"საქართველოს ბანკმა" "სტუდენტური ბარათის" მფლობელი კიდევ ოცი სტუდენტი დააჯილდოვა.
24 საათი 26.01.10
"საქართველოს ბანკმა" "სტუდენტური ბარათის" მფლობელი კიდევ ოცი სტუდენტი დააჯილდოვა.
ბარათის მფლობელი სტუდენტები გამოვლინდნენ ნომინაციებში: "ყველაზე აქტიური" - სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ბარათის ყველაზე ხშირი მოხმარებისთვის, "ყველაზე ხელგაშლილი" - სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ყველაზე დიდი მოცულობის თანხის დახარჯვისთვის, და "ყველაზე წინდახედული" - საბარათე ანგარიშზე განთავსებული ყველაზე დიდი დანაზოგისთვის.
ოცივე სტუდენტი "საქართველოს ბანკისგან" სამი თვის განმავლობაში 100 ლარის ოდენობის სტიპენდიას მიიღებს. "საქართველოს ბანკმა" გასულ წელს უკვე ორჯერ დააჯილდოვა "სტუდენტური ბარათის" მფლობელი სტუდენტები. შედეგად, 40 გამარჯვებულ სტუდენტს ფულადი ჯილდო გადაეცა.
შეგაშეგახსენებთ, რომ "სტუდენტური ბარათი" "საქართველოს ბანკმა" 2009 წლის მარტში გამოუშვა. ბარათი სპეციალურად სტუდენტებისთვის არის შემუშავებული და "საქართველოს ბანკის", თბილისის მერიის, შპს. "თბილისის მეტროს", შპს. "თბილისის ავტობუსის" და განათლების სამინისტროს აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოდის. "სტუდენტური ბარათი" Visa Electron-ის კლასის ერთწლიანი პლასტიკური ბარათია უკონტაქტო აპლიკაციით. ბარათის მეშვეობით შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის საბანკო ოპერაციის განხორციელება. ამავდორულად, "სტუდენტური ბარათი" წარმოადგენს ერთადერთ საშულებას სტუდენტისთვის, რომლითაც მას შეუძლია ისარგებლოს თბილისის მერიის მიერ სპეციალურად სტუდენტებისთვის დაწესებული შეღავათიანი ტარიფით თბილისის მეტროთი, ასევე ავტობუსით მგზავრობისას და გადაიხადოს ტარიფი გამარტივებული - უკონტაქტო ფორმით.
აღაღსანიშნავია, რომ ეს აქცია ერთჯერადი არ გახლავთ. "საქართველოს ბანკი" ყოველ სამ თვეში ავლენს 20 გამარჯვებულ სტუდენტს სამი ნომინაციის მიხედვით და თითოეულ მათგანს სამი თვის განმავლობაში 100 ლარის მოცულობის სტიპენდიას უნიშნავს.