RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
23 მაისი, ხუთშაბათი 2013
თბილისი ... ...
ბიზნესი >>

"ბორ­ჯო­მი" - მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის ტოპ-ათე­ულ­შია

"ბორ­ჯო­მი" მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო და სა­სარ­გებ­ლო მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის ტო­პა­თე­ულ­ში მე­სა­მე პო­ზი­ცი­ა­ზე მოხ­ვ­და - რე­ი­ტინგს კო­მერ­ცი­უ­ლი ვებ­გ­ვერ­დი Top-10-list.org აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ მომ­ხ­მა­რებ­ლი­სა­გან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე ად­გენს რე­ი­ტინ­გებს.

24 საათი 28.04.12

"ბორ­ჯო­მი" მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო და სა­სარ­გებ­ლო მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის ტო­პა­თე­ულ­ში მე­სა­მე პო­ზი­ცი­ა­ზე მოხ­ვ­და - რე­ი­ტინგს კო­მერ­ცი­უ­ლი ვებ­გ­ვერ­დი Top-10-list.org აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ მომ­ხ­მა­რებ­ლი­სა­გან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე ად­გენს რე­ი­ტინ­გებს.

"ბორ­ჯო­მის" შე­სა­ხებ ვებ­გ­ვერ­დ­ზე Top-10-list.org აღ­ნიშ­ნუ­ლია: "თუ თქვენ ეროვ­ნე­ბით რუ­სი ხართ, აუცი­ლებ­ლად გე­ცო­დი­ნე­ბათ "ბორ­ჯო­მის" გე­მოს შე­სა­ხებ, ეს არის ძა­ლი­ან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, არა­ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რი გე­მო. არ­ცერთ კომ­პა­ნი­ას არ შე­უქ­მ­ნია ასე­თი პრო­დუქ­ტი. ვულ­კა­ნუ­რი წარ­მო­შო­ბის, ბუ­ნებ­რი­ვი ნახ­ში­რორ­ჟან­გით გა­ჯე­რე­ბუ­ლი წყლის "ბორ­ჯო­მის" სამ­შობ­ლო სა­ქარ­თ­ვე­ლოა, სა­დაც ასე­ვე ხდე­ბა მი­სი წარ­მო­ე­ბა. "ბორ­ჯო­მი" ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ანს ქრო­ნი­კულ და მე­ტა­ბო­ლიზ­მ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში, აქვს სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბი.

ათე­ულ­ში პირ­ველ პო­ზი­ცი­ა­ზე მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი ცნო­ბი­ლი ფრან­გუ­ლი ბრენ­დი "Evian" მოხ­ვ­და, რო­მე­ლიც ფარ­თოდ იყი­დე­ბა ევ­რო­პა­ში, ამე­რი­კა­სა და კა­ნა­და­ში. მი­სი სამ­შობ­ლო პა­ტა­რა ფრან­გუ­ლი ქა­ლა­ქი იvian-les-Bains - ია.

მე­ო­რეა ასე­ვე ფრან­გუ­ლი ბრენ­დი "Perrier" - ის ფრან­გუ­ლი ქა­ლაქ Vergaze-დან მო­დის. გა­მო­ირ­ჩე­ვა მა­ღა­ლი ფა­სი­თა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით. Perrier-ი ძალ­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლია ჩრდი­ლო ამე­რი­კა­სა და საფ­რან­გეთ­ში. კომ­პა­ნია წყალს სხვა­დას­ხ­ვა ქი­მი­უ­რი და­ნა­მა­ტე­ბის გა­რე­შე აწარ­მო­ებს, რაც კი­ბოს გა­მოწ­ვე­ვის ალ­ბა­თო­ბას ამ­ცი­რებს; 1992 წლი­დან შე­ი­ერ­თა Nestle-მ. Perrier-ი შე­ი­ცავს ნატ­რი­უმს,მაგ­ნი­უმ­სა და კალ­ცი­უმს, რაც აუცი­ლე­ბე­ლია იდე­ა­ლუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვის.

შემ­დეგ პო­ზი­ცი­ებ­ზე არი­ან: San Pellegrino - გა­ზი­ა­ნი მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი იტა­ლი­უ­რი ბრენ­დი, რო­მე­ლიც 600 წელ­ზე მეტს ით­ვ­ლის. იგი მდი­და­რია კალ­ცი­უ­მი­თა და მაგ­ნი­უ­მით, რაც ძვლებს სიმ­ტ­კი­ცეს უნარ­ჩუ­ნებს. 1988 წელს კომ­პა­ნია იყი­და Nestle-მ.

Naya - კა­ნა­დუ­რი ნა­ტუ­რა­ლუ­რი, სუფ­თა წყლის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია რომ­ლის pH (სიმ­ჟა­ვის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი) სა­უ­კე­თე­სო დო­ნე­ზეა, რაც სა­სარ­გებ­ლოა ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვის. ასე­ვე, Naya გა­მო­ირ­ჩე­ვა ბუ­ნებ­რი­ვი მი­ნე­რა­ლე­ბის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ბა­ლან­სით; არ შე­ი­ცავს ნატ­რი­უმს.

Volvic Water - მო­დის ცენ­ტ­რა­ლუ­რი საფ­რან­გე­თი­დან, ბრენ­დი პო­პუ­ლა­რუ­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 60-მდე ქვე­ყა­ნა­ში. მა­თი ბოთ­ლე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი მა­სა­ლი­თაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ხელს უწყობს გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბის მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცი­რე­ბას. წყა­ლი ვულ­კა­ნურ მი­ნე­რა­ლებ­სა და კლდე­ებ­ში წარ­მო­იქ­მ­ნე­ბა და 6-ჯერ იწ­მინ­დე­ბა ფო­რო­ვან ქა­ნებ­ში.

Aqua Pasific - კომ­პა­ნია წყალს მო­ი­პო­ვებს ფი­ჯის და­უ­სახ­ლე­ბე­ლი და და­უ­ბინ­ძუ­რე­ბე­ლი ტრო­პი­კუ­ლი ტყე­ე­ბი­დან, ვულ­კა­ნუ­რი მი­ნე­რა­ლე­ბი კი­დევ უფ­რო ასუფ­თა­ვე­ბენ წყალს. პრო­დუქ­ცია არის სხე­უ­ლის გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი, გლუ­ვი და გემ­რი­ე­ლი, გა­მორ­ჩე­უ­ლია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გე­მო­თი, პო­პუ­ლა­რუ­ლია მსოფ­ლიო მას­შ­ტა­ბით.

Montclair Water - ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი კა­ნა­დუ­რი ბრენ­დი, რომ­ლის პრო­დუქ­ცი­აც ჩა­მოს­ხ­მუ­ლია ბრი­ტა­ნეთ­სა და ონ­ტა­რი­ო­ში. დი­დი წვლი­ლი შე­აქვთ ეკო­ლო­გი­უ­რი გა­რე­მოს გა­დარ­ჩე­ნა­ში, ბოთ­ლებს აწარ­მო­ე­ბენ გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი მა­სა­ლით.

Kona Deep Sea Mineral Water - კომ­პა­ნია წყალს მო­ი­პო­ვებს ოკე­ა­ნი­დან, 2000-3000 ფუ­ტის სიღ­რ­მი­დან. წყლის და­ბინ­ძუ­რე­ბის დო­ნე ნო­ლის ტო­ლია და მდი­და­რია ნუტ­რი­ენ­ტე­ბი­თა და ელექ­ტ­რო­ლი­ტე­ბით. პრო­დუქ­ცია ფარ­თოდ იყი­დე­ბა ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კა­ში.

Ein Gedi Mineral Water - ებ­რა­უ­ლი პო­პუ­ლა­რუ­ლი ბრენ­დის წყლის სამ­შობ­ლო ის­რა­ე­ლის Ein Gedi-ს ნაკ­რ­ძა­ლე­ბია. ვინც Ein Gedi-ს წყა­როს­თან ახ­ლოს იყო და­სახ­ლე­ბუ­ლი, დიდ­ხანს ცხოვ­რობ­და, რად­გან იგი მდი­და­რია მი­ნე­რა­ლე­ბით, რაც კარ­გი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა "ბორ­ჯომს", ამ დრო­ი­სათ­ვის მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის ჩა­მოს­ხ­მა­სა და რე­ა­ლი­ზა­ცი­ას სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნია "IDS Borjomi International" ახორ­ცი­ე­ლებს. 2006 წლამ­დე კომ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის 65 პრო­ცენ­ტი რუ­სეთ­ში გაჰ­ქონ­და. ორ წელ­ზე მე­ტია, რაც კომ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბის მო­ცუ­ლო­ბამ ხუ­თი წლის წი­ნან­დელ მაჩ­ვე­ნე­ბელს გა­და­ა­ჭარ­ბა.

"იდს ბორ­ჯო­მი სა­ქარ­თ­ვე­ლოს" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის პი­რა­დი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ირაკ­ლი სტეფ­ნა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ "ამ­ჟა­მად "ბორ­ჯო­მი" მსოფ­ლი­ოს 40 ქვე­ყა­ნა­ში იყი­დე­ბა. ეს ქვეყ­ნე­ბია: უკ­რა­ი­ნა, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, სომ­ხე­თი, მოლ­დო­ვა, ბე­ლა­რუ­სი, ყა­ზა­ხე­თი, ყირ­გი­ზე­თი, ტა­ჯი­კე­თი, მონ­ღო­ლე­თი, უზ­ბე­კე­თი, ლიტ­ვა, ლატ­ვია, ეს­ტო­ნე­თი, ჩე­ხე­თი, პო­ლო­ნე­თი, ბელ­გია, გერ­მა­ნია, ჰო­ლან­დია, დი­დი ბრი­ტა­ნე­თი, ეს­პა­ნე­თი, ბულ­გა­რე­თი, სა­ბერ­ძ­ნე­თი, კვიპ­რო­სი, ის­რა­ე­ლი, აშშ, ავ­ს­ტ­რია, კა­ნა­და, იაპო­ნია, არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბი, სამ­ხ­რეთ კო­რეა, ჩი­ნე­თი, თურ­ქე­თი, თურ­ქ­მე­ნე­თი, ახა­ლი ზე­ლან­დია, შვე­ი­ცა­რია, ლუქ­სემ­ბურ­გი, საფ­რან­გე­თი, იტა­ლია, პორ­ტუ­გა­ლია."

ჯერ კი­დევ 2004 წელს, კომ­პა­ნია "ბორ­ჯო­მი" სა­ერ­თა­შო­რი­სო ჰოლ­დინ­გად გარ­და­იქ­მ­ნა. კომ­პა­ნი­ამ შე­მო­ი­ერ­თა ცნო­ბი­ლი უკ­რა­ი­ნუ­ლი კომ­პა­ნია - შპს "სამ­რეწ­ვე­ლო-სა­დის­ტ­რი­ბუ­ციო სის­ტე­მე­ბი", რომ­ლის პორ­ტ­ფელ­შიც შე­დის მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის ბრენ­დე­ბი - "მირ­გო­როდ­ს­კაია", "მორ­შინ­ს­კაია", "ტრუს­კა­ვეც­კაია". 2006 წლის­თ­ვის კომ­პა­ნია "ბორ­ჯო­მი" სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და მის საზღ­ვ­რებს გა­რეთ 235 მი­ლი­ო­ნი ბოთ­ლის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას გეგ­მავ­და. რუ­სე­თი იყო ის ქვე­ყა­ნა, სა­დაც ექ­ს­პორ­ტის 65% მი­დი­ო­და და წარ­მა­ტე­ბი­თაც იყი­დე­ბო­და. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია გა­ყიდ­ვე­ბის მი­ხედ­ვით კომ­პა­ნია "ბორ­ჯო­მის" პრო­დუქ­ცი­ის­თ­ვის პირ­ვე­ლი ბა­ზა­რი იყო, შემ­დეგ მო­დი­ო­და უკ­რა­ი­ნა და სა­ქარ­თ­ვე­ლო. 2006 წლის 6 მა­ისს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ქარ­თუ­ლი მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბი­სა და ღვი­ნო­ე­ბის გა­ყიდ­ვა აიკ­რ­ძა­ლა. ემ­ბარ­გო დღემ­დე გრძელ­დე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, 2006 წელს ქ. მოს­კოვ­ში გა­მარ­თულ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნა­ზე "ECWATECH 2006" ექ­ს­პერ­ტებ­მა ერ­თხ­მად აღი­ა­რეს "ბორ­ჯო­მის" უნი­კა­ლუ­რი თვი­სე­ბე­ბი. ქარ­თულ­მა მი­ნე­რა­ლურ­მა წყალ­მა კი­დევ ერ­თი ოქ­როს მე­და­ლი და დიპ­ლო­მი და­იმ­სა­ხუ­რა.

ყველაზე პოპულარული
  1. უცხოეთი >>

    aa
  2. რევიუ >>

    aa
  3. სპორტი >>

    aa
  4. სპორტი >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. ავტო >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. საზოგადოება >>

    aa
  23. თვალსაზრისი >>

    aa
  24. ინტერვიუ >>

    aa
  25. პოლიტიკა >>

    aa
  26. უცხოეთი >>

    aa
  27. პრესომბუდსმენი >>

    aa
  28. თვალსაზრისი >>

    aa
  29. რევიუ >>

    aa
  30. რევიუ >>

    aa
  31. სტილი >>

    aa
  32. რევიუ >>

    aa
  33. რევიუ >>

    aa
  34. რევიუ >>

    aa
  35. რევიუ >>

    aa
  36. მარანი >>

    aa
  37. მარანი >>

    aa
  38. მარანი >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. ავტო >>

    aa
  42. ავტო >>

    aa
  43. ავტო >>

    aa
  44. ავტო >>

    aa
  45. ავტო >>

    aa
  46. ავტო >>

    aa
  47. ავტო >>

    aa
  48. ავტო >>

    aa
  49. ავტო >>

    aa
  50. ავტო >>

    aa
  51. ავტო >>

    aa
  52. ავტო >>

    aa
  53. მეცნიერება >>

    aa
  54. მეცნიერება >>

    aa
  55. რევიუ >>

    aa
  56. საზოგადოება >>

    aa
  57. რევიუ >>

    aa
  58. ამბები >>

    aa
  59. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  60. რევიუ >>

    aa
  61. რევიუ >>

    aa
  62. სპორტი >>

    aa
  63. სპორტი >>

    aa
  64. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი