ზაზა ფაჩულია - "კოსმოპოლიტანის" მომხიბვლელთა სიაში
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, სადაც ახლა ფლეი-ოფები მიმდინარეობს, ქალებისთვის განკუთვნილმა ჟურნალმა "კოსმოპოლიტანმა" NBA-ს ყველაზე მიმზიდველ კალათბურთელთა ნუსხა გამოაქვეყნა.
24 საათი 11.05.12
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, სადაც ახლა ფლეი-ოფები მიმდინარეობს, ქალებისთვის განკუთვნილმა ჟურნალმა "კოსმოპოლიტანმა" NBA-ს ყველაზე მიმზიდველ კალათბურთელთა ნუსხა გამოაქვეყნა.
სიაში ოცდაათი კალათბურთელია. კალათბურთის გულშემატკივრისთვის, თუ ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს, ჟურნალის დახმარებით გავანდობთ, რომ "ატლანტას" ქართველ ცენტრს ზაზა ფაჩულიას სიაში ბოლოსწინა ადგილი უკავია. 27-ე ადგილზეა დუეინ უეიდი, 25-ზე - კობი ბრაიანტი... პირველობა წილად ხვდა "ორლანდოს" მცველს ჯეი ჯეი რედიკს. მომხიბვლელთა ნუსხაში მეორე ადგილზე აღმოჩნდა "ბოსტონის" გამთამაშებელი რეჯონ რონდო, მესამეზე კი - "მინესოტას" ახალბედა რიკი რუბიო.