RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
17 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ბიზნესი >>

ლა­მა­ზი დამ­შ­ვი­დო­ბე­ბა

ტი­ე­რი ან­რის ხან­მოკ­ლე დაბ­რუ­ნე­ბა "არ­სე­ნალ­ში" ჰო­ლი­ვუ­დურ ფილმს და­ემ­ს­გავ­სა.

24 საათი 18.02.12

ტო­ტი ჩემ­პი­ო­ნის რან­გ­ში და­ემ­შ­ვი­დო­ბა ნაკ­რებს
ტო­ტი ჩემ­პი­ო­ნის რან­გ­ში და­ემ­შ­ვი­დო­ბა ნაკ­რებს

ტი­ე­რი ან­რის ხან­მოკ­ლე დაბ­რუ­ნე­ბა "არ­სე­ნალ­ში" ჰო­ლი­ვუ­დურ ფილმს და­ემ­ს­გავ­სა.

თა­ვი­დან ეს ფილ­მი მე­ლოდ­რა­მა­ტუ­ლი იყო, მაგ­რამ ფი­ნა­ლუ­რი სცე­ნა სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ჟან­რი­სა იყო.

თა­ვის დრო­ზე ან­რი "არ­სე­ნალს" ლა­მა­ზად და­ემ­შ­ვი­დო­ბა, მაგ­რამ "მე­თო­ფე­თა" გუნ­დ­ში მე­ო­რედ მოს­ვ­ლის შემ­დეგ დამ­შ­ვი­დო­ბე­ბა სა­ში­ნე­ლი გა­მოდ­გა. ტი­ტი ან­რის ბო­ლო მატ­ჩ­ში "არ­სე­ნა­ლი" მი­ლან­ში "სან სი­როს" სტა­დი­ონ­ზე ან­გა­რი­შით 0:4 და­მარ­ცხ­და. ტი­ე­რის არ სურ­და საყ­ვა­რელ გუნ­დ­თან ასე­თი გან­შო­რე­ბა, მაგ­რამ, რო­გორც იტყ­ვი­ან, თავს ზე­ვით ძა­ლა არ არის. ოთხ­შა­ბათ სა­ღა­მოს "მი­ლა­ნი" და­უნ­დო­ბე­ლი იყო. "რო­სო­ნე­რის" ფეხ­ბურ­თე­ლებს სა­ერ­თოდ არ ადარ­დებ­დათ, რომ ან­რი ამ თა­მა­შით "არ­სე­ნალს" ემ­შ­ვი­დო­ბე­ბო­და.

ახ­ლა კი ერ­თად შე­ვად­გი­ნოთ ლა­მა­ზი დამ­შ­ვი­დო­ბე­ბის სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლი. გა­ვიხ­სე­ნოთ ის, ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი და მწვრთნე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ამა თუ იმ გუნ­დი­დან ეფექ­ტუ­რად წა­ვიდ­ნენ. ცხა­დია, ამ ერ­თ­გ­ვა­რი რე­ი­ტინ­გის ნუ­მე­რა­ცია უაზ­რო­ბაა.

ზლა­ტან იბ­რა­ჰი­მო­ვი­ჩი ("ინ­ტე­რი", 2009 წე­ლი)

ზლა­ტან­მა, ფეხ­ბურ­თის თა­მაშ­თან ერ­თად, დამ­შ­ვი­დო­ბე­ბაც ბრწყინ­ვა­ლედ იცის, შე­საძ­ლოა, ყვე­ლა­ზე კარ­გად თა­ნა­მედ­რო­ვე ფეხ­ბურ­თე­ლებს შო­რის. უკა­ნას­კ­ნე­ლი რვა სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში შვედ­მა რვა ტი­ტუ­ლი მო­ი­გო სა­მი სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის ხუთ სხვა­დას­ხ­ვა გუნ­დ­თან ერ­თად.

ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი კი "ინ­ტერ­თან" დამ­შ­ვი­დო­ბე­ბა გა­მოდ­გა. "ნე­რა­ძუ­რის" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში თა­ვი­სი ბო­ლო მატ­ჩი ზლა­ტან­მა 2009 წლის მა­ის­ში "ატ­ლან­ტას" წი­ნა­აღ­მ­დეგ გა­მარ­თა. მარ­თა­ლია, იმ დროს "ინ­ტერს" სკუ­დე­ტო უკ­ვე მო­გე­ბუ­ლი ჰქონ­და, მაგ­რამ ზლა­ტანს სე­რია ა-ს სა­უ­კე­თე­სო ბომ­ბარ­დი­რის ტი­ტუ­ლიც სჭირ­დე­ბო­და და ბერ­გა­მო­ელ­თა კარ­ში გა­ტა­ნი­ლი ორი გო­ლის წყა­ლო­ბით შვედ­მა ეს პრეს­ტი­ჟუ­ლი ჯილ­დოც მო­ი­გო. ამის შემ­დეგ იბ­რა­ჰი­მო­ვი­ჩი "ინ­ტერს" ამე­რი­კულ ტურ­ნე­შიც გაჰ­ყ­ვა, მაგ­რამ "ატ­ლან­ტას­თან" მატ­ჩი მი­სი ბო­ლო ოფი­ცი­ა­ლუ­რი თა­მა­ში იყო "ნე­რა­ძუ­რის" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში. მომ­დევ­ნო სე­ზო­ნი შვედ­მა "ბარ­სე­ლო­ნა­ში" გა­ა­ტა­რა.

ფრან­ჩეს­კო ტო­ტი (იტა­ლი­ის ნაკ­რე­ბი, 2006)

ფრან­ჩეს­კო ტო­ტიმ სა­ნაკ­რე­ბო კა­რი­ე­რა 2006 წლის მუნ­დი­ა­ლის შემ­დეგ და­ას­რუ­ლა. ფრან­ჩოს ბო­ლო მატ­ჩი იტა­ლი­ის ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში მო­დის 2006 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ზე, რო­მე­ლიც იტა­ლი­ის ნაკ­რებ­მა ტო­ტის დახ­მა­რე­ბით მო­ი­გო. ცხა­დია, ასეთ დამ­შ­ვი­დო­ბე­ბას ნე­ბის­მი­ე­რი ინატ­რებ­და. "სკუ­ად­რა აძუ­რა­დან" ტო­ტის წას­ვ­ლის შემ­დეგ იტა­ლი­ე­ლე­ბის საქ­მე­ბი აირია. 2010 წლის მუნ­დი­ა­ლის­თ­ვის მთე­ლი იტა­ლია სთხოვ­და ტო­ტის, დაბ­რუნ­დიო, მაგ­რამ ფრან­ჩეს­კო არ დაბ­რუნ­და, იტა­ლი­ის ნაკ­რე­ბი კი სამ­ხ­რე­თაფ­რი­კულ მუნ­დი­ალ­ზე შერ­ცხ­ვა. ტო­ტის ახ­ლაც სთხო­ვენ დაბ­რუ­ნე­ბას, რა­თა მან 2012 წლის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ითა­მა­შოს, მაგ­რამ "რო­მას" 35 წლის კა­პი­ტანს, რო­მე­ლიც საყ­ვა­რე­ლი გუნ­დის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ბრწყინ­ვა­ლედ თა­მა­შობს, ნაკ­რებ­ში დაბ­რუ­ნე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ჯერ არ მი­უ­ღია.

პე­ტერ შმე­ი­ხე­ლი ("მან­ჩეს­ტე­რი", 1999)

პე­ტერ შმე­ი­ხელ­მა "მან­ჩეს­ტერ იუნა­ი­ტე­დის" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში უკა­ნას­კ­ნე­ლად ითა­მა­შა 1999 წელს, ბარ­სე­ლო­ნა­ში, "კამპ ნო­უ­ზე" გა­მარ­თულ ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ფი­ნალ­ში, რო­მელ­შიც მან­კუ­ნი­ა­ნე­ლებ­მა უაღ­რე­სად დრა­მა­ტულ მატ­ჩ­ში მი­უნ­ხე­ნის "ბა­ი­ერ­ნი" და­ა­მარ­ცხეს. გე­ნი­ა­ლუ­რი და­ნი­ე­ლი მე­კა­რის დამ­შ­ვი­დო­ბე­ბა, შე­საძ­ლოა, ისე­თი­ვე სევ­დი­ა­ნი გა­მომ­დ­გა­რი­ყო, რო­გო­რიც ედ­ვინ ვან დერ სა­რის დამ­შ­ვი­დო­ბე­ბა "მან­ჩეს­ტერ­თან" (ვან დერ სარ­მა უკა­ნას­კ­ნე­ლად ასე­ვე ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ფი­ნალ­ში ითა­მა­შა და "მან­ჩეს­ტე­რი" მა­შინ "ბარ­სე­ლო­ნას­თან" და­მარ­ცხ­და), თუმ­ცა, ბარ­სე­ლო­ნურ ფი­ნალ­ში სას­წა­უ­ლი მოხ­და. მატ­ჩის ძი­რი­თა­დი დრო დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყო. მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მსა­ჯის მი­ერ და­მა­ტე­ბუ­ლი დრო. ტაბ­ლო­ზე ენ­თო 1:0 "ბა­ი­ერ­ნის" სა­სარ­გებ­ლოდ. ამის შემ­დეგ მოხ­და სა­ოც­რე­ბა. შე­რინ­გე­მის გო­ლით მან­კუ­ნი­ა­ნე­ლებ­მა ან­გა­რი­ში გა­ა­თა­ნაბ­რეს. გა­დის კი­დევ ორი წუ­თი და სულ­შერ­მა გა­მარ­ჯ­ვე­ბის გო­ლი გა­ი­ტა­ნა. ასე ლა­მა­ზად და­ემ­შ­ვი­დო­ბა პე­ტერ შმე­ი­ხე­ლი "მან­ჩეს­ტერს".

დი­დიე დე­შა­მი (საფ­რან­გე­თის ნაკ­რე­ბი, 2000)

დი­დიე დე­შა­მის კა­პიტ­ნო­ბის პე­რი­ოდ­ში საფ­რან­გე­თის ნაკ­რებ­მა არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ტი­ტუ­ლე­ბი მო­ი­პო­ვა. 1998 წელს ფრან­გე­ბი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნე­ბი გახ­დ­ნენ, 2000 წელს კი ამას ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლიც და­ე­მა­ტა. დე­შამ­მა სა­ნაკ­რე­ბო კა­რი­ე­რა სწო­რედ 2000 წლის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის შემ­დეგ და­ას­რუ­ლა. უკა­ნას­კ­ნე­ლად სა­ხელ­გან­თ­ქ­მულ­მა კა­პი­ტან­მა "სამ­ფე­რო­ვან­თა" გუნ­დ­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ში ითა­მა­შა.

კარ­ლოს ალ­ბერ­ტო პა­რე­ი­რა (ბრა­ზი­ლი­ის ნაკ­რე­ბი, 1994)

კარ­ლოს ალ­ბერ­ტო პა­რე­ი­რას ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით ბრა­ზი­ლი­ის ნაკ­რებ­მა 1994 წელს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა. მუნ­დი­ა­ლის შემ­დეგ მწვრთნელ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. ეს იყო მარ­თ­ლაც ლა­მა­ზი დამ­შ­ვი­დო­ბე­ბა, თუმ­ცა, 2003 წელს პა­რე­ი­რა დაბ­რუნ­და. მი­სი მე­ო­რედ მოს­ვ­ლა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი გა­მოდ­გა. 2006 წლის მუნ­დი­ა­ლის შემ­დეგ ის იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და გუნ­დი­დან წა­სუ­ლი­ყო.

ჟო­ზე მო­უ­რი­ნიო ("პორ­ტუ", 2006 და "ინ­ტე­რი" 2010)

ჟო­ზე მო­უ­რი­ნიო ორ სხვა­დას­ხ­ვა გუნდს და­ემ­შ­ვი­დო­ბა იდე­ა­ლუ­რად. პირ­ვე­ლად ეს "პორ­ტუ­ში" მოხ­და. ჟო­ზემ "დრა­კო­ნებს" ყვე­ლა შე­საძ­ლო ტი­ტუ­ლი მო­ა­გე­ბი­ნა. 2004 წელს, ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბის შემ­დეგ, მო­უ­რი­ნიო "პორ­ტუ­დან" წა­ვი­და. "ინ­ტერ­ში" იგი­ვე გა­მე­ორ­და. ჟო­ზემ 2010 წელს მო­ი­გო ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა და მად­რი­დის­კენ აიღო გე­ზი. რა მოხ­დე­ბა ამ­ჯე­რად, ძნე­ლი სათ­ქ­მე­ლია, თუმ­ცა, ერ­თი რამ ფაქ­ტია: მის­ტერ გან­სა­კუთ­რე­ბულ­მა დამ­შ­ვი­დო­ბე­ბაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იცის.

პე­ლე ("კოს­მო­სი", 1977)

პე­ლეს "კოს­მოს­თან" დამ­შ­ვი­დო­ბე­ბა მე­ფის ფეხ­ბურ­თი­დან წას­ვ­ლას და­ემ­თხ­ვა. ცხა­დია, ეს ულა­მა­ზოდ ვერ მოხ­დე­ბო­და. ნე­ბის­მი­ე­რი მატ­ჩი, რო­მელ­შიც პე­ლე ფეხ­ბურთს და­ემ­შ­ვი­დო­ბე­ბო­და, სა­მუ­და­მოდ შე­ვი­დო­და ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ა­ში. პე­ლეს ფეხ­ბურ­თ­თან გა­მო­სათხო­ვარ მატ­ჩ­ში "კოს­მოს­მა" "სი­ეტ­ლი" ან­გა­რი­შით 2:1 და­ა­მარ­ცხა.

ვლა­დი­მირ შმი­ცე­რი ("ლი­ვერ­პუ­ლი", 2005)

ვერ ვიტყ­ვით, რომ ვლა­დი­მირ შმი­ცე­რის კა­რი­ე­რა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო, თუმ­ცა, მი­სი დამ­შ­ვი­დო­ბე­ბა "ლი­ვერ­პულ­თან" მარ­თ­ლაც სა­ო­ცა­რი აღ­მოჩ­ნ­და. 2005 წლის მა­ი­სი, ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის სტამ­ბო­ლუ­რი ფი­ნა­ლი. ერ­თ­მა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­დ­ნენ "მი­ლა­ნი" და "ლი­ვერ­პუ­ლი". ეს მატ­ჩი ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერ­თი ულა­მა­ზე­სი იყო. პირ­ვე­ლი ტა­ი­მის შემ­დეგ "მი­ლა­ნი" თა­მაშს 3:0-ს იგებ­და. მე­ო­რე ტა­იმ­ში მოხ­და სა­ოც­რე­ბა: "ლი­ვერ­პულ­მა" ან­გა­რი­ში გა­ა­თა­ნაბ­რა. სა­მი­დან ერ­თი გო­ლი შმი­ცერ­მა გა­ი­ტა­ნა. შემ­დეგ კი მერ­სი­სა­ი­დე­ლებ­მა პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ა­ში ფი­ნა­ლიც მო­ი­გეს. ერთ-ერ­თი პე­ნალ­ტი შმი­ცე­რის ან­გა­რიშ­ზეა.

ბილ შენ­კ­ლი ("ლი­ვერ­პუ­ლი", 1974)

შენ­კ­ლი "ლი­ვერ­პუ­ლის" ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მწვრთნე­ლია. 1974 წელს მან თა­ვის გუნდს ინ­გ­ლი­სის თა­სი მო­ა­გე­ბი­ნა, შემ­დეგ კი, ყვე­ლას­თ­ვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად, გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ.

დე­ვიდ ბექ­ჰე­მი ("რე­ა­ლი", 2007)

"რე­ა­ლის" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში გა­მარ­თულ უკა­ნას­კ­ნელ მატ­ჩ­ში ბექ­ჰემ­მა ეს­პა­ნე­თის ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი მო­ი­გო. ბევრს მი­აჩ­ნია, რომ "რე­ალ­მა" "ბექ­სი" მხო­ლოდ მარ­კე­ტინ­გუ­ლი მო­საზ­რე­ბით იყი­და, მაგ­რამ ერ­თი რამ ცხა­დია: იმ სე­ზონ­ში "ბექ­სი" "რე­ა­ლის" ლი­დე­რი იყო და, ინ­გ­ლი­სე­ლი რომ არა, "რე­ალს" ჩემ­პი­ო­ნო­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბო­და.

 

ყველაზე პოპულარული
  1. უცხოეთი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. საზოგადოება >>

    aa
  4. წიგნები >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. რევიუ >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. პრესომბუდსმენი >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. მუსიკა >>

    aa
  14. უცხოეთი >>

    aa
  15. უცხოეთი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. ამბები >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. მარანი >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. კულინარია >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. მეცნიერება >>

    aa
  36. მეცნიერება >>

    aa
  37. მეცნიერება >>

    aa
  38. მეცნიერება >>

    aa
  39. მეცნიერება >>

    aa
  40. მუსიკა >>

    aa
  41. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  42. რევიუ >>

    aa
  43. ავტო >>

    aa
  44. ავტო >>

    aa
  45. რევიუ >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. მეცნიერება >>

    aa
  49. ტექნოლოგიები >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი