RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
17 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ბიზნესი >>

პირველი ურისკო განაცხადი სამშენებლო ბაზარზე

საფინანსო კრიზისისა და გასული წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სამშენებლო საქმე, საქართველოში, ფაქტობრივად, გაჩერდა.

24 საათი 09.10.09

საფინანსო კრიზისისა და გასული წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სამშენებლო საქმე, საქართველოში, ფაქტობრივად, გაჩერდა.

მაგრამ საცხოვრებელი ფართების გაყიდვების მოცულობის ზრდა და საჯარო რეესტრში დაფიქსირებული გარიგებები ადასტურებს, რომ ბოლო თვეებში უძრავი ქონების ბაზარი გამოცოცხლდა.დღეს არსებული ტენდენციით, მშენებარე სახლებზე მოთხოვნა შემცირდა. რისკისგან თავის დაზღვევის მიზნით მყიდველები არჩევანს დამთავრებულ საცხოვრებელ ბინებზე აკეთებენ, მაგრამ ბაზარზე მსგავსი პროდუქტის დეფიციტია, რადგან წლების განმავლობაში სამშენებლო ბიზნესი ძირითადად წინასწარ გაყიდვებზე იყო აწყობილი.

ფაქტობრივად, სამშენებლო საქმის აწყობა და მოთხოვნა-მიწოდების შესაბამისობაში მოყვანა უძრავი ქონების ბაზარში ჩართული ყველა მოთამაშისგან ახალ მიდგომებს მოითხოვს. გარდამავალ ეტაპზე, კრიზისიდან ერთი წლის შემდეგ, გუშინ პირველი განაცხადი დეველოპერსა და კლიენტს შორის ნდობის აღდგენის მიზნით გაკეთდა. კომპანია “აქსისი” კლიენტებს ახალ პროდუქტს - ბანკში სპეციალური სადეპოზიტო ანგარიშის (Escrow) გახსნას და ამ გზით რისკის გარეშე, მშენებარე სახლში საცხოვრებელი ფართის შეძენას სთავაზობს. “აქსისის” გენერალური დირექტორ გიორგი კაპანაძის განმარტებით: “მყიდველს შეუძლია, მისთვის სასურველი ის უძრავი ქონება აირჩიოს, რომლის მშენებლობაც 3 თვიდან 2 წლამდე ვადაში დასრულდება, და ბანკთან და დეველოპერთან სამმხრივი ხელშეკრულება გააფორმოს. რისკების განულება იმაში მდგომარეობს, რომ მყიდველი (დეველოპერთან გაფორმებული ხელშეკრულების ვადაში) ბანკში სადეპოზიტო ანგარიშს გახსნის, რომელზეც საპროცენტო სარგებელი დაერიცხება. ამ ანგარიშზე სასურველი უძრავი ქონების საფასურს ან მის ნაწილს განათავსებს.”

დეველოპერს თანხის მიღების უფლება მხოლოდ ვალდებულების შესრულების შემდგომ ექნება, მანამდე კი თანხა Escrow ანგარიშზე დაიდება. იმ შემთხვევაში, თუ დეველოპერი ვადებში ვერ ჩაეტევა და ვალდებულებას ვერ შეასრულებს, მყიდველს უფლება ექნება, ანგარიშიდან მოხსნას თანხა ან ხელშეკრულება გააგრძელოს. დარიცხული საპროცენტო სარგებელი მას ნებისმიერ შემთხვევაში დარჩება. რა საპროცენტო სარგებელი იქნება კლიენტისთვის? სარგებელი ბანკებში არსებული სადეპოზიტო ანგარიშის საპროცენტო განაკვეთების ანალოგიური იქნება. რა თქმა უნდა, ვადიანი ანაბარის საპროცენტო განაკვეთის ოდენობა დამოკიდებულია ანაბარის განთავსების ვადაზე (ერთ, სამი, ექვსი და ა.შ.). ამ ეტაპზე “აქსისმა” ყველა წამყვან ბანკთან (მათ შორის - საქართველოს ბანკი, თი-ბი-სი, ვი-თი-ბი) შეთანხმებას მიაღწია. პირველ ეტაპზე საცხოვრებელი ფართის მთლიანი ღირებულება კლიენტმა უნდა დაფაროს. ახალ შეთავაზებაში “აქსისის” 7 მშენებარე სახლი ჩაერთვება. ამ ეტაპზე ძირითადი აქცენტი “აქსის პალასზე” კეთდება.

გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა დიდია. თბილისში ერთ სულ მოსახლეზე 17 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი მოდის, მაშინ როდესაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ის 34 კვადრატული მეტრია, ხოლო დასავლეთის ქვეყნებში უფრო მაღალი მაჩვენებელია. სხვათა შორის, 17 კვადრატული საცხოვრებელი ფართი ძირითადად ავარიულ სახლებზე, ე.წ. “ხრუშოვკებზე” და ჩეხური პროექტის ბინებზე მოდის. მსგავსი პროექტის ბინები, ერთმანეთში გამავალი ოთახებით, დაბალი ჭერით და სხვა საპროექტო ხარვეზებით საცხოვრებლად არაკომფორტულია.

კრიზისამდე, საცხოვრებელი ფართის გაყიდვების მოცულობით, სამშენებლო ბაზრის მოთამაშეებს შორის “აქსისი” მეორე ადგილზე იყო. როგორ შეიცვალა მდგომარეობა? “24 საათის” შეკითხვაზე გიორგი კაპანაძე ამბობს: “რა ხდება დღეს ბაზარზე, ამის თქმა ძალიან გამიჭირდება. სამშენებლო საქმის კვალიფიციური კვლევა მთავრობისა და კერძო სექტორის მხრიდან ერთი წელია არ ჩატარებულა. გაყიდვების მოცულობა შარშანდელ, ომისწინა პერიოდთან შედარებით, 40-50 პროცენტით ანუ მკვეთრად არის შემცირებული. თუმცა ეს მაჩვენებელი ერთი კვარტლის წინ უფრო ცუდი იყო. გაყიდვების მოცულობა გაიზარდა. რაც შეეხება ფასს, ერთი კვადრატული მეტრის ფასმა უბნების მიხედვით 10-20 პროცენტამდე დაიკლო, რადგან სამშენებლო ფართის თვითღირებულება შემცირდა. თუ ფასი აიწევს, ჩვენ იძულებული გავხდებით, ადეკვატურები ვიყოთ. მაგალითად, რამდენიმე თვეა არმატურის ფასმა მოიმატა. ამ ეტაპზე საბურთალოს რაიონში ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ფასი 850-დან 900 დოლარამდე მერყეობს, ობიექტს და ადგილს გააჩნია.

“აქსისი” მონაწილეობს თბილისის მერიის მიმდინარე პროექტში “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე”. აღებული ვალდებულებით კომპანია “ქართუ ბანკთან” თანამშრომლობს, ერთი მილიონი დოლარის ფარგლებში აღებული სესხით 1300 კვადრატულ მეტრ დასრულებულ საცხოვრებელ ფართს მერიას ჩააბარებს. “აქსისის” აღმასრულებელი დირექტორი თემურ ჭოხონელიძე ამბობს: “მერიის პროექტის მეორე ეტაპი, სავარაუდოდ, მომავალი წლის თებერვალში დაიწყება. ვფიქრობ, კომპანია ახალ საკონკურსო განაცხადს უფრო მომზადებული შეხვდება. ამ ეტაპზე, თბილისში, ყოფილი კუტუზოვის ქუჩაზე აქტიურად მიდის “აქსისის” ერთ-ერთი სახლის მშენებლობა, სადაც საოფისე და კომერციული ფართებია განთავსებული. მსგავს პროდუქტზე მოთხოვნა არსებობს და ჩვენც გაჩერებას არ ვაპირებთ.”

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. უცხოეთი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. საზოგადოება >>

    aa
  4. წიგნები >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. რევიუ >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. პრესომბუდსმენი >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. მუსიკა >>

    aa
  14. უცხოეთი >>

    aa
  15. უცხოეთი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. ამბები >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. მარანი >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. კულინარია >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. მეცნიერება >>

    aa
  36. მეცნიერება >>

    aa
  37. მეცნიერება >>

    aa
  38. მეცნიერება >>

    aa
  39. მეცნიერება >>

    aa
  40. მუსიკა >>

    aa
  41. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  42. რევიუ >>

    aa
  43. ავტო >>

    aa
  44. ავტო >>

    aa
  45. რევიუ >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. მეცნიერება >>

    aa
  49. ტექნოლოგიები >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი