RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
17 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ბიზნესი >>

რი­გი­სა და ტა­ლი­ნის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზარ­თან ფი­ნე­ლე­ბის რი­გი დგას

"ფი­ნე­თი­დან 25 ფი­ზი­კუ­რი და იური­დი­უ­ლი პი­რი ჩვე­ნი სა­ა­გენ­ტოს 1Partner Kinnisvar-ის მეშ­ვე­ო­ბით აპი­რებს, ტა­ლი­ნის ცენ­ტ­რ­ში, სა­ერ­თო ჯამ­ში, 100 ბი­ნა­ში ჩა­დოს ინ­ვეს­ტი­ცია და შემ­დეგ­ში იჯა­რის გა­ცე­მით შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღოს," - ამის შე­სა­ხებ სა­ა­გენ­ტოს კონ­სულ­ტან­ტ­მა კრის­ტი­ან აირერ­მა ლატ­ვი­ურ გა­მო­ცე­მა Dienas Bizness-ს გა­ნუცხა­და.

24 საათი 31.01.12

"ფი­ნე­თი­დან 25 ფი­ზი­კუ­რი და იური­დი­უ­ლი პი­რი ჩვე­ნი სა­ა­გენ­ტოს 1Partner Kinnisvar-ის მეშ­ვე­ო­ბით აპი­რებს, ტა­ლი­ნის ცენ­ტ­რ­ში, სა­ერ­თო ჯამ­ში, 100 ბი­ნა­ში ჩა­დოს ინ­ვეს­ტი­ცია და შემ­დეგ­ში იჯა­რის გა­ცე­მით შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღოს," - ამის შე­სა­ხებ სა­ა­გენ­ტოს კონ­სულ­ტან­ტ­მა კრის­ტი­ან აირერ­მა ლატ­ვი­ურ გა­მო­ცე­მა Dienas Bizness-ს გა­ნუცხა­და.

აირე­რის თქმით, ფი­ნეთ­ში უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ყიდ­ვა შემ­დეგ­ში იჯა­რით გა­ცე­მის მიზ­ნით, მე­წარ­მე­ო­ბის ტრა­დი­ცი­უ­ლი და გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ფორ­მაა, თუმ­ცა ცო­ტა ხნის წინ იმა­ზე ალა­პა­რაკ­დ­ნენ, რომ ფი­ნეთ­ში უძ­რავ ქო­ნე­ბა­ში კა­პი­ტა­ლის ჩა­დე­ბა უკ­ვე მიმ­ზიდ­ვე­ლი აღარ არის.

უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მე­სა­კუთ­რე­ე­ბი ჩა­დე­ბუ­ლი კა­პი­ტა­ლი­დან, მაქ­სი­მუმ, 3-4%-ის მო­გე­ბას იღე­ბენ. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის ფაქ­ტიც, რომ ქო­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა მცირ­დე­ბა, ვიდ­რე იზ­რ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზარს ბალ­ტის­პი­რე­თის ქვეყ­ნებ­ში, ტა­ლინ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია 5-7% მო­გე­ბის მი­ღე­ბა და ამა­ვე დროს ქო­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა იზ­რ­დე­ბა. ხალ­ხი ტა­ლინ­ში ბი­ნებს ეძებს, რა­თა კა­პი­ტა­ლი და­ა­ბან­დოს.

უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფი­ნელ კლი­ენ­ტებს შო­რის ერთ-ერ­თი უმ­ს­ხ­ვი­ლე­სი სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონ­დია, რო­მელ­მაც ტა­ლინ­ში 4 საცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნა უკ­ვე იყი­და და 16 კი­დევ ეძებს. აირე­რის თქმით: "ბი­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ფი­ნე­ლი კლი­ენ­ტე­ბის მოთხოვ­ნებს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს, ცო­ტაა, ეს არც არის გა­საკ­ვი­რი და მათ მო­ძებ­ნას სე­რი­ო­ზუ­ლი მუ­შა­ო­ბა სჭირ­დე­ბა. ამი­ტომ, 25 ფი­ნე­ლი ახ­ლა რიგ­ში დგას, რა­თა ტა­ლი­ნის ცენ­ტ­რ­ში ბი­ნა შე­ი­ძი­ნოს."

უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის კომ­პა­ნია Arco Real Estate გამ­გე­ო­ბის წევრ მა­რი­სა ლა­უ­კა­ლე­ი­სის აღი­ა­რე­ბით, 2011 წელს ლატ­ვი­ის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზა­რი არა­თა­ნაბ­რად ვი­თარ­დე­ბო­და: საცხოვ­რე­ბელ ბი­ნებ­ზე ფა­სე­ბი ზრდა ახ­ლად აშე­ნე­ბულ სახ­ლებ­ში და რი­გის ცენ­ტ­რ­ში აღი­ნიშ­ნე­ბო­და, ხო­ლო რი­გი­სა და იურ­მა­ლას გა­რე­უბ­ნებ­ში, ასე­ვე რე­გი­ო­ნებ­ში გა­ყიდ­ვე­ბის დი­ნა­მი­კა აშ­კა­რად უარ­ყო­ფი­თი იყო.

ბი­ნებ­ზე ფა­სე­ბის სპექ­ტ­რი ძა­ლი­ან მა­ღა­ლია, - აღ­ნიშ­ნავს ლა­უ­კა­ლე­ი­სი. რი­გის მა­სი­ვებ­ში საცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბა კვ.მ-ზე, სა­შუ­ა­ლოდ, 583 ევ­როს შე­ად­გენს. მსგავს ბი­ნებ­ში რე­გი­ო­ნებ­ში ერთ კვ.მ-ში 120 ევ­როს იხ­დი­ან. ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ბი­ნის ერ­თი კვ.მ-ის სა­შუ­ა­ლო ღი­რე­ბუ­ლე­ბა იურ­მა­ლა­ში 4,5 ათას ევ­როს შე­ად­გენს.

რე­ალ­ტო­რე­ბის მტკი­ცე­ბით, მო­სახ­ლე­ო­ბის ის ნა­წი­ლი, რო­მელ­საც გა­სულ წელს ხელ­ფა­სი გა­უ­ზარ­დეს და ახ­ლა ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რი აქვს, საცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ცდი­ლობს. ამის გა­მო პრეს­ტი­ჟულ უბ­ნებ­ში უძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე მოთხოვ­ნა გა­ი­ზარ­და. ამას­თან, ინ­დუს­ტ­რი­უ­ლი ქა­ლა­ქე­ბის მა­სი­ვებ­ში უძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე მოთხოვ­ნა შემ­ცირ­და. ამის მი­ზე­ზად რე­ალ­ტო­რე­ბი ამ სეგ­მეტ­ში ქი­რი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლის შემ­ცი­რე­ბას ასა­ხე­ლე­ბენ.

2011 წელს, იურ­მა­ლას უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზა­რი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი იყო და ის გა­ყიდ­ვე­ბის მო­ცუ­ლო­ბით 2006 და 2007 წლებ­ში არ­სე­ბულ მდო­მა­რე­ო­ბას გა­უ­თა­ნაბ­რ­და, რა­საც ადას­ტუ­რებს იურ­მა­ლას საკ­რე­ბუ­ლოს ფი­ნან­ს­თა დე­პარ­ტა­მენ­ტი. საკ­რე­ბუ­ლოს წარ­მო­მად­გე­ნელ ინ­გა ბრა­ჩას გან­ცხა­დე­ბით, "იურ­მა­ლას უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზა­რი ლატ­ვი­ის სა­ერ­თო ბაზ­რის­გან გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა - იურ­მა­ლას ბა­ზა­რი დეპ­რე­სი­ი­დან დი­დი ხა­ნია, გა­მო­ვი­და, გა­სულ წელს უძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე ფა­სე­ბი, სა­შუ­ა­ლოდ, 20-45%-ით გა­ი­ზარ­და.

კომ­პა­ნია Latio-ს მო­ნა­ცე­მე­ბით, 1990 წლის შემ­დეგ, ბალ­ტი­ის ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე ლი­ე­ლუ­პე­დან მელ­ლუ­ჟამ­დე აშე­ნე­ბუ­ლი სახ­ლე­ბის ფა­სე­ბი 20%-ით გა­ი­ზარ­და. გა­სუ­ლი წლის წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ზაფხუ­ლო სა­კუ­რორ­ტო სე­ზო­ნი­სა და ახალ პრო­ექ­ტებ­ზე გაზ­რ­დი­ლი მოთხოვ­ნის შე­დე­გად იომას და ბულ­დუ­რის ქუ­ჩებ­ზე ქი­რი­სა და კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თე­ბის სა­ფა­სუ­რი მო­ი­მა­ტებს, - აცხა­დე­ბენ იურ­მა­ლას საკ­რე­ბუ­ლო­ში. ოფი­სე­ბის ბა­ზა­რი, პი­რი­ქით, არა­აქ­ტი­უ­რია, რა­საც იურ­მა­ლას სპე­ცი­ფი­კა და რი­გის სი­ახ­ლო­ვე გა­ნა­პი­რო­ბებს.

ყველაზე პოპულარული
  1. უცხოეთი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. საზოგადოება >>

    aa
  4. წიგნები >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. რევიუ >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. პრესომბუდსმენი >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. მუსიკა >>

    aa
  14. უცხოეთი >>

    aa
  15. უცხოეთი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. ამბები >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. მარანი >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. კულინარია >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. მეცნიერება >>

    aa
  36. მეცნიერება >>

    aa
  37. მეცნიერება >>

    aa
  38. მეცნიერება >>

    aa
  39. მეცნიერება >>

    aa
  40. მუსიკა >>

    aa
  41. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  42. რევიუ >>

    aa
  43. ავტო >>

    aa
  44. ავტო >>

    aa
  45. რევიუ >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. მეცნიერება >>

    aa
  49. ტექნოლოგიები >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი