RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
17 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ბიზნესი >>

"სპეისშიპ ორმა" პირველი ფრენა შეასრულა

ოღონდ, მას დამოუკიდებლად არ უფრენია.

24 საათი 02.04.10

ოღონდ, მას დამოუკიდებლად არ უფრენია.

ხომალდი, რომლითაც მალე ამერიკულ-ინგლისური კომპანია "ვირჯინ გალაქტიკი" კოსმოსში ტურისტების გაყვანას დაიწყებს, ჰაერში მზიდმა თვითმფრინავმა, "უაითნაით ორმა" (თეთრი რაინდი ორი) აიყვანა. "კოსმოსური ხომალდი ორი" მზიდმა თვითმფრინავმა მის ორ ფიუზელაჟს შორის არსებულ, მისთვის განკუთვნილ კილზე ჩამოკიდებული "ამგზავრა".

საცდელი ფრენა მოხავეს უდაბნოში მდებარე კოსმოპორტში დაიწყო. "თეთრმა რაინდმა" და "კოსმოსურმა ხომალდმა", რომლის მეორე სახელიც "VSS ენტერპრაიზია", ჰაერში ერთად თითქმის სამი საათი გაატარეს და ფრენის დროს მაქსიმუმ 13.7 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდნენ.

სააგენტო როიტერის ინფორმაციით, პირველი ტესტის დროს შემოწმდა, თუ რამდენად საიმედოდაა დამაგრებული მზიდ თვითმფრინავზე კოსმოსური ხომალდი. შემდგომი ტესტების დროს, რომლებიც წელიწადნახევარს გაგრძელდება, ასევე შემოწმდება სხვადასხვა კვანძები და სარაკეტო ძრავის მუშაობა, "სპეისშიპ თუ" კი პირველ დამოუკიდებელ ფრენებს, მათ შორის, კოსმოსის ზღვარზეც შეასრულებს.

როიტერისვე ცნობით, კომერციული რეისების შესრულებას "ვირჯინ გალაქტიკი" 2012 წელს შეუდგება. კომპანიას, რომელიც ბრიტანელ მილიარდერ სერ რიჩარდ ბრენსონისა და ამერიკულ კომპანია "სქელდ კომპოზიტსის" (რომელიც დღეისათვის აეროკოსმოსურ გიგანტ "ნორტროპ გრუმენის" კუთვნილებაა) მიერაა დაარსებული, კოსმოსში ტურისტულად გაფრენის მსურველი 330 ადამიანის განაცხადი უკვე მიღებული აქვს. მათ მიერ წინასწარი შენატანების სახით კი უკვე 45 მილიონი დოლარია გადახდილი. ცნობისათვის, კოსმოსში ერთი გაფრენის (რომლის დროსაც ტურისტები კოსმოსის ზღვარზე, უწონადობის პირობებში სულ რამდენიმე წუთს დაჰყოფენ) ღირებულება 200 000 დოლარია.

კოსმოსში ვოიაჟების გრაფიკი შემდეგია: "თეთრი რაინდი" კოსმოსურ ხომალდს 15 კილომეტრის სიმაღლეზე აიყვანს, რის შემდეგაც ის კილს ავტომატურად მოსწყდება და თავისუფალ ვარდნას დაიწყებს. მერე კი, პილოტი სარაკეტო ძრავს ჩართავს, რომლის მეშვეობითაც, აპარატი ჩვენი პლანეტის ზედაპირიდან 100 კილომეტრზე მაღლა აფრინდება. ეს არის კოსმოსის ზღვარი, რომელზეც შესაძლებელია უწონადობის შეგრძნება. ამ შეგრძნებით ტურისტები დაახლოებით 5 წუთს ისიამოვნებენ, რის შემდეგაც, ხომალდი დაშვებას დაიწყებს.

"თეთრი რაინდი" და "კოსმოსური ხომალდი" კომპანია "სქელდ კომპოზიტსის" დამაარსებლის, ბარტ რუტანის მიერაა შექმნილი. მისმა კომპანიამ 2004 წელს კონკურსი X-პრაიზი და მასთან ერთად, საპრიზო 10 მილიონი დოლარი მოიგო. მაგრამ მისი პირველი ხომალდი სამადგილიანი იყო, "ენტერპრაიზს" კი, ორი პილოტის გარდა, კოსმოსში ოთხი ტურისტის გაყვანაც შეუძლია.

ყველაზე პოპულარული
  1. უცხოეთი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. საზოგადოება >>

    aa
  4. წიგნები >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. რევიუ >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. პრესომბუდსმენი >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. მუსიკა >>

    aa
  14. უცხოეთი >>

    aa
  15. უცხოეთი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. ამბები >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. მარანი >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. კულინარია >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. მეცნიერება >>

    aa
  36. მეცნიერება >>

    aa
  37. მეცნიერება >>

    aa
  38. მეცნიერება >>

    aa
  39. მეცნიერება >>

    aa
  40. მუსიკა >>

    aa
  41. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  42. რევიუ >>

    aa
  43. ავტო >>

    aa
  44. ავტო >>

    aa
  45. რევიუ >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. მეცნიერება >>

    aa
  49. ტექნოლოგიები >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი