RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
20 მაისი, ორშაბათი 2013
თბილისი ... ...
ბიზნესი >>

მცირე და საშუალო საწარმოების ბიზნესგარემო

რატომ არის აუცილებელი ქვეყანაში მცირე და საშუალო საწარმოების ბიზნესგარემოს გაუმჯობესება?

24 საათი 27.02.11

რატომ არის აუცილებელი ქვეყანაში მცირე და საშუალო საწარმოების ბიზნესგარემოს გაუმჯობესება?

ცნობილია, რომ მცირე საწარმოებში მოღვაწე მეწარმეების შემოქმედებითი უნარი და მოქნილობა მათ საშუალებას აძლევს, სწრაფად და წარმატებით მოახდინონ რეაგირება დროისა და ტენდენციების ცვლილებებზე. როგორც ირკვევა, მთელს მსოფლიოში მცირე საწარმოებში უფრო მეტია დასაქმებული, ვიდრე ყველა სხვა საწარმოში ერთად აღებული. გარდა ამისა, მცირე საწარმოები, ერთ მუშაკზე გაანგარიშებით, მეტ სიახლეებს და ცვლილებებს ნერგავენ, ვიდრე მსხვილი ფირმები.

საერთაშორისო თუ ადგილობრივმა ფონდებმა საქართველოში მცირე მეწარმეების დასახმარებლად ათეულობით მილიონი ლარი დახარჯეს, თუმცა ბიზნესის ეს სექტორი, განვითარების ნაცვლად, ყოველწლიურად მცირდება. მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ქართული ბიზნესის მთლიან მოცულობაში, გასული წლების მსგავსად, კვლავ არ აღემატება 15%-ს. შემცირებულია საშუალო ზომის საწარმოების რიცხვი, ამ საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობა და საშუალო ხელფასი. საქართველოს ეკონომიკაში როგორც ბრუნვის, ასევე დასაქმებულთა რაოდენობის მაჩვენებლების 60%-ზე მეტი მსხვილ საწარმოებზე მოდის, მიუხედავად იმისა, რომ მსხვილი საწარმოების წილი რეგისტრირებულ სუბიექტებში მხოლოდ 7%-ია.

კერძო სექტორის განვითარება და მესაკუთრეთა ფენის ჩამოყალიბება ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტი უნდა გამხდარიყო. დღეს უკვე ხელისუფლების წარმომადგენლები საარჩევნოდ ამბობდნენ, რომ მცირე და საშუალო საწარმოები გადასახადებისგან გათავისუფლდებოდა, რაც გახდებოდა სტიმული იმისა, რომ მოქალაქეებს ბიზნესინიციატივა გაუჩნდებოდათ. საქართველოში დამწყები ბიზნესისთვის წამახალისებელი საგადასახადო შეღავათები მიმდინარე წლის დასაწყისში ამოქმედდა.

მთავრობამ, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მოტივით, საგადასახადო კოდექსში მიკრო და მცირე ბიზნესების ცნებები განსაზღვრა. მიკრობიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ ფიზიკურ პირს, რომლის წლიური ბრუნვა 30 ათას ლარამდეა. ასეთი მეწარმე საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება. მცირე ბიზნესის კატეგორიას მიეკუთვნებიან ის ბიზნესმენები, რომელთა ბრუნვა 30 ათასიდან 100 ათასამდეა. აღნიშნული ცვლილების განხორციელებამდე მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მცირე, საშუალო და მსხვილ საწარმოებს ჰქონდათ შემდეგი განმარტება: მცირე საწარმო - დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა არ აღემატება 20 კაცს და წლიური ბრუნვა არ აღემატება 500 ათას ლარს; საშუალო საწარმო - დასაქმებულთა რაოდენობა არ აღემატება 100 ათას კაცს და წლიური ბრუნვა არ აღემატება მილიონ 500 ათას ლარს. მსხვილი საწარმო - დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა აღემატება 100 კაცს და წლიური ბრუნვა აღემატება მილიონ 500 ათას ლარს. თუმცა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, მიკრობიზნესის სტატუსის შემოღებაში რევოლუციური არაფერია, რადგან ამ კატეგორიის ბიზნესმენები გადასახადებს ისედაც არ იხდიდნენ.

გარდა ამისა, თუკი კოდექსის თავდაპირველ ვარიანტში დღგ-ს ზღვარი 100 000-დან 200 000 ლარამდე იზრდებოდა, საბოლოო ვარიანტში ეს ცვლილება აღარაა და ზღვარი კვლავ 100 000 ლარს შეადგენს. არადა, ხელისუფლება ახალი კოდექსის პრეზენტაციის შემდეგ ამაყობდა იმით, რომ ზღვარს ზრდიდა. ამით მცირე ბიზნესის ხელშეწყობა უნდა მომხდარიყო, რადგან კომპანიები, რომელთა ბრუნვა წელიწადში 200 000 ლარზე ნაკლები იქნებოდა, დღგ-ს გადასახადისგან გათავისუფლებულნი იქნებოდნენ. ახლა კი ეს ზღვარი უცვლელად რჩება.

"საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა" ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან კალანდაძე ამბობს: "ახალმა საგადასახადო კოდექსმა პრაქტიკაში მიკრო და მცირე ბიზნესის შეღავათიანი რეგულაციები დაამკვიდრა. მიკრობიზნესი გადასახადებისგან საერთოდ გათავისუფლდა, ხოლო მცირე ბიზნესისთვის გამარტივებული რეჟიმი ამოქმედდა. თუმცა ეს ახალი საგადასახადო შეღავათები მხოლოდ ფიზიკური პირის საქმიანობას შეეხო და ის არასრულფასოვან იურიდიულ ნორმად გადაიქცა, რადგანაც რეალური მცირე ბიზნესი ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიღმა აღმოჩნდა. მოქმედი რეჟიმით, პურის საცხობი თუ საკონდიტრო საწარმო იგივე გადასახადებით იბეგრება, როგორითაც ფოთის პორტი. ამდენად, მცირე და საშუალო საწარმოების მოლოდინები მიმდინარე წლიდან ამოქმედებული ახალი საგადასახადო კოდექსის მიმართ არ გამართლდა. არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზიც - "ინვესტიციების სააგენტოს შესახებ კანონში" მცირე და საშუალო საწარმოს განმარტება საგადასახადო კოდექსის განმარტებას არ ემთხვევა. წარმოიდგინეთ, რომ ქვეყანაში შემოვიდა ინვესტორი და მცირე და საშუალო საწარმოში ინვესტიცია დააბანდა. გადასახადების გადახდის დროს ის აღმოაჩენს, რომ, მოქმედი საგადასახადო კოდექსიდან გამომდინარე, სულ სხვა რეჟიმში მოხვდა. ამიტომაც, მცირე და საშუალო საწარმოების ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შესაქმნელად ხელისუფლებამ სპეციალური კანონი უნდა მიიღოს და ქვეყანაში ის რეგულირება დამკვიდრდეს, რომელიც მთელს მსოფლიოში მოქმედებს. მაგალითად, კლასიკური მიდგომებით, თანამედროვე ბიზნესსამყაროში მცირე ბიზნესად 10 მილიონამდე წლიური ბრუნვის საწარმოები მიიჩნევა. საქართველოს რეალობის გათვალისწინებით, მცირე საწარმოს ბრუნვის არეალი 100 ათასიდან 2 მილიონ ლარამდე, უკიდურეს შემთხვევაში 1 მილიონ ლარამდე მაინც უნდა განისაზღვროს, 100 ათას ლარზე ქვემოთ წლიური ბრუნვის მქონე საწარმოები კი - მიკრობიზნესად."

ინდმეწარმე ქეთევან ბერულავამ საცხობი "კერია" ოთხი წლის წინ გახსნა. მცირე საწარმოში 17 ადამიანია დასაქმებული. "weekend”-ის კითხვაზე, შეუმსუბუქა თუ არა საგადასახადო ტვირთი ახალმა კოდექსმა, ასე გვიპასუხა: "ქირის გადასახადი ჩემზეა და საშემოსავლო გადასახადის 20 პროცენტი ჩვენ უნდა გადავიხადოთ. დანარჩენი არაფერი შეცვლილა. ადრე საშემოსავლო 12 პროცენტს გამქირავებელი გადახდილი ქირიდან იხდიდა. ახლაც ასე უნდა იყოს, მაგრამ საშემოსავლო გადასახადი 20 პროცენტი გახდა. წესით, ის იხდის, მაგრამ იურიდიული პასუხისმგებლობა დამქირავებელზეა. ფაქტობრივად, ჩვენ 8 პროცენტით გადასახადები გაგვეზარდა. ჩვენ ვიხდით დამატებითი ღირებულების გადასახადს - 18 პროცენტს, საშემოსავლოს და მოგების 20 პროცენტს."

მთავრობის ძალისხმევით, ქვეყანაში ბიზნესის დარეგისტრირების პროცედურა გამარტივდა. კომპანიის დარეგისტრირებისთვის საჭირო ვადები შემცირდა და ამჟამად შეადგენს 5.6 დღეს, რაც კანონით დადგენილ 5 დღეს ოდნავ აღემატება. გასულ თვეში რეგისტრირებული მეწარმე-სუბიექტების რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა - ბიზნესაქტიურობის მთავარ მოტივად ახალი საგადასახადო კოდექსი სახლდება. 2011 წლის იანვრის თვეში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტების რაოდენობამ 3 932 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 98.2 პროცენტი სამეწარმეო სუბიექტია, ხოლო 1.8 პროცენტი - არასამეწარმეო სუბიექტი. ბიზნესსუბიექტთა უმეტესობა ინდივიდუალური მეწარმის (2 762 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნესსუბიექტთა 70.2 პროცენტი) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (1 092 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნესსუბიექტთა 27.8 პროცენტი) სახით დარეგისტრირდა.

საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID), საქართველოში განხორციელებული პროექტების ფარგლებში, მცირე და საშუალო საწარმოების ბიზნესგარემო გამოიკვლიეს. მეწარმეებმა ძირითად პრობლემად კანონმდებლობის ხშირი ცვლილება დაასახელეს. გამოკითხულთა უმრავლესობის (73 პროცენტი) აზრით, ბიზნესგარემო საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუარესდა. საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების დაახლოებით 70-მა პროცენტმა განაცხადა, რომ მთავარი პრობლემა ბიზნესის წარმართვისას ინვესტიციების მოძიება იყო. მათგან, ვინც კაპიტალური ინვესტიციები განახორციელა, 77 პროცენტმა აღნიშნა, რომ ეს მათ გაუნაწილებელი მოგებიდან და საკუთარი დანაზოგებიდან სახსრების მობილიზებით მოახერხეს. მაღალი საგირავნო მოთხოვნა და საპროცენტო განაკვეთები იმ ძირითად პრობლემად დასახელდა, რიც გამოც საწარმოები საბანკო სესხებით არ სარგებლობენ.

არსებული მოთხოვნის მიუხედავად, ბანკების წარმომადგენლები (“თი-ბი-სი”, “ბაზისბანკი”, “როკრედიტ ბანკი”) weekend-თან საუბარში აცხადებენ, რომ დამწყებ მეწარმე სუბიექტზე სესხის გაცემა ბიზნესინვესტირებისთვის სარისკოა, რადგან ამ შემთხვევაში უცნობია, როგორია საწარმოს განვითარების დინამიკა, მართვა, გამოცდილება. ამ ფაქტორის გათვალისწინებით მსხვილი ბანკები წარმატებულ და მოქმედ ბიზნესს აფინანსებენ. მსგავსი მიდგომით მუშაობენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც.

მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით გასული წლის დეკემბერში თბილისის მერიასა და "მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი პროექტების ერთობლივად შემუშავება, განვითარების მხარდამჭერი ინოვაციური მოდელებისა და ინსტიტუტების შექმნა და წარმოებული პროდუქციის რეალიზება - ექსპორტისთვის პარტნიორების მოძიება წარმოადგენს. 2010 წელს თბილისის მერიის ბიუჯეტიდან პროექტის დასაფინანსებლად 1 000 000 ლარი გამოიყო. თუმცა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსების მიმართ ხელმისაწვდომობა რომ გაიზარდოს, ექსპერტები სპეციალური პროგრამების შემუშავებაზე საუბრობენ, განსაკუთრებით ყურადსაღებია რეგიონული პროექტების განხორციელება.

ყველაზე პოპულარული
  1. საზოგადოება >>

    aa
  2. თვალსაზრისი >>

    aa
  3. ინტერვიუ >>

    aa
  4. პოლიტიკა >>

    aa
  5. უცხოეთი >>

    aa
  6. პრესომბუდსმენი >>

    aa
  7. თვალსაზრისი >>

    aa
  8. რევიუ >>

    aa
  9. რევიუ >>

    aa
  10. სტილი >>

    aa
  11. რევიუ >>

    aa
  12. რევიუ >>

    aa
  13. რევიუ >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. მარანი >>

    aa
  16. მარანი >>

    aa
  17. მარანი >>

    aa
  18. კულინარია >>

    aa
  19. კულინარია >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. ავტო >>

    aa
  27. ავტო >>

    aa
  28. ავტო >>

    aa
  29. ავტო >>

    aa
  30. ავტო >>

    aa
  31. ავტო >>

    aa
  32. მეცნიერება >>

    aa
  33. მეცნიერება >>

    aa
  34. რევიუ >>

    aa
  35. საზოგადოება >>

    aa
  36. რევიუ >>

    aa
  37. ამბები >>

    aa
  38. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  39. რევიუ >>

    aa
  40. რევიუ >>

    aa
  41. სპორტი >>

    aa
  42. სპორტი >>

    aa
  43. სპორტი >>

    aa
  44. ბიზნესი >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. ამბები >>

    aa
  47. ამბები >>

    aa
  48. ბიზნესი >>

    aa
  49. ბიზნესი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. ამბები >>

    aa
  53. განათლება >>

    aa
  54. უცხოეთი >>

    aa
  55. რაგბი >>

    aa
  56. კალათბურთი >>

    aa
  57. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი