ფინანსთა სამინისტრო მომსახურების სააგენტო სერვისის ფორმას ამარტივებს.
24 საათი 08.12.10
ფინანსთა სამინისტრო მომსახურების სააგენტო სერვისის ფორმას ამარტივებს.
სააგენტოს ინფორმაციით, იმ მოქალაქეებს, რომელებსაც აუქციონში მონაწილეობის მიღების სურვილი აქვთ, მაგრამ არ აქვთ ამის საშუალება (ინტერნეტი, კომპიუტერი, სათანადო ცოდნა), შეუძლიათ გულუას N4-ში მიბრძანდნენ, სადაც სააგენტოს თანამშრომლების დახმარებით შეძლებენ გაიარონ რეგისტრაცია, მიიღონ მონაწილეობა ვაჭრობაში და, ზოგადად, სისტემის შესაძლებლობებს გაეცნონ.