RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
17 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ბიზნესი >>

"ნისანი" ელექტრომობილ "ლიფზე" შეკვეთების მიღებას დაიწყებს

"ნისანმა" გამოაცხადა, რომ მომავალი წლის გაზაფხულიდან, თავის კომპაქტურ ელექტრომობილ "ლიფზე" ამერიკაში შეკვეთების მიღებას დაიწყება, ავტომობილის მიწოდებას კი იმავე წლის მეორე ნახევარში შეუდგება.

24 საათი 07.11.09

"ნისანმა" გამოაცხადა, რომ მომავალი წლის გაზაფხულიდან, თავის კომპაქტურ ელექტრომობილ "ლიფზე" ამერიკაში შეკვეთების მიღებას დაიწყება, ავტომობილის მიწოდებას კი იმავე წლის მეორე ნახევარში შეუდგება.

პლაგ-ინ სისტემით აღჭურვილი, ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ამ ავტომობილის ოფიციალური პრეზენტაცია ორი თვის წინ ჩატარდა და კომპანიის მონაცემებით, მისით დაინტერესება, მარტო ჩრდილოეთ ამერიკაში, დაახლოებით 22 000 ადამიანზე მეტმა გამოხატა.

ამასთან, ამ ადამიანების დაახლოებით 70 პროცენტი იმ შტატებში ცხოვრობს და მოღვაწეობს, სადაც "ნისანი" თავის "ლიფს" პირველ რიგში შეიტანს. მათგან თითქმის ნახევარმა კი განაცხადა, რომ ამ ელექტრომობილის შეძენა, რაც შეიძლება მალე სურთ, დანარჩენმა 45-მა პროცენტმა კი განაცხადა, რომ ელექტრომობილის (ნებისმიერი მარკის) შეძენას უახლოეს ორ წელიწადში აპირებს.

ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში "ნისანის" ოპერაციების ხელმძღვანელი კარლოს ტავარესი ამბობს, რომ კომპანიის მიზანია, სანამ "ლიფის" მიწოდებას დაიწყებს, ამ ავტომობილზე 20 000 შეკვეთის მიღება მაინც მოასწროს.

იაპონური კომპანიის განცხადებით, "ნისან ლიფს" პირველ რიგში, ამერიკელი მყიდველი მიიღებს. ეს ნოემბერში მოხდება. ამერიკელთაგან კი ამ ავტომობილს კალიფორნიელი შემკვეთები მიიღებენ. სწორედ კალიფორნიაში აიღებს სტარტს საპრომოუშენო ტური, რომლის მიზანიც იმ ბაზრების მოვლაა და იქაური მყიდველებისთვის "ლიფის" გაცნობაა, სადაც ეს ელექტრომობილი უნდა გაიყიდოს.

ჩვენი ბლოგის მუდმივი მკითხველი "ნისან ლიფს" აგვისტოს პრეზენტაციიდან იცნობს. მათ კი, ვისაც მის შესახებ არაფერი სმენია, ვეტყვით, რომ მსოფლიოს პირველი მასობრივი ელექტრომობილი "ნისანის" პოპულარულ ჰეჩბეკ "ტიიდას" ზომისაა, თუმცა სრულიად ახალ პლატფორმაზეა ბაზირებული. ელექტრომობილი აღჭურვილია 107-ცხენისძალიანი ელექტროძრავით, რომელიც ელექტროენერგიას ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკისგან ღებულობს. პლაგ-ინ სისტემის მეშვეობით, ეს აკუმულატორები ენერგიას საყოფაცხოვრებო შტეპსელიდან ივსებენ, მათი ტევადობა კი საკმარისია იმისათვის, რომ "ლიფმა" შეუჩერებლად 160 კილომეტრი გაგატაროთ.

თავიდან, ამერიკაში გასაყიდ "ლიფს" "ნისანი" იაპონიაში აწარმოებს, მაგრამ მოსალოდნელია, რომ 2012 წლიდან, ამ ავტომობილის წარმოებას "ნისანის" ამერიკული ქარხანაც აითვისებს, რომელიც შტატ ტენესის ქალაქ სმირნაში მდებარეობს.

ამ ქარხნის მოდერნიზაციისთვის იაპონურ კომპანიას 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია აქვს გათვალისწინებული. ამუშავების შემდეგ კი (2012 წლიდან) იქ წლიურად 150 000 ცალი "ლიფის" და 200 000 ცალი ლითიუმ-იონური აკუმულატორის ბლოკის წარმოება იქნება შესაძლებელი.

ყველაზე პოპულარული
  1. უცხოეთი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. საზოგადოება >>

    aa
  4. წიგნები >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. რევიუ >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. პრესომბუდსმენი >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. მუსიკა >>

    aa
  14. უცხოეთი >>

    aa
  15. უცხოეთი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. ამბები >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. მარანი >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. კულინარია >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. მეცნიერება >>

    aa
  36. მეცნიერება >>

    aa
  37. მეცნიერება >>

    aa
  38. მეცნიერება >>

    aa
  39. მეცნიერება >>

    aa
  40. მუსიკა >>

    aa
  41. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  42. რევიუ >>

    aa
  43. ავტო >>

    aa
  44. ავტო >>

    aa
  45. რევიუ >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. მეცნიერება >>

    aa
  49. ტექნოლოგიები >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი