RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
17 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ბიზნესი >>

ამერიკელები მთვარეზე დაბრუნებას აღარ აპირებენ

2004 წლის იანვარში, აშშ-ის რეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ამერიკას ახალი მიზანი დაუსახა - მთვარეზე დაბრუნება.

24 საათი 13.02.10

2004 წლის იანვარში, აშშ-ის რეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ამერიკას ახალი მიზანი დაუსახა - მთვარეზე დაბრუნება.

ახალი პროგრამის მიხედვით, ამერიკლი ასრონავტები ჩვენი პლანეტის სატელიტზე 2020 წელს უნდა დაბრუნებულიყვნენ, ამ მიზნის მისაღწევად კი მილიარდობით დოლარი უნდა დახარჯულიყო.

მაგრამ გავიდა ექვსი წელი და ჯერ ინტერნეტში გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია ბუშის მთვარის პროგრამას აჩერებს, 1 თებერვალს კი თავად ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა საბიუჯეტო გეგმა, რომელშიც მთვარის პროგრამის დაფინანსების შეწყვეტაზეა ლაპარაკი.

ბუშის ექვსი წლის წინანდელი გამოსვლა ბევრმა 1961 წლის მაისში, პრეზიდენტ კენედის მიერ კონგრესისადმი შედგენილ მიმართვას შეადარა, რომელშიც მთვარის ზედაპირზე ასტრონავტების გადასხმაზე იყო ლაპარაკი. ბუშის გეგმის შესასრულებლად, შემუშავდა პროგრამა "თანავარსკვლავედი" (კონსტელეიშნ), რომლის შესასრულებლადაც, გაიშალა მუშაობა ახალი ტიპის რაკეტების (არესი) და ხომალდების (ორიონი) შესაქმნელად. დაიწყო მთვარის ბაზის და მთვარეზე მავალი რობოტი-სახლის პროექტების შემუშავება. ამაზე მილიარდობით დოლარი დაიხარჯა და უფრო მეტი უნდა დახარჯულიყო, მაგრამ პრეზიდნტმა ყოველივეს წერტილი დაუსვა.

ობამამ განაცხადა, რომ პროექტი "თანავარსკვლავედი" მეტისმეტად ძვირადღირებულია და რომ, მისთვის გათვალისწინებული თანხები, ეროვნული აეროკოსმოსური სააგენტოს (NASA) სხვა პროექტებს მოხმარდება. მთვარის პროგრამაზე აშშ-ს უკვე 9 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული, მის შესაჩერებლად კი უახლოესი ორი წლის განმავლობაში, კიდევ 2.5 მილიარდი დაიხარჯება.

"თანავარსკვლავედს" მისი მიღების დღიდან, უამრავი პრობლემა შეექმნა. ჯერ ერთი, ის უამრავ ტექნიკურ პრობლემას აწყდებოდა, რომელთა გადაჭრაც დამატებით ხარჯებს მოითხოვდა. შესაბამისად, იზრდებოდა პროგრამის ბიუჯეტი. მესამეც, ძალიან გაძნელებული იყო გაწერილი გრაფიკის მიხედვით მუშაობა. მაგრამ ასე თუ ისე, საქმე კეთდებოდა.

ობამა და NASA-ს შეფი ჩარლზ ბოლდენი თვლიან, რომ მთვარეზე დაბრუნება არაფრის მომტანია და უკეთესი იქნება, თუ "თანავარსკვლავედისთვის" გამოყოფილ რესურსებს სხვა, გაცილებით მასშტაბურ პროექტებზე გამოიყენებენ. იგივეს ამბობს თეთრი სახლის მეცნიერებისა და ტექნიკური პოლიტიკის შტაბის უფროსი ჯიმ კოლენბერგერი: "მართალია, ჩვენ უარს ვამბობთ "თანავარსკვლავედზე", მაგრამ უარს არ ვამბობთ საკუთარ ამბიციებზე".

ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ ობამას ადმინისტრაცია NASA-სთვის 6 მილიარდით გაზრდილ ბიუჯეტს ითხოვს. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, NASA-ს ბიუჯეტი 100 მილიარდი დოლარი იქნება. ეს თანხა სულ სხვა მიმართულებით დაიხარჯება, მთვარის პროგრამა კი მხოლოდ მისი შეჩერებისთვის აუცილებელ სახსრებს მიიღებს.

ამერიკელები ასევე გააგრძელებენ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მუშაობას. სხვათა შორის, ბუშის გადაწყვეტილებით, ამერიკას ეს სადგური აღარ აინტერესებდა. უფრო ინტენსიური გახდება ჩვენს პლანეტაზე კოსმოსიდან დაკვირვება, რამაც ხელი უნდა შეუწყოს გლობალური დათბობის გამომწვევი მიზეზების დადგენას და მათი აღმოფხვრის საშუალებათა შემუშავებას. და, რა თქმა უნდა, ამერიკელები უარს არ ამბობენ მზის სისტემის სხვა პლანეტებზე ავტომატური, არაპილოტირებადი მისიების გაგზავნაზე. პირველ რიგში, ეს მარსს ეხება, რომლის ათვისებაც, ასევე შედიოდა ბუშის კოსმოსურ პროგრამაში. NASA ასევე მონაწილეობას მიიღებს მომავალი თაობის ავიატრანსპორტის შემუშავებაში.

დაგეგმილია 7.8 მილიარდის გამოყოფა ეგრეთ წოდებული კრიტიკული ტექნოლოგიების განვითარებაზე. ასეთ სისტემებში მოიაზრება სიცოცხლის უზრუნველყოფის ჩაკეტილი სისტემები, ორბიტაზე საწვავით გაწყობის ავტომატური სისტემები და საწვავით გასაწყობი მსხვილი სადგურები. ახალი პროგრამის ავტორთა აზრით, საწვავით გასაწყობი სადგურების არსებობა, შეამცირებს მოთხოვნას დიდი ზომის რაკეტებზე, რომლებიც ოდესღაც საჭირო იქნება მთვარეზე და მარსზე, ან სხვა პლანეტებზე გასაფრენად.

მაგრამ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მისიების შესასრულებლად, ამერიკელებს აღარ აქვთ მრავალჯერადი გამოყენების ხომალდები. "ორიონზე" უარი ითქვა, შატლები კი, როგორც საჩვენებელი ექსპონატები, მალე გაიყიდება. NASA-ს ისღა დარჩენია, სწრაფად განვითარებად კერძო კომპანიებს, მისთვის სასურველი აპარატის დამზადება-წარმოება შეუკვეთოს. ამ მიზნისთვის, მომდევნო ხუთ წელიწადზე სულ 6 მილიარდი დოლარია გაწერილი. ამ თანხის ათვისებას კი კერძო კომპანიები - "ბლიუ ორიჯინი", "ორბიტალ საიენსი" და "სპეის X" ეცდებიან. მოსალოდნელია, რომ პროექტში "სქელდ კომპოზიტსი" და "ვირჯინ გალაქტიკსიც" ჩაერთვებიან, რომლებიც მალე კოსმოსური ტურიზმის ბიზნესს დაიწყებენ.

 

 

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. უცხოეთი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. საზოგადოება >>

    aa
  4. წიგნები >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. რევიუ >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. პრესომბუდსმენი >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. მუსიკა >>

    aa
  14. უცხოეთი >>

    aa
  15. უცხოეთი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. ამბები >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. მარანი >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. კულინარია >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. მეცნიერება >>

    aa
  36. მეცნიერება >>

    aa
  37. მეცნიერება >>

    aa
  38. მეცნიერება >>

    aa
  39. მეცნიერება >>

    aa
  40. მუსიკა >>

    aa
  41. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  42. რევიუ >>

    aa
  43. ავტო >>

    aa
  44. ავტო >>

    aa
  45. რევიუ >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. მეცნიერება >>

    aa
  49. ტექნოლოგიები >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი