RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, შაბათი 2013
თბილისი ... ...
ბიზნესი >>

ავტომობილების იმპორტ-ექსპორტი საქართველოში

2012 წლის პერსპექტივები

24 საათი 06.05.12

2012 წლის პერსპექტივები

საქართველოს ეკონომიკაში 2011 წლის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს ავტომობილების ექსპორტ-იმპორტის მკვეთრი ზრდა. 2011 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით საქართველოს საექსპორტო პროდუქციაში პირველი ადგილი დაიკავა ავტომობილების ექსპორტმა, რომლის ღირებულებამაც შეადგინა 271.7 მილიონი დოლარი (ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 22.9%). ეს შედეგი მიღწეული იქნა ავტომობილების, პირველ რიგში მსუბუქი, ექსპორტის წლევანდელი მაჩვენებლის ძალიან მკვეთრი ზრდის შედეგად, თუმცა ის ასახავს უკანასკნელი წლების მყარ ტენდენციას, რომლის მიხედვითაც საქართველომ შეიძინა განსაკუთრებული მნიშვნელობა რეგიონში მსუბუქი ავტომობილების ვაჭრობის სფეროში.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც განაპირობა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტის ზრდა საქართველოდან 2011 წლის პირველ ნახევარში, იყო საკანონმდებლო ცვლილებები ყაზახეთის საბაჟო კანონმდებლობაში, რომლებიც ითვალისწინებდა შეღავათებს იმპორტული ავტომობილების დაბეგვრისას. სამწუხაროდ ეს შეღავათები მოქმედებდა მცირე დროით და გაუქმდა წლის პირველ ნახევარში.

ქვემოთ მოყვანილია ავტომობილების ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლები 2011 წლის სამი კვარტალის მიხედვით:

ავტომობილების ექსპორტი

(მილიონ დოლარებში)

I კვ. II კვ. III კვ.

მსუბუქი ავტომობილები 95. 151 150. 998 86. 782

სატვირთო ავტომობილები 6. 754 6. 708 7.327

ავტომობილების იმპორტი

(მილიონ დოლარებში)

I კვ. II კვ. III კვ.

მსუბუქი ავტომობილები 81. 976 88. 510 107. 682

სატვირთო ავტომობილები 13. 878 18. 697 18 .922

ამ ცხრილებში არ არის ასახული ზოგიერთი ტიპის ავტომობილების ექსპორტ-იმპორტი. მიუხედავად ამისა ისინი ნათლად გვიჩვენებენ წლის განმავლობაში საავტომობილო ბაზარზე არსებულ ტენდენციებს. მაგალითად განსაკუთრებით დიდი ღირებულების ექსპორტი გახორციელდა წლის მეორე კვარტალში, რაც შეესაბამება იმპორტირებულ ავტომობილებზე გაზრდილ მოთხოვნას ყაზახეთის ბაზარზე. ცნობილია რომ საქართველო თითქმის არ აწარმოებს საავტომობილო ტექნიკას. ამასთანვე წლის პირველ ნახევარში ის ყიდდა ექსპორტზე გაცილებით მეტ ავტომობილს, ვიდრე ახორციელებდა იმპორტს. Fფაქტიურად, დიდმა მოთხოვნამ იმპორტულ ავტომობილებზე გამოიწვია, ის რომ საქართველოდან ხდებოდა წინა წლებში იმპორტირებული ავტომობილების ფართო ექსპორტი. ეს ქმნის პირობას, რომ მომავალ წლებში შენარჩუნდება, როგორც მინიმუმი, იმპორტის ის მაღალი დონე, რომელიც მიღწეული იქნა წელს, რათა ქართულ საავტომობილო ბაზარზე მოხდეს წელს დიდი მასშტაბით ექსპორტირებული ავტომობილების ჩანაცვლება.

საავტომობილო ექსპორტის ზრდა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება აიხსნას მხოლოდ ყაზახეთის ბაზარზე დროის გარკვეულ მომენტში შექმნილი სიტუაციის გამო. მესამე კვარტალის მაღალი მონაცემები გვიჩვენებენ, რომ ადგილი აქვს ძლიერ ტენდენციას. ამ კვარტალში ყაზახეთში გაუქმებული იყო საბაჟო შეღავათები ავტომობილების იმპორტზე. მიუხედავად ამისა შენარჩუნდა საქართველოდან ავტომობილების ექსპორტის მაღალი დონე. ეს იმედს გვაძლევს, რომ ექსპორტის მაღალი მონაცემები შენარჩუნდება მომავალ წლებშიც. ამასთანავე გასათვალისწინებელია რისკები, რომლებმაც შეიძლება ითამაშონ ხელისშემშლელი როლი. მათ შორისაა პოლიტიკური დესტაბილიზაცია რეგიონის რომელიმე ქვეყანაში ან მთლიანად რეგიონში, კრიზისული მოვლენები გლობალურ ეკონომიკაში, პოლიტიკური ან ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილება რეგიონის ამა თუ იმ ქვეყანაში.

მიუხედავად ამისა, საავტომობილო ექსპორტისა და იმპორტის სფეროში დაკავებული კომპანიების უმრავლესობა მაინც განწყობილია ოპტიმისტურად. მათი აზრით საქართვე­ლოს აქვს კარგი შანსი გახდეს ავტომობილებით ვაჭრობის რეგიონული ცენტრი. უახლოესიი წლები გვიჩვენებენ, რამდენად გამართლებულია ეს ოპტიმიზმი.

იმ შემთხვევაში, თუ ეს მოხდა, უნდა მოველოდეთ, რომ მოხდება ამ სფეროში ინვესტიციების ზრდა. კერძოდ საშუალო ზომის საავტომობილო ქარხნების მშენებლობა, სადაც მოხდება იმპორტირებული ავტომობილების რემონტი და განახლება, მათი მომზადება შემდგომი გაყიდვისთვის, მათ შორის ექსპორტისთვის. Eეს გზა თავის დროზე გაიარეს ბალტიის ქვეყნებმაც, რომლებმაც მოიპოვეს მნიშვნელოვანი პოზიციები ავტომობილების რეექსპორტში რეგიონში.

კიდევ ერთ არგუმენტად იმ მოსაზრების გასამყარებლად, რომ საქართველომაც შეიძლება მიაღწიოს ანალოგიურ წარმატებას, შეიძლება გამოდგეს საქართველოდან ავტომობილების ექსპორტის ფართო გეოგრაფია. სადაც წარმოდგენილია, როგორც კავკასიის სახელმწიფოები, ასევე ცენტრალური აზიის ყველა სახელმწიფო. ეს ამცირებს ქართული რეექსპორტის დამოკიდებულებას ამა თუ იმ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. მნიშვნელოვანი როლი ავტომობილების ექსპორტის ზრდაში ითამაშა საქართველოში ავტომობილების იმპორტ-ექსპორტისა და რეგისტრაციის უაღრესად მოსახერხებელმა და კომფორტულმა სისტემამ. ამასთანვე ეს არ ამოწურავს მთავრობის შესაძლებლობას დამატებითი სტიმულირების მექანიზმებით უფრო წარმატებული გახადოს ეს სფერო.

ყველაზე პოპულარული
  1. საზოგადოება >>

    aa
  2. ბლოგი >>

    aa
  3. ინტერვიუ >>

    aa
  4. პოლიტიკა >>

    aa
  5. უცხოეთი >>

    aa
  6. ბლოგი >>

    aa
  7. ბლოგი >>

    aa
  8. პრესომბუდსმენი >>

    aa
  9. თვალსაზრისი >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. სტილი >>

    aa
  13. რევიუ >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. მარანი >>

    aa
  16. მარანი >>

    aa
  17. მარანი >>

    aa
  18. კულინარია >>

    aa
  19. წიგნები >>

    aa
  20. წიგნები >>

    aa
  21. წიგნები >>

    aa
  22. წიგნები >>

    aa
  23. წიგნები >>

    aa
  24. წიგნები >>

    aa
  25. საზოგადოება >>

    aa
  26. საზოგადოება >>

    aa
  27. ტექნოლოგიები >>

    aa
  28. ტექნოლოგიები >>

    aa
  29. საზოგადოება >>

    aa
  30. რევიუ >>

    aa
  31. თვალსაზრისი >>

    aa
  32. რევიუ >>

    aa
  33. სპორტი >>

    aa
  34. კალათბურთი >>

    aa
  35. კალათბურთი >>

    aa
  36. ჭიდაობა >>

    aa
  37. უცხოეთი >>

    aa
  38. რევიუ >>

    aa
  39. ამბები >>

    aa
  40. სპორტი >>

    aa
  41. სპორტი >>

    aa
  42. სპორტი >>

    aa
  43. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი