“საქართველოს ბანკი” VISA International -თან ერთად ერთობლივ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც სპეციალურად შემუშავდა ახალი VISA Electron-ის ტიპის ბარათი VISA FIFA CARD-ი.
24 საათი 10.03.10
“საქართველოს ბანკი” VISA International -თან ერთად ერთობლივ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც სპეციალურად შემუშავდა ახალი VISA Electron-ის ტიპის ბარათი VISA FIFA CARD-ი.
პროექტის პრეზენტაცია გუშინ სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გაიმართა. “საქართველოს ბანკის” დირექტორის მოადგილე გიორგი ჭილაიას თქმით, “საქართველოს ბანკი” და VISA International-ი მომხმარებელს 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრების შესაძლებლობას აძლევს. VISA FIFA CARD-ის ბარათის მიღება მომხმარებელს 5 მარტიდან 5 მაისამდე შეუძლია. დაჯილდოვდება ის მომხმარებელი, ვინც ბარათს ყველაზე ხშირად მოიხმარს სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში და 20 ლარის და მეტი მოცულობის ტრანზაქციას განახორციელებს.
პროექტის ფარგლებში გამოვლინდება 100 გამარჯვებული. პირველ ადგილზე გასული გამარჯვებული მიიღებს სუპერპრიზს - საგზურს სამხრეთ აფრიკაში, რომელიც მოიცავს 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩზე დასასწრებ ბილეთებს 2 ადამიანისთვის, სასტუმროსა და ავიაბილეთებს. შემდეგი 99 გამარჯვებული დასაჩუქრდება FIFA-ს 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური მაისურითა და ბურთით.
VISA FIFA ბარათის გამოყენება შესაძლებელია ყველა ძირითადი საბანკო ოპერაციის განხორციელებისთვის, იქნება ეს ბანკომატიდან თანხის განაღდება, სავაჭრო ობიექტებში მომსახურების შეძენა, კომუნალური გადასახადების გადახდა თუ მობილური ტელეფონის ბალანსის შევსება.
ნინო ნარჩემაშვილი