ფინანსური პრობლემების გამო უნგრეთის ნაციონალურმა ავია-გადამზიდავმა Malev-მა მუშაობა შეწყვიტა, - ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.
24 საათი 04.02.12

ფინანსური პრობლემების გამო უნგრეთის ნაციონალურმა ავია-გადამზიდავმა Malev-მა მუშაობა შეწყვიტა, - ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.
გაკოტრების რეჟიმში მყოფმა კომპანიამ ყველა მიმართულებით რეისები გუშინ დილით გააუქმა, როცა ერთი თვითმფირნავი ისრაელის აეროპორტში დააყადაღეს, ხოლო მეორე - დუბლინში.
ავიაკომპანიის განმარტებით, ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილება Malev-ისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეჩერებამ განაპირობა.
"ბოლო დრომდე გვქონდა იმედი, რომ კომპანია კვლავაც გააგრძელებდა მუშაობას... მაგრამ ჩვენმა პარტნიორებმა მომსახურების ტარიფები ისე გაზარდეს, რომ Malev-ი გადახდისუუნარო აღმოჩნდა," - ნათქვამია განცხადებაში.
ავიაბაზარზე Malev-ი 66 წელია, არსებობს. კომპანიამ გაკოტრების განაცხადი გასულ კვირას გააკეთა. გაკოტრებამდე უნგრული ავიაკომპანიით ჩინური Hainan-ი და არაბეთის გაერთიანებული ემირატების ფონდი დაინტერესდნენ. Malev-ის კრიზისიდან გამოყვანას გრძელვადიანი ინვესტიციები სჭირდება, თუმცა ეკონომიკური კრიზისის პირობებში ძნელი სათქმელია, თუ ვინ გარისკავს გაკოტრების რეჟიმიდან უნგრეთის ნაციონალური ავიაგადამზიდის გამოყვანას - მით უმეტეს, მაშინ როცა მისი საერთო დავალიანება 200 მილიონ ევროს აღემატება.