RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, შაბათი 2013
თბილისი ... ...
ბიზნესი >>

ევ­რო­მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი

ევ­რო 2012 დას­რუ­ლე­ბუ­ლია, მაგ­რამ მას­ზე სა­უ­ბა­რი ალ­ბათ კი­დევ გაგ­რ­ძელ­დე­ბა. ახ­ლა ერ­თად გა­დავ­ხე­დოთ უკ­რა­ი­ნა-პო­ლო­ნეთ­ში გა­მარ­თუ­ლი კონ­ტი­ნენ­ტის პირ­ვე­ლო­ბის მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა­თა ტოპ ათე­ულს.

24 საათი 07.07.12

ტო­რესს
ტო­რესს "ოქ­როს ბუ­ცის" მო­სა­გე­ბად 189 წუ­თი ეყო

ევ­რო 2012 დას­რუ­ლე­ბუ­ლია, მაგ­რამ მას­ზე სა­უ­ბა­რი ალ­ბათ კი­დევ გაგ­რ­ძელ­დე­ბა. ახ­ლა ერ­თად გა­დავ­ხე­დოთ უკ­რა­ი­ნა-პო­ლო­ნეთ­ში გა­მარ­თუ­ლი კონ­ტი­ნენ­ტის პირ­ვე­ლო­ბის მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა­თა ტოპ ათე­ულს.

1. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე "ოქ­როს ბუ­ცი" (ჩემ­პი­ო­ნა­ტის სა­უ­კე­თე­სო ბომ­ბარ­დი­რის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი ჯილ­დო) ფერ­ნან­დო ტო­რეს­მა მო­ი­გო... თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ვი­სენ­ტე დელ ბოს­კემ "ელ ნი­ნიო" მხო­ლოდ ბო­ლო წუთს ჩარ­თო ეს­პა­ნელ­თა გა­ნაცხად­ში და ტურ­ნირ­ზე ტო­რე­სი უფ­რო დიდ­ხანს სა­თა­და­რი­გო­თა სკამ­ზე იყო, ვიდ­რე მონ­დორ­ზე, ეს, ცხა­დია, მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბაა. ეს­პა­ნელ­მა ფორ­ვარ­დ­მა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სულ 189 წუ­თი გა­ა­ტა­რა მინ­დორ­ზე და არც ერთ მატ­ჩ­ში არ უთა­მა­შია მთე­ლი 90 წუ­თი.

2. არა­ნაკ­ლებ ორი­გი­ნა­ლუ­რი და მო­უ­ლოდ­ნე­ლი გა­მოდ­გა ყვე­ლა­ზე შე­დე­გი­ა­ნი ასის­ტენ­ტე­ბის კონ­კურ­სი. სა­მი სა­გო­ლე გა­და­ცე­მით ტურ­ნი­რის ყვე­ლა­ზე შე­დე­გი­ა­ნი მე­პა­სის ტი­ტუ­ლი მო­ი­გო ან­დ­რეი არ­შა­ვინ­მა, რო­მელ­მაც სა­გო­ლე გა­და­ცე­მე­ბი რუ­სე­თის ნაკ­რე­ბის პირ­ველ ორ მატ­ჩ­ში გა­ა­კე­თა. და­ვიდ სილ­ვამ და მე­სუთ იოზილ­მა ასე­ვე სამ-სა­მი შე­დე­გი­ა­ნი გა­და­ცე­მა მი­ით­ვა­ლეს. პირ­ველ­მა ტურ­ნირ­ზე ექ­ვ­სი მატ­ჩი გა­მარ­თა, მე­ო­რემ - ხუ­თი. არ­შა­ვი­ნის ანაგ­რიშ­ზე კი სა­მი შეხ­ვედ­რაა.

3. ეს­პა­ნე­თის ნაკ­რებ­მა ტურ­ნი­რის წინ დაც­ვის ლი­დე­რი კარ­ლეს პუ­ი­ო­ლი და­კარ­გა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, "ფუ­რია რო­ხამ" ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი მო­ი­გო. ამას­თან, ეს­პა­ნელ­თა დაც­ვა ტურ­ნირ­ზე ყვე­ლა­ზე სა­ი­მე­დო იყო. ვი­სენ­ტე დელ ბოს­კეს შე­გირ­დებ­მა ევ­რო­პის პირ­ვე­ლო­ბა­ზე ერ­თა­დერ­თი გო­ლი გა­უშ­ვეს. იკერ კა­სი­ლა­სის კარ­ში გო­ლის გა­ტა­ნის პა­ტი­ვი ვე­ტე­რან იტა­ლი­ელ ფორ­ვარდს ან­ტო­ნიო დი ნა­ტა­ლეს ერ­გო. ეს ტურ­ნი­რის პირ­ვე­ლი­ვე მატ­ჩ­ში მოხ­და. მა­შინ ალ­ბათ ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ სერ­ხიო რა­მო­სის, პი­კეს, ალ­ბი­ო­ლის და ალ­ბას კვარ­ტე­ტი ტურ­ნირს ისე და­ას­რულ­ბ­და, რომ კა­სი­ლასს თა­ვი­სი კა­რი­დან ბურ­თის გა­მო­ტა­ნა აღარ დას­ჭირ­დე­ბო­და.

4. ტურ­ნი­რის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლად და­სა­ხე­ლე­ბულ­მა ან­დ­რეს ინი­ეს­ტამ გო­ლი პლუს პა­სის სის­ტე­მით მთელ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ერ­თა­დერ­თი ქუ­ლა და­აგ­რო­ვა. მი­სი­ვე თა­ნა­გუნ­დელ­მა და­ვიდ სილ­ვამ ტურ­ნი­რი 5 ქუ­ლით და­ას­რუ­ლა.

5. მთე­ლი ტურ­ნი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­და­პირ სა­ჯა­რი­მო დარ­ტყ­მით ერ­თა­დერ­თი გო­ლი გა­ვი­და. ხორ­ვა­ტებ­თან მატ­ჩ­ში თა­ვი გა­მო­ი­ჩი­ნა ან­დ­რეა პირ­ლომ. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ევ­რო­პის პირ­ვე­ლო­ბა­ზე ჯა­რი­მე­ბიც ბლო­მად ინიშ­ნე­ბო­და და სა­ჯა­რი­მო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის ოს­ტა­ტე­ბიც მრავ­ლად იყ­ვ­ნენ, ერ­თი გო­ლი, ცხა­დია, მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბაა.

6. უეფას მი­ერ გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინო­ფორ­მა­ცი­ით, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე არც ერთ მატ­ჩ­ში არ ყო­ფი­ლა სრუ­ლი ან­შ­ლა­გი. ტურ­ნი­რის ყვე­ლა მატ­ჩ­ზე ტრი­ბუ­ნებ­ზე იყო თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლე­ბი. კი­ე­ვის ოლიმ­პი­ურ სტა­დი­ონ­ზე კი 65 ათას მა­ყუ­რე­ბელ­ზე მე­ტი არც ერთ თა­მაშ­ზე არ მი­ვი­და. არა­და, სტა­დი­ო­ნი 70 050 გულ­შე­მატ­კი­ვარს იტევს. ფი­ნალს 63 170 გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და­ეს­წ­რო. ამ სტა­დი­ონ­ზე ამა­ზე ნაკ­ლე­ბი მა­ყუ­რე­ბე­ლი მხო­ლოდ შვე­დეთ-საფ­რან­გე­თის მატ­ჩ­ზე მი­ვი­და.

7. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მსვლე­ლო­ბი­სას ფეხ­ბურ­თე­ლებს სულ სამ­ჯერ უჩ­ვენს წი­თე­ლი ბა­რა­თი. ტურ­ნი­რის სას­ტარ­ტო მატ­ჩ­ში ეს­პა­ნელ­მა არ­ბიტ­რ­მა ვე­ლას­კო კარ­ბა­ლი­ომ ბერ­ძე­ნი სოკ­რა­ტის პა­პას­ტო­პუ­ლო­სი და პო­ლო­ნე­ლი ვი­ო­ცეხ შჩეს­ნი გა­ა­ძე­ვა. დარ­ჩე­ნილ 30 მატ­ჩ­ში კი მხო­ლოდ ერ­თი ფეხ­ბურ­თე­ლი იქ­ნა გა­ძე­ვე­ბუ­ლი. ეს იყო ირ­ლან­დი­ე­ლი ჯუ­ნე­იტ ჩი­კი­რი, რო­მე­ლიც ირ­ლან­დია-იტა­ლი­ის მატ­ჩ­ში "გა­ა­წით­ლეს".

8. ჰო­ლან­დი­ის ნაკ­რებ­მა ყვე­ლა დრო­ის ან­ტი­რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა. "ნა­რინ­ჯის­ფე­რე­ბი" ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნაკ­რე­ბია ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ა­ში, რო­მელ­მაც ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე ერ­თი ქუ­ლაც კი ვერ აიღო. ჰო­ლან­დი­ის ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თელ­თა სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა ტურ­ნი­რის დაწყე­ბამ­დე 277 მი­ლი­ონ ევ­როს უტოლ­დე­ბო­და.

9. ამა­ვე ნაკ­რე­ბის მცველ­მა ჯეტ­რო უილი­ამ­ს­მა ბელ­გი­ე­ლი ენ­ცო ში­ფოს რე­კორ­დი მოხ­ს­ნა. ში­ფოს დე­ბი­უ­ტი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე 18 წლი­სა და 115 დღის ასაკ­ში შედ­გა. ჯეტ­რო კი ტურ­ნი­რის პირ­ველ მატ­ჩ­ში ჰო­ლან­დია-და­ნი­ას შო­რის 18 წლის და 93 დღის იყო.

10. კო­კის­პი­რუ­ლი წვი­მის გა­მო უკ­რი­ა­ნა-საფ­რან­გე­თის მატ­ჩი, რო­მე­ლიც "დონ­ბას არე­ნა­ზე" იმარ­თე­ბო­და, დაწყე­ბი­დან ოთხ წუთ­ში შეწყ­და და 58 წუ­თის შემ­დეგ გა­ნახ­ლ­და. მა­ნამ­დე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის ფი­ნა­ლურ ეტა­პებ­ზე თა­მა­შე­ბი არას­დ­როს შეწყ­ვე­ტი­ლა.

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. საზოგადოება >>

    aa
  2. ბლოგი >>

    aa
  3. ინტერვიუ >>

    aa
  4. პოლიტიკა >>

    aa
  5. უცხოეთი >>

    aa
  6. ბლოგი >>

    aa
  7. ბლოგი >>

    aa
  8. პრესომბუდსმენი >>

    aa
  9. თვალსაზრისი >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. სტილი >>

    aa
  13. რევიუ >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. მარანი >>

    aa
  16. მარანი >>

    aa
  17. მარანი >>

    aa
  18. კულინარია >>

    aa
  19. წიგნები >>

    aa
  20. წიგნები >>

    aa
  21. წიგნები >>

    aa
  22. წიგნები >>

    aa
  23. წიგნები >>

    aa
  24. წიგნები >>

    aa
  25. საზოგადოება >>

    aa
  26. საზოგადოება >>

    aa
  27. ტექნოლოგიები >>

    aa
  28. ტექნოლოგიები >>

    aa
  29. საზოგადოება >>

    aa
  30. რევიუ >>

    aa
  31. თვალსაზრისი >>

    aa
  32. რევიუ >>

    aa
  33. სპორტი >>

    aa
  34. კალათბურთი >>

    aa
  35. კალათბურთი >>

    aa
  36. ჭიდაობა >>

    aa
  37. უცხოეთი >>

    aa
  38. რევიუ >>

    aa
  39. ამბები >>

    aa
  40. სპორტი >>

    aa
  41. სპორტი >>

    aa
  42. სპორტი >>

    aa
  43. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი