RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, ოთხშაბათი 2013
თბილისი ... ...
ბიზნესი >>

მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი კი­დევ ერ­თი პრე­მი­უმ ბრენ­დი თე­გე­ტა მო­ტორ­ს­ში"

მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ­მა სა­ბუ­რა­ვე­ბის მწარ­მო­ე­ბელ­მა კომ­პა­ნია "მიშ­ლენ­მა" სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­ბუ­რა­ვე­ბის დის­ტ­რი­ბუ­ცი­ის უფ­ლე­ბა ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რად თე­გე­ტა მო­ტორსს" მი­ა­ნი­ჭა.

24 საათი 27.04.12

მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ­მა სა­ბუ­რა­ვე­ბის მწარ­მო­ე­ბელ­მა კომ­პა­ნია "მიშ­ლენ­მა" სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­ბუ­რა­ვე­ბის დის­ტ­რი­ბუ­ცი­ის უფ­ლე­ბა ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რად თე­გე­ტა მო­ტორსს" მი­ა­ნი­ჭა.

შე­სა­ბა­მის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ხე­ლი "თე­გე­ტა მო­ტორ­სის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი მშვილ­და­ძემ და "მიშ­ლენ" უკ­რა­ი­ნი­სა და ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ქვეყ­ნებ­ში "მიშ­ლე­ნის" წარ­მო­მად­გენ­ლო­ბე­ბის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა დო­მი­ნიკ ბლუმ გუ­შინ მო­ა­წე­რეს. ხელ­მო­წე­რის ცე­რე­მო­ნი­ა­ლის შემ­დეგ კი "თე­გე­ტა მო­ტორ­სის" გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს "მიშ­ლე­ნის" სერ­ტი­ფი­კა­ტი გა­და­ე­ცა.

"ჩვენ­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისეთ კომ­პა­ნი­ას­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, რო­გო­რიც "მიშ­ლე­ნია". დღემ­დე "თე­გე­ტა მო­ტორ­სი" "მიშ­ლე­ნის" ოფი­ცი­ა­ლუ­რი დი­ლე­რი იყო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, დღე­ი­დან კი ჩვენ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­დავ­დი­ვართ, გვე­ნი­ჭე­ბა უფ­რო მა­ღა­ლი სტა­ტუ­სი - "თე­გე­ტა მო­ტორ­სი" ხდე­ბა "მიშ­ლე­ნის" ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი დის­ტ­რი­ბუ­ტო­რი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში... უკა­ნას­კ­ნელ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეკო­ნო­მი­კურ­მა პროგ­რეს­მა, წარ­მა­ტე­ბულ­მა რე­ფორ­მებ­მა ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რი­სა და, ზო­გა­დად, ცხოვ­რე­ბის დო­ნის სწრაფ­მა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბამ მომ­ხ­მა­რებ­ლის მხრი­დან ხა­რის­ხი­ან პრო­დუქ­ცი­ა­ზე მოთხოვ­ნის ზრდა გა­ნა­პი­რო­ბა. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ნახ­ლ­და ავ­ტო­პარ­კი, რა­მაც უახ­ლე­სი მო­დე­ლე­ბის ავ­ტო­მან­ქა­ნებ­ზე მოთხოვ­ნა გა­ზარ­და, ვი­ნა­ი­დან თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი მა­ღალ სიჩ­ქა­რეს ავი­თა­რე­ბენ. მათ უსაფ­რ­თხო­ე­ბის პა­რა­მეტ­რე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად გან­სა­კუთ­რე­ბით ესა­ჭი­რო­ე­ბათ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სა­ბუ­რა­ვე­ბი. ქვე­ყა­ნა­ში თან­და­თა­ნო­ბით გაჩ­ნ­და მოთხოვ­ნა ისეთ პრე­მი­უმ ბრენ­დ­ზე, რო­გო­რიც "მიშ­ლე­ნია". ამ ბრენ­დის სა­ბუ­რა­ვებს მაქ­სი­მა­ლუ­რი კომ­ფორ­ტი, უსაფ­რ­თხო­ე­ბა და მა­ღა­ლი გარ­ბე­ნი ახა­სი­ა­თებს, რაც მას სხვა პრე­მი­უმ კლა­სის ბრენ­დე­ბის სა­ბუ­რა­ვე­ბის­გან გა­მო­არ­ჩევს. ჩვენ ორი­ენ­ტი­რე­ბულ­ნი ვართ მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ზე, შე­სა­ბა­მი­სად, მუდ­მი­ვად ვცდი­ლობთ, მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი პრე­მი­უმ ბრენ­დე­ბი ქარ­თ­ვე­ლე­ბის­თ­ვი­საც ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იყოს. დღე­ვან­დე­ლი შეკ­რე­ბა სწო­რედ ამის დას­ტუ­რია," - აცხა­დებს "თე­გე­ტა მო­ტორ­სის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი მშვილ­და­ძე.

კომ­პა­ნია "მიშ­ლე­ნი" საფ­რან­გეთ­ში 1888 წელს და­არ­ს­და. იგი სა­ბუ­რა­ვე­ბის მწარ­მო­ე­ბელ ერთ-ერთ უმ­ს­ხ­ვი­ლეს კომ­პა­ნი­ას წარ­მო­ად­გენს მსოფ­ლი­ო­ში. და­არ­სე­ბი­დან დღემ­დე კომ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, მომ­ხ­მა­რე­ბელს მო­წი­ნა­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და ინო­ვა­ცი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით დამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი შეს­თა­ვა­ზოს.

"ცო­ტა ადა­მი­ან­მა თუ იცის, რამ­დე­ნად დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს სა­ბუ­რა­ვე­ბის ხა­რისხს იმის­თ­ვის, რომ მან­ქა­ნა ყვე­ლა­ნა­ირ საგ­ზაო პი­რო­ბებ­ში კომ­ფორ­ტუ­ლად მარ­თოს. სა­ბუ­რა­ვე­ბის სა­წარ­მო­ებ­ლად ახალ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბია სა­ჭი­რო. ჩვენ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბის დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქვს. დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვიმ­ყო­ფე­ბით იმი­ტომ, რომ სა­ბუ­რა­ვე­ბის ექ­ს­პ­ლუ­ა­ტა­ცი­ის მა­ღალ ხა­რის­ხ­ში და­გარ­წ­მუ­ნოთ. სა­უ­კე­თე­სო ხა­რის­ხის სა­ბუ­რა­ვებს სა­უ­კე­თე­სო მომ­სა­ხუ­რე­ბა სჭირ­დე­ბა. ეს არის მი­ზე­ზი, რის გა­მოც დღეს "თე­გე­ტა მო­ტორ­ს­თან" ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ვა­ფორ­მებთ. კარ­გი სა­ბუ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლის თვალს კარ­გად უნ­და მო­ერ­გოს, რომ სწო­რი ბა­ლან­სი­რე­ბა მოხ­დეს. ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, რომ ამი­სათ­ვის "თე­გე­ტა მო­ტორსს" შე­სა­ბა­მი­სი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­აჩ­ნია, აქ მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბი მუ­შა­ო­ბენ და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია... "მიშ­ლე­ნის" ამ­ბი­ციაა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ბუ­რა­ვე­ბის ბა­ზარ­ზე წი­ლი გავ­ზარ­დოთ და წამ­ყ­ვა­ნი პო­ზი­ცია და­ვი­კა­ვოთ," - გვითხ­რა "მიშ­ლენ" უკ­რა­ი­ნი­სა და ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ქვეყ­ნებ­ში "მიშ­ლე­ნის" წარ­მო­მად­გენ­ლო­ბე­ბის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა დო­მი­ნიკ ბლუმ.

მსოფ­ლიო სა­რეკ­ლა­მო ბიზ­ნეს­ში ფარ­თოდ ცნო­ბი­ლია მიშ­ლე­ნის" მას­კო­ტი ბი­ბენ­დუ­მი, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ის სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ე­ბის გა­ნუყ­რე­ლი სა­ხეა. თე­გე­ტა მო­ტორ­სი" მომ­ხ­მა­რე­ბელს, მიშ­ლე­ნის" სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ის ფარ­გ­ლებ­ში, სხვა­დას­ხ­ვა სა­ინ­ტე­რე­სო ღო­ნის­ძი­ე­ბებს სწო­რედ ბი­ბენ­დუმ­თან ერ­თად შეს­თა­ვა­ზებს.

რაც შე­ე­ხე­ბა ფა­სებს, რო­გორც "თე­გე­ტა მო­ტორ­სის" პრო­დუქ­ტე­ბის მე­ნე­ჯერ­მა ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნაცხა­და, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პრე­მი­უმ ბრენ­დის "მიშ­ლე­ნის" სა­ბუ­რა­ვე­ბის ფა­სი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იქ­ნე­ბა. "სა­ბუ­რა­ვე­ბი ევ­რო­პუ­ლია, თუმ­ცა ფა­სი ქარ­თულ ბა­ზარ­თან არის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი. მსუ­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ბუ­რა­ვე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 100-დან 800 ლა­რის ფარ­გ­ლებ­ში იქ­ნე­ბა. ფა­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ავ­ტო­მო­ბილ­ზე, სა­ბუ­რა­ვის ზო­მა­ზე და ა.შ."

უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში თე­გე­ტა მო­ტორ­სი" მიშ­ლე­ნის" სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი მა­ღა­ზი­ე­ბის Tire plus-ის ქსე­ლის გახ­ს­ნას გეგ­მავს, სა­დაც წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა პრო­დუქ­ცი­ის ფარ­თო ასორ­ტი­მენ­ტი, მომ­ხ­მა­რე­ბელს კი სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა, მა­ღა­ლი დო­ნის მომ­სა­ხუ­რე­ბა მი­ი­ღოს.

ყველაზე პოპულარული
  1. უცხოეთი >>

    aa
  2. რეგიონი >>

    aa
  3. კინო >>

    aa
  4. სპორტი >>

    aa
  5. კალათბურთი >>

    aa
  6. კალათბურთი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. საზოგადოება >>

    aa
  10. თვალსაზრისი >>

    aa
  11. ინტერვიუ >>

    aa
  12. პოლიტიკა >>

    aa
  13. უცხოეთი >>

    aa
  14. პრესომბუდსმენი >>

    aa
  15. თვალსაზრისი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. კულინარია >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. ავტო >>

    aa
  29. ავტო >>

    aa
  30. ავტო >>

    aa
  31. ავტო >>

    aa
  32. ავტო >>

    aa
  33. ავტო >>

    aa
  34. ავტო >>

    aa
  35. ავტო >>

    aa
  36. ავტო >>

    aa
  37. ავტო >>

    aa
  38. ავტო >>

    aa
  39. ავტო >>

    aa
  40. მეცნიერება >>

    aa
  41. მეცნიერება >>

    aa
  42. რევიუ >>

    aa
  43. საზოგადოება >>

    aa
  44. რევიუ >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. სპორტი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი