მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის 147 მილიონი აშშ დოლარის სესხი, რომელიც მოხმარდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მესამე პროექტის განხორციელებას საქართველოში. ეს E-60 საავტომობილო გზის - საქართველოს მთავარი სატრანსპორტო დერეფნის - რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი ინვესტიციებიდან რიგით მესამეა.
სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით სამშენებლო სექტორში გამოცოცხლება შეინიშნება. აქტივობა უძრავი ქონების ბაზარზე გაცილებით დაბალია, ვიდრე 2007-2008 წლებში. თუმცა 2009 წლის პირველ კვარტალთან შედარებით როგორც ბრუნვის, ისე ნაწარმოები პროდუქციის და მუშათა დასაქმების თვალსაზრისით ზრდა სახეზეა.
"ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" - პროექტი, რომელსაც თბილისის მერია ახორციელებს, ექსპერტების განცხადებით, საქართველოში სამშენებლო ბაზარზე სერიოზულ პოზიტიურ ძვრებს გამოიწვევს.