RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
17 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ბიზნესი >>

"საქართველოს ბანკი" American Express® Business საკრედიტო ბარათების გამოშვებას იწყებს

"საქართველოს ბანკი" პირველ American Express® Business საკრედიტო ბარათების ექსკლუზიურ გამოშვებას იწყებს.

24 საათი 08.02.12

"საქართველოს ბანკი" პირველ American Express® Business საკრედიტო ბარათების ექსკლუზიურ გამოშვებას იწყებს.

”საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორის ირაკლი გილაურის განცხადებით, American Express® Business საკრედიტო ბარათები, ბიზნეს სექტორისთვის განკუთვნილი პირველი საკრედიტო ბარათები იქნება ქართულ ბაზარზე. ბანკი გამოუშვებს ორი ტიპის American Express® Green Business და American Express Gold Business საკრედიტო ბარათებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში American Express ბარათებს ექსკლუზიურად ”საქართველოს ბანკი” უშვებს. ასევე, ”საქართველოს ბანკი” ახორციელებს სავაჭრო ობიექტების ჩართვას American Express-ის ქსელში.

ბანკში აცხადებენ, რომ American Express-ის ახალი საკრედიტო ბარათები სთავაზობენ ქართულ კომპანიებს მაქსიმალურ ფინანსურ კონტროლს, გადახდის მოქნილ სისტემას, უმაღლესი ხარისხის მომსახურებას და წვდომას მხოლოდ აღნიშნული ბარათის მფლობელებისთვის განკუთვნილ შეთავაზებებზე. ამას თან ერთვის სამოგზაურო და შეძენილი ნივთის დაზღვევა.

ბარათების გამოყენება შესაძლებელია კომპანიების ყოველდღიური საჭიროებებისთვის და სამოგზაურო ხარჯებისთვის, ისევე როგორც ნაღდი ფულის გამოსატანად ბანკომატებიდან და ”საქართველოს ბანკის” სერვისცენტრებიდან. ბარათის ყოველი გამოყენებისას, კომპანიები დააგროვებენ Membership Rewards ქულებს, რომელთა გადაცვლაც შეუძლიათ საჭირო ნივთებსა და სერვისებზე. Membership Rewards ქულები კომპანიის საერთო ანგარიშზე დაგროვდება. American Express Business საკრედიტო ბარათების მფლობელებს ასევე ექნებათ წვდომა ბონუსპროგრამაზე Selects™, რომლის მეშვეობითაც მიიღებენ სპეციალურ შეთავაზებებს სავაჭრო ობიექტებში.

პირველ American Express® Business საკრედიტო ბარათების აღების მსურველი კომპანიებისთვის საკრედიტო ლიმიტი და საპროცენტო განაკევეთი ინდივიდუალურად შემუშავდება. კომპანიებზე დაშვებული იქნება საერთო საკრედიტო ლიმიტი, რომლის ფარგლებშიც მათ შეუძლიათ მოითხოვონ ბარათების საჭირო რაოდენობა. კომპანიებს უფლება აქვთ ქველიმიტების გათვალისწინებით ბარათები თანამშრომლებს გადასცენ.

"საქართველოს ბანკის” და American Express-ის წარმატებული თანამშორმლობას კიდევ ერთხელ აღნიშნავს ევროპაში, შუა აღმოსავლეთსა და აფრიკაში American Express-ის გლობალური ქსელის მომსახურების ვიცე-პრეზიდენტი კოლინ ო’ფლაერტი. მისი განცხადებით, ”American Express-ი განაგრძობს მუშაობას "საქართველოს ბანკთან" მომხმარებლისთვის მეტი ღირებულების მომტანი, საუკეთესო პროდუქტების შესაქმნელად, რომლებიც დააკმაყოფილებენ ბიზნესის სექტორის მოთხოვნებს. ქართული ბაზრისთვის შექმნილი ახალი, ინოვაციური ბარათების გამოშვებით კიდევ ერთხელ ფიქსირდება "საქართველოს ბანკის” და American Express-ის წარმატებული თანამშორმლობა”.

”საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორის თქმით, ახალი American Express Green და Gold Business საკრედიტო ბარათები, ბიზნესის მფლობელებს მნიშვნელოვან ფინანსურ თავისუფლებას სთავაზობს, შესაძლებლობას აძლევს ადვილად მართონ და შეამცირონ ხარჯები. ამავდროულად, ბარათის მფლობელებს ექნებათ წვდომა American Express ბრენდთან დაკავშირებულ ყველა ძირითად ბენეფიტზე. საკრედიტო პროდუქტები მორგებულია მცირე და საშუალო, ასევე კორპორატიული კლიენტების მოთხოვნებზე და კიდევ ერთხელ მიუთითებს ბანკის მისწრაფებაზე, შესთავაზოს ბიზნესის სექტორს გამორჩეული პროდუქტები".

აღსანიშნავია, რომ ”საქართველოს ბანკმა” American Express-თან ერთად საკრედიტო ბარათი პირველად 2009 წლის ნოემბერში გამოუშვა. ბაზარზე უკვე გამოსულია American Express Gold Card-ი, American Express Green Card-ი, American Express Blue Card-ი და American Express Rewards Card-ი.

American Express Card-ის მფლობელი შეუძლია გახდეს ყველას, ვისი შემოსავალიც 300 ლარი ან მეტია, ბარათით თანხის დახარჯვისას 55 დღის განმავლობაში მომხმარებელს საპროცენტო განაკვეთი არ დაერიცხება.

საკრედიტო ბარათების ბაზარზე American Express Card-ის წილი 70 პროცენტია. "საქართველოს ბანკს" უკვე გამოშვებული აქვს 100 000-ზე მეტი ამ ტიპის ბარათი.

რაც შეეხება ახალ American Express Business საკრედიტო ბარათებს, მათი მთავარი ბენეფიტებია - გადახდის მოქნილობა. ათვისებულ თანხაზე, ბარათები სთავაზობენ მფლობელს 36 დღიან უპროცენტო კრედიტს, რას საშუალებას აძლევს კომპანიებს, დროის განმავლობაში, მთლიანად დაფარონ მათი ბალანსი. ბარათის მფლობელებს შეუძლიათ გაანაღდონ თანხები როგორც საქართველოს ბანკის ბანკომატებსა და სერვისცენტრებში, ისე 800,000-ზე მეტ ბანკომატში მსოფლიოს მასშტაბით.

Membership Rewards. კომპანიებს დაერიცხებათ ერთი ქულა ყოველი ლარისთვის, რომელსაც ბარათის მფლობელები გახარჯავენ თავიანთი ბარათებიდან. ქულებს არასოდეს გასდის ვადა და კომპანიებს შუძლიათ ნებისმიერ დროს გადაცვალონ ქულები სამოგზაურო პაკეტებზე, ავიაბილეთებზე და კომპანიისთვის საჭირო სხვა მომსახურებასა და ნივთებზე.

Business Savings Program. ხსენებული პროგრამის მეშვეობით, რომელიც მოიცავს 50%-მდე ფასდაკლებას მომსახურებისა და სავაჭრო ობიექტებში, როგორიცაა სასტუმროები, რესტორნები და ყოველდღიური მოხმარების საგნების მაღაზიები, კომპანიებს შეუძლიათ შეამცირონ დანახარჯები. შეთავაზებები ვრცელდება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

სამოგზაურო, შენაძენებისა და არაავტორიზებული მოხმარების დაზღვევა. ბარათის მფლობელები სარგებლობენ ვრცელი სამოგზაურო დაზღვევით, რომელიც ფარავს სამედიცინო საჭიროებებთან და გადადებულ ან გაუქმებულ ფრენებთან დაკავშირებულ ხარჯებს. დაზღვევა შეესაბამება შენგენის ვიზის მოთხოვნებს. ბარათის მფლობელები ასევე მიიღებენ ბარათით, როგორც ინტერნეტში, ისე მაღაზიაში შეძენილი ნივთების დაზღვევას და დაცვას არაავტორიზებული მოხმარებისგან იმ შემთხვევაში თუ ბარათი მოიპარეს ან დაიკარგა.

მსოფლიო დონის მომსახურება. პროფესიონალთა გუნდი მოემსახურება ბარათის მფლობელებს 24 საათი დღეში, 7 დღე კვირაში და დაეხმარება ისეთ საკითხებში, როგორიცაა ავიაბილეთებისა და სასტუმროს დაჯავშნა, ასევე მხარდაჭერა საზღვარგარეთ მოგზაურობისას.

სპეციალური ბენეფიტები. ბარათის მფლობელები ავტომატურად ჩაერთვებიან American Express Selects პროგრამაში, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სპეციალური შეთავაზებებისა და ფასდაკლებების მიღება ყველაზე პოპულარულ რესტორნებში, სასტუმროებსა და სავაჭრო ობიექტებში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

ყველაზე პოპულარული
  1. უცხოეთი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. საზოგადოება >>

    aa
  4. წიგნები >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. რევიუ >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. პრესომბუდსმენი >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. მუსიკა >>

    aa
  14. უცხოეთი >>

    aa
  15. უცხოეთი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. ამბები >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. მარანი >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. კულინარია >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. მეცნიერება >>

    aa
  36. მეცნიერება >>

    aa
  37. მეცნიერება >>

    aa
  38. მეცნიერება >>

    aa
  39. მეცნიერება >>

    aa
  40. მუსიკა >>

    aa
  41. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  42. რევიუ >>

    aa
  43. ავტო >>

    aa
  44. ავტო >>

    aa
  45. რევიუ >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. მეცნიერება >>

    aa
  49. ტექნოლოგიები >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი