RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
17 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ბიზნესი >>

„თეგეტა მოტორსი“ და „ბრიჯსტოუნი“ თანამშრომლობას აფართოებენ

კომპანია „თეგეტა მოტორსსა“ და იაპონურ „ბრიჯსტოუნს“ შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც „თეგეტა მოტორსისადმი“ ექსკლუზიური დისტრიბუტორობის მინიჭებას და, თავის მხრივ, „თეგეტას“ მიერ დილერობის გაცემის საშუალებას გულისხმობს.

24 საათი 25.08.10

კომპანია „თეგეტა მოტორსსა“ და იაპონურ „ბრიჯსტოუნს“ შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც „თეგეტა მოტორსისადმი“ ექსკლუზიური დისტრიბუტორობის მინიჭებას და, თავის მხრივ, „თეგეტას“ მიერ დილერობის გაცემის საშუალებას გულისხმობს.

„ყველას მოეხსენება, რომ „ბრიჯსტოუნი“ მსოფლიო ლიდერია საბურავების წარმოებაში. კორპორაციის სავიზიტო ბარათია პროდუქციის უმაღლესი ხარისხი და საიმედოობა. ჩვენი თანამშრომლობის საფუძველს სწორედ ეს მაჩვენებლები წარმოადგენს. „ბრიჯსტოუნის“ საბურავებს საქართველოში ბევრი ერთგული მომხმარებელი ჰყავს. „ბრიჯსტოუნის“ და „მიცუბიშის“ კორპორაციასთან ჩვენ 12-წლიანი პარტნიორობა გვაკავშირებს. დღემდე ჩვენი კომპანია „ბრიჯსტოუნის“ ოფიციალური დილერია საქართველოში. ახლა ჩვენ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავედით, უფრო მაღალი სტატუსი გვენიჭება,“ - განაცხადა კომპანია „თეგეტა მოტორსის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი მშვილდაძემ.

„თეგეტა მოტორსი“ 1998 წლიდან „ბრიჯსტოუნის“ ექსკლუზიური დილერია საქართველოში. ამ პერიოდის განმავლობაში აღნიშნულმა ბრენდმა ქართულ ბაზარზე ლიდერის პოზიცია დაიკავა, რაც განპირობებულია მისი მაღალი ხარისხით, ტექნიკური მაჩვენებლებით და უსაფრთხოებით. გაყიდვების მაჩვენებლების მიხედვით, კომპანიის ყოველწლიური ზრდა საშუალოდ 5-10%-ს წარმოადგენს. ახალი საბურავების ბაზარზე „ბრიჯსტოუნის“ წილი 17%-ია.

კომპანია „ბრიჯსტოუნის“ შუა აზიის, აფრიკისა და რუსეთის დეპარტამენტის გენერალური მენეჯერი კაზუიუკი ეგუჩი: „ბრიჯსტოუნმა“ „თეგეტა მოტორსთან“ თანამშრომლობა 12 წლის წინ დაიწყო. შარშან ჩვენი გაყიდვების მაჩვენებელმა 4 მილიონს მიაღწია და წელს გვინდა ეს ციფრი გავაორმაგოთ. ჩვენთვის საქართველო სტრატეგიული ბაზარია. შეთანხმების შემდეგ კიდევ უფრო გავაძლიერებთ თანამშრომლობას და გავზრდით გაყიდვებს საქართველოში.“

ჰოლდინგური კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წელს დაარსდა. მისი ძირითადი მიმართულება საავტომობილო სფეროა. კომპანია ყოველწლიურად იზრდება და მომხმარებელს მნიშვნელოვან სიახლეებს სთავაზობს.

კომპანია „თეგეტა მოტორსის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე: „ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ თბილისში რამდენიმე ახალი სერვისცენტრი გავხსენით. სერვისცენტრები აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიური დანადგარებით და აპარატურით, მთლიანად დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით. ამჟამად მშენებლობის პროცესშია დიდი თანამედროვე სერვისცენტრი ფოთში. თბილისში მსუბუქი მანქანების სერვისცენტრს ვაშენებთ, რომელიც ერთდროულად 50 ავტომობილს მოემსახურება. ორივე პროექტის საერთო ღირებულება 4.5 მილიონი დოლარია. ამ ინვესტიციას EBRD-ის დახმარებით ვახორციელებთ.“

ყველაზე პოპულარული
  1. უცხოეთი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. საზოგადოება >>

    aa
  4. წიგნები >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. რევიუ >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. პრესომბუდსმენი >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. მუსიკა >>

    aa
  14. უცხოეთი >>

    aa
  15. უცხოეთი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. ამბები >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. მარანი >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. კულინარია >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. მეცნიერება >>

    aa
  36. მეცნიერება >>

    aa
  37. მეცნიერება >>

    aa
  38. მეცნიერება >>

    aa
  39. მეცნიერება >>

    aa
  40. მუსიკა >>

    aa
  41. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  42. რევიუ >>

    aa
  43. ავტო >>

    aa
  44. ავტო >>

    aa
  45. რევიუ >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. მეცნიერება >>

    aa
  49. ტექნოლოგიები >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი