RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, ოთხშაბათი 2013
თბილისი ... ...
ბიზნესი >>

80 თურ­ქუ­ლი კომ­პა­ნია ბიზ­ნეს­პარ­ტ­ნი­ორს ეძებს

საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმი ბათუმში

24 საათი 04.05.12

საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმი ბათუმში

ბა­თუმ­ში, სას­ტუმ­რო “შე­რა­ტონ­ში” გუ­შინ სა­ქარ­თ­ვე­ლო-თურ­ქე­თის ბიზ­ნეს­ფო­რუ­მი გა­ი­მარ­თა. თურ­ქე­თის მხრი­დან ფო­რუმ­ში ქა­ლაქ იზ­მი­რის სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტის წევ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ. 90-კა­ცი­ან დე­ლე­გა­ცი­ას იზ­მი­რის სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე ერ­ქემ დე­მირ­თა­ში ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და. ბიზ­ნეს­ფო­რუ­მის ფარ­გ­ლებ­ში ბა­თუმ­ში მყო­ფი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი ეკო­ნო­მი­კის სხვა­დას­ხ­ვა დარ­გით, მათ შო­რის, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის, მშე­ნებ­ლო­ბის, ტუ­რიზ­მი­სა და ტექ­ს­ტი­ლის სექ­ტო­რე­ბით არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი. თურ­ქი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ მა­თი მი­ზა­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბა და ბიზ­ნეს­პარ­ტ­ნი­ო­რე­ბის მო­ძი­ე­ბაა.

ბიზ­ნეს­ფო­რუმ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს მხრი­დან აჭა­რის მთავ­რო­ბა და კერ­ძო ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იღებ­დ­ნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. თურ­ქულ-ქარ­თუ­ლი ბიზ­ნეს­ფო­რუ­მი აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძემ გახ­ს­ნა. “ფო­რუ­მის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვა და ბიზ­ნეს­პარ­ტ­ნი­ო­რე­ბის მო­ძი­ე­ბაა, ამი­ტო­მაც ჩვენ­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მსგავს შეხ­ვედ­რებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მას­ში ოთხ­მო­ცამ­დე უცხო­უ­რი კომ­პა­ნია მო­ნა­წი­ლე­ობს, რომ­ლე­ბიც რე­გი­ონ­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ჩა­დე­ბას გეგ­მა­ვენ, ეს კი იმის გა­რან­ტიაა, რომ და­მა­ტე­ბი­თი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი შე­იქ­მ­ნე­ბა. მჯე­რა, ქარ­თ­ვე­ლი და თურ­ქი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი სა­ერ­თო ენას გა­მო­ნა­ხა­ვენ. ურ­თი­ერ­თო­ბის ახალ სფე­რო­ებ­ში თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა კი ორი­ვე რე­გი­ო­ნის ეკო­ნო­მი­კას მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად წა­ად­გე­ბა,” - გა­ნაცხა­და ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძემ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ფო­რუ­მის ფარ­გ­ლებ­ში ბა­თუმ­ში მყო­ფი იზ­მი­რის სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე ერ­ქემ დე­მირ­თა­ში აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ მი­ი­ღო. შეხ­ვედ­რა­ზე ორი ქვეყ­ნის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის სა­კითხებ­ზე ისა­უბ­რეს. ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძემ სტუ­მარს აჭა­რის სა­ინ­ვეს­ტი­ციო პო­ტენ­ცი­ა­ლი გა­აც­ნო. მხა­რე­ე­ბი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის სფე­რო­ე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა­ზეც შე­თან­ხ­მ­დ­ნენ.

ფო­რუ­მის გან­მავ­ლო­ბა­ში პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი და ორ­მ­ხ­რი­ვი შეხ­ვედ­რე­ბი გა­ი­მარ­თა. შეხ­ვედ­რებ­ში დე­ლე­გა­ცი­ის 53 წევ­რი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. თურ­ქულ კომ­პა­ნი­ებს შე­საძ­ლებ­ლ­ბა ჰქონ­დათ, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გა­ე­მარ­თათ შე­სა­ბა­მი­სი სექ­ტო­რის მი­ხედ­ვით პო­ტენ­ცი­ურ ბიზ­ნეს­პარ­ტ­ნი­ო­რებ­თან და მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან.

ტექ­ს­ტი­ლის სექ­ტო­რი აჭა­რა­ში გან­ვი­თა­რე­ბის ეტაპ­ზეა. დღე­ი­სათ­ვის რე­გი­ონ­ში უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ით 6 ტექ­ს­ტი­ლის ქარ­ხა­ნა ოპე­რი­რებს. ბიზ­ნეს­ფო­რუმ­ში, რა თქმა უნ­და, ამ კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც იღებ­დ­ნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. თურ­ქ­მა ბიზ­ნეს­მე­ნებ­მა ყვე­ლა­ზე მე­ტი ინ­ტე­რე­სი სწო­რედ ამ სექ­ტო­რის მი­მართ გა­მო­ი­ჩი­ნეს.

კომ­პა­ნია BTM Textile-ი აჭა­რა­ში, ხელ­ვა­ჩა­უ­რის რა­ი­ონ­ში 2006 წლი­დან ოპე­რი­რებს. კომ­პა­ნია სა­ექ­ს­პორ­ტოდ მსოფ­ლო­ში ცნო­ბი­ლი ბრენ­დე­ბის ტან­საც­მელს კე­რავს. BTM Textile-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მე­თინ იაღ­ლის გან­ცხა­დე­ბით, კომ­პა­ნი­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის 10 მლნ დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია აქვთ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი. კომ­პა­ნი­ას დღე­ი­სათ­ვის ექ­ს­პორ­ტ­ზე 3 მი­ლი­ონ 300 ათა­სი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის პრო­დუქ­ცია აქვს გა­ტა­ნი­ლი. BTM Textile-ი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით “ბრენ­დის” სა­ხე­ლით სა­კუ­თა­რი სა­ვაჭ­რო ქსე­ლი შექ­მ­ნა, რო­მე­ლიც 12 მა­ღა­ზი­ას აერ­თი­ა­ნებს.

AJARA TEXTILE-ი ქო­ბუ­ლე­თის რა­ი­ონ­ში 2007 წელს გა­იხ­ს­ნა. კომ­პა­ნი­ამ ბრენდ “პუ­მას” ტან­საც­მელს შე­კერ­ვა და ექ­ს­პორ­ტ­ზე გა­ტა­ნა იმა­ვე წელს და­იწყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კომ­პა­ნი­ამ ქვეყ­ნა­ში კი­დევ ერ­თი ბრენ­დი - “ადი­და­სი” შე­მო­იყ­ვა­ნა, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც წარ­მო­ე­ბა გა­ა­ფარ­თო­ვა. კომ­პა­ნი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბის მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცია 7 მლნ დო­ლა­რამ­დეა. და­არ­სე­ბი­დან დღემ­დე კი AJARA TEXTILE-მა ექ­ს­პორ­ტ­ზე 3 მლნ 836 ათა­სი აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის პრო­დუქ­ცია გა­ი­ტა­ნა.

სა­ქარ­თ­ვე­ლო-თურ­ქე­თის ბიზ­ნეს­ფო­რუმს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ვეს­ტორ­თა ასო­ცი­ა­ცი­ამ გა­უ­წია. ფო­რუ­მის თა­ნა­ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ასე­ვე იყ­ვ­ნენ აჭა­რის მთავ­რო­ბა, აჭა­რის ფი­ნან­ს­თა და ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტ­რო, აჭა­რის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, აჭა­რის სა­ვაჭ­რო-სამ­რეწ­ვე­ლო პა­ლა­ტა და ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი.

ყველაზე პოპულარული
  1. უცხოეთი >>

    aa
  2. რეგიონი >>

    aa
  3. კინო >>

    aa
  4. სპორტი >>

    aa
  5. კალათბურთი >>

    aa
  6. კალათბურთი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. საზოგადოება >>

    aa
  10. თვალსაზრისი >>

    aa
  11. ინტერვიუ >>

    aa
  12. პოლიტიკა >>

    aa
  13. უცხოეთი >>

    aa
  14. პრესომბუდსმენი >>

    aa
  15. თვალსაზრისი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. კულინარია >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. ავტო >>

    aa
  29. ავტო >>

    aa
  30. ავტო >>

    aa
  31. ავტო >>

    aa
  32. ავტო >>

    aa
  33. ავტო >>

    aa
  34. ავტო >>

    aa
  35. ავტო >>

    aa
  36. ავტო >>

    aa
  37. ავტო >>

    aa
  38. ავტო >>

    aa
  39. ავტო >>

    aa
  40. მეცნიერება >>

    aa
  41. მეცნიერება >>

    aa
  42. რევიუ >>

    aa
  43. საზოგადოება >>

    aa
  44. რევიუ >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. სპორტი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი