორზე, ტურიზმზე, სოფლის მეურნეობაზე და სხვა მიმართულებებზე.” მისივე განცხადებით, თუ ქვეყანა მოახერხებს და საქართველოში დამატებით ევროპულ კაპიტალს შემოიტანს, მაშინ დასაქმების პრობლემა მინიმუმამდე შემცირდება, რადგან შემოსული ინვესტიციების ხარჯზე ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება.

როგორც მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი, საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს დახმარებას მილიარდ დოლარამდე უზრდიან. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქართველოს 4.5 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწიეს, საიდანაც 3.5 მილიარდი დოლარი უკვე დაკონტრაქტებულია.

“ამავდროულად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და უკვე წლის ბოლომდე 1 მილიარდი დოლარის დაკონტრაქტება მოხდება და ეს თანხა, ძირითადად, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება. შესაბამისად, 2012 წლის ბოლომდე ქვეყანა 4.5 მილიარდი დოლარის პროექტებს განახორციელებს.”

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება და, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის ხარჯზე, საქართველოს ფინანსური დახმარება 5 მილიარდამდე გაიზრდება.

გუშინ მთავრობის სხდომაზე გილაურმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს განცხადება შეაფასა: “საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მოიწონა და ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოში საერთაშორისო დახმარებები იზრდება.” სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის 74.8 მილიონი დოლარის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. ეს მეექვსე ტრანშია სარეზერვო ხაზიდან, რომელიც სავალუტო ფონდმა საქართველოს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ გაუხსნა და რომლის ბიუჯეტიც 750 მილიონი დოლარია. თუმცა 2009 წლის აგვისტოში ფონდმა ტრანშის მოცულობა 750-დან 1.2 მილიარდამდე გაზარდა.

სავალუტო ფონდის წარმომადგენლების ინფორმაციით, კრედიტის გამოყოფამდე სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი გააანალიზა და ყურადღება მიაქცია საქართველოს ეროვნული ბანკის მუშაობას, რომელიც ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

ყველაზე პოპულარული
  1. უცხოეთი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. საზოგადოება >>

    aa
  4. წიგნები >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. რევიუ >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. პრესომბუდსმენი >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. მუსიკა >>

    aa
  14. უცხოეთი >>

    aa
  15. უცხოეთი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. ამბები >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. მარანი >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. კულინარია >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. მეცნიერება >>

    aa
  36. მეცნიერება >>

    aa
  37. მეცნიერება >>

    aa
  38. მეცნიერება >>

    aa
  39. მეცნიერება >>

    aa
  40. მუსიკა >>

    aa
  41. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  42. რევიუ >>

    aa
  43. ავტო >>

    aa
  44. ავტო >>

    aa
  45. რევიუ >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. მეცნიერება >>

    aa
  49. ტექნოლოგიები >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი