საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor's -მა ესპანეთის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ორი საფეხურით "A" -დან "BBB + "-მდე დასწია და უარყოფითი პროგნოზით შეუცვალა. ამის გამო მოკლევადიანი სუვერენული საკრედიტო რეიტინგი "A-1"-დან "A-2"-მდე დაეცა.
24 საათი 28.04.12

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor's -მა ესპანეთის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ორი საფეხურით "A" -დან "BBB + "-მდე დასწია და უარყოფითი პროგნოზით შეუცვალა. ამის გამო მოკლევადიანი სუვერენული საკრედიტო რეიტინგი "A-1"-დან "A-2"-მდე დაეცა.
ქვეყნის რეტინგის დაცემის ერთი-ერთი ფაქტორი სააგენტოსთვის აღმოჩნდა ის, რომ ესპანეთის ხელისუფლება, მომავალში იძულებული გახდება საბანკო სექტორს დაეხმაროს.
"ვფიქრობთ, გაუარესებული საბიუჯეტო მაჩვენებლებისა და ფინანსური სექტორის შესუსტების რისკები და ასევე ვალის ტვირთი, ესპანეთის ხელისუფლებას მძიმე ტვირთად დააწვება და ის ვერ შეძლებს დაბალანსებული პოლიტიკის წარმართვას"- ნათქვამია S&P-ის განცხადებაში.
ესპანეთის ცენტრალურმა ბანკმა 23 აპრილს განაცხადა, რომ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკის განვითარებას ამძიმებს საფინანსო სექტორის სერიოზული პრობლემები და უმუშევრობის მაღალი დონე, ტექნიკური რეცესია დაიწყო.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს Standard&Poor's-ის მიერ ესპანეთის რეიტინგის "ა"-დან "გგგ+"-მდე შემცირების ფონზე მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასი ეცემა.
ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI-ს ივნისის ფიუჩერსების ღირებულება 0,49 დოლარით შემცირდა და ბარელზე 104.06 დოლარი შეადგინა. Brent-ის მარკის "შავი ოქრო" კი 0,45 დოლარით გაიაფდა და 119,47 დოლარს გაუტოლდა.
სააგენტოს ექსპერტების განცხადებით, დაწყებული რეცესიის ფონზე, სახელმწიფო ვალის მომსახურებისა და საბიუჯეტო ხარჯების შემცირების გამო ესპანეთი სირთულეების წინაშე აღმოჩნდება. სარეიტინგო სააგენტოს გადაწყვეტილების კიდევ ერთი მიზეზია ინვესტორების შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნის ხელისუფლება იძულებული იქნება, საბანკო სექტორს დახმარება აღმოუჩინოს.
ინვესტორების იმედგაცრუება ამერიკის შეერთებული შტატების შრომის სამინისტროდან მიღებულმა ცნობებმაც გამოიწვია. მონაცემების თანახმად, ერთი კვირის განმავლობაში უმუშევართა შემწეობის მიღებაზე პირველადი განაცხადი 388 ათასმა ადამიანმა შეიტანა, რაც ათასით ნაკლები მაჩვენებელია. ანალიტიკოსები ბევრად მასშტაბურ შემცირებას პროგნოზირებდნენ.