RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
17 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ბიზნესი >>

ბათუმში „SOLO”-ს პირველი წარმომადგენლობა გაიხსნა

„საქართველოს ბანკმა“ გუშინ ქალაქ ბათუმში ექსკლუზიური პერსონალური საბანკო მომსახურების „SOLO”-ს წარმომადგენლობა გახსნა.

24 საათი 24.07.10

„საქართველოს ბანკმა“ გუშინ ქალაქ ბათუმში ექსკლუზიური პერსონალური საბანკო მომსახურების „SOLO”-ს წარმომადგენლობა გახსნა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით ეს არის თბილისის გარეთ ექსკლუზიური პერსონალური საბანკო მომსახურების წარმომადგენლობის გახსნის პირველი შემთხვევა. „SOLO”-ს სპეციალიზირებული მომსახურების კუთხე „საქართველოს ბანკის“ ბათუმის ცენტრალურ სერვის ცენტრში განთავსდება, მისამართზე მემედ აბაშიძის N58, სადაც „SOLO”-ს მომხმარებლები ექსკლუზიურ მომსახურებას მიიღებენ.

„SOLO” საბანკო მომსახურების სრული სპექტრია, რომელსაც ერთვის ექსკლუზიური სერვისები და პრივილეგირებული მომსახურება. „საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის სოფო ბალავაძის განცხადებით, „საქართველოს ბანკის ექსკლუზიური პერსონალური საბანკო მომსახურება „სოლო“ 2009 წლის ნოემბრიდან წარმატებით ემსახურება მომხმარებელს მთელი საქართველოდან და დინამიურად ვითარდება - იზრდება “SOLO”-ს მომხმარებელთა რიცხვი და სპეციალური შეთავაზებები. „SOLO” მის მომხმარებელს ინდივიდუალურ მიდგომას, პერსონალური ბანკირების მომსახურებას, მათთვის გამოყოფილ სერვის ცენტრებს, მომსახურების საუკეთესო ხარისხს, სასიამოვნო და მშვიდ გარემოს და American Express Gold Card-ის მიღების ექსკლუზიურ საშუალებას სთავაზობს. ამჯერად კი გაიხსნა „სოლო“-ს მომსახურების პირველი კუთხე ბათუმში. ეს არის პერსონალური საბანკო მომსახურების პირველი წერტილი რომელიც თბილისის გარეთ ამოქმედდა.“

„საქართველოს ბანკში“ აღნიშნავენ, რომ „SOLO”-ს მომხმარებლებს პერსონალური ბანკირების გუნდი ემსახურება, რომელიც საგანგებოდ შერჩეული და მომზადებული პროფესიონალებისგან შედგება. პერსონალური ბანკირი კი არის ერთადერთი საკონტაქტო პირი, რაც ბევრად ამარტივებს ბანკთან ურთიერთობას. შედეგად, „SOLO”-ს მომხმარებელი ზოგავს დროს და ენერგიას.

მნიშვნელოვანია, რომ „SOLO”-ს მომხმარებლები სარგებლობენ გამარტივებული პირობებით და მხოლოდ მათთვის შექმნილი მომსახურებითა და პროდუქტებით. ასეთია, ექსკლუზიური „SOLO” ბარათი, რომელსაც არ აქვს მინიმალური ნაშთის მოთხოვნა, განაღდების მაღალი დღიური ლიმიტი და განაღდების ნულოვანი საკომისიო. მხოლოდ „SOLO”-ს მომხმარებლებს აქვთ საშუალება მიიღონ საკრედიტო ბარათი American Exspress Gold Card. American Exspress Gold Card-ი American Exspress-ის ძირეული ბენეფიტების გარდა, როგორიცაა ქულების დაგროვება ბარათის გამოყენებისას და ექსკლუზიური შეთავაზებებისა და ფასდაკლებების მიღება მსოფლიო მასშტაბით, ასევე, მის მფლობელს უფლებას აძლევს ისარგებლოს American Express Gold Travel Service-ით - მიიღოს მაღალი ხარისხის ტურისტული მომსახურება და ექსკლუზიური სამოგზაურო შეთავაზებები. American Exspress Gold Card-ის მფლობელები სარგებლობენ სამოგზაურო და ჯანმრთელობის დაზღვევით, ხოლო Travel Inconvenience Insurance მათ უზღვევს ძირითად ხარჯებს იმ შემთხვევაში, თუ გადაიდო ან გაუქმდა რეისი, იგვიანებს ან დაიკარგა ბარგი, მომხმარებელმა გაუშვა დამაკავშირებელი ფრენა.

„SOLO”-ს მომხმარებელი საჩუქრად იღებს სამოგზაურო დაზღვევას 50,000 აშშ დოლარის ლიმიტით, სადებეტო ბარათს Visa Gold ან MasterCard Gold, ხშირი მოგზაურობისთვის განკუთვნილ IAPA ბარათს და წელიწადში 14 დღე ინდივიდუალური სეიფით სარგებლობას.

„SOLO”-ს მომხმარებელი კი შეიძლება გახდეს ყველა ფიზიკური პირი, რომლის ანაგრიშზეც ყველთვიური ბრუნვა 3 ათას ლარს აღემატება ან ნებისმიერი ტიპის ვადიან ანაბარზე განთავსებული აქვს 20 ათას ლარზე მეტი მოცულობის თანხა. თითოეული განაცხადი განიხილება ინდივიდუალურად.

თბილისში „SOLO”-ს მომსახურების მიღება შესაძლებელია სპეციალიზებულ სერვის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირის 62-ში და „საქართველოს ბანკის“ არსებულ სერვის ცენტრებში მოწყობილ „SOLO”-ს მომსახურების ადგილებში. „საქართველოს ბანკის“ იმ სერვის ცენტრებში, სადაც არ არის განთავსებული „SOLO”-ს მომსახურების კუთხე, კლიენტს მოემსახურება სერვის ცენტრის მენეჯერი. „SOLO”-ს მომხმარებლებისთვის მუშაობს ცალკე სატელეფონო ცენტრი, ნომრით 444 400 და ახალი ტიპის საბანკო მომსახურება- მეილ ბანკი, რომლის მეშვეობითაც, ელ-ფოსტის გამოყენებით შესაძლებელია ანგარიშზე ნაშთის გაგება, საბანკო ოპერაციების წარმოება და სხვა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ მომხმარებელს შეუძლია დარეკოს ნომერზე 444 400, გააგზავნოს მეილი მისამართზე info@solo.ge , ეწვიოს ვებ-გვერდს www.solo.ge, ან „SOLO”-ს მომსახურების ადგილებს.

ყველაზე პოპულარული
  1. უცხოეთი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. საზოგადოება >>

    aa
  4. წიგნები >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. რევიუ >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. პრესომბუდსმენი >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. მუსიკა >>

    aa
  14. უცხოეთი >>

    aa
  15. უცხოეთი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. ამბები >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. მარანი >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. კულინარია >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. მეცნიერება >>

    aa
  36. მეცნიერება >>

    aa
  37. მეცნიერება >>

    aa
  38. მეცნიერება >>

    aa
  39. მეცნიერება >>

    aa
  40. მუსიკა >>

    aa
  41. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  42. რევიუ >>

    aa
  43. ავტო >>

    aa
  44. ავტო >>

    aa
  45. რევიუ >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. მეცნიერება >>

    aa
  49. ტექნოლოგიები >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი