RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
17 მაისი, ხუთშაბათი 2012
თბილისი ... ...
ბიზნესი >>

"გრინ ქრი" - ჯუჯა ელექტრონული თვითმფრინავი

პარიზში ჩატარებულ ეკოლოგიური თვითმფრინავების შოუზე, რომელიც "პარის გრინ ეარ შოუს" სახელითაა ცნობილი, ევროპული აეროკოსმოსური სააგენტოს (EADS) საკვლევმა ჯგუფმა "EADS ინოვეიშნ უორკსმა" და ფრანგულმა კომპანია "აერო კომპოზიტსმა" წარადგინეს ორიგინალური ნამუშევარი, სახელად "გრინ ქრი", რომელმაც შოუს დამთვალიერებელთა და სპეციალისტთა ყურადღება მიიქცია.

24 საათი 11.07.10

პარიზში ჩატარებულ ეკოლოგიური თვითმფრინავების შოუზე, რომელიც "პარის გრინ ეარ შოუს" სახელითაა ცნობილი, ევროპული აეროკოსმოსური სააგენტოს (EADS) საკვლევმა ჯგუფმა "EADS ინოვეიშნ უორკსმა" და ფრანგულმა კომპანია "აერო კომპოზიტსმა" წარადგინეს ორიგინალური ნამუშევარი, სახელად "გრინ ქრი", რომელმაც შოუს დამთვალიერებელთა და სპეციალისტთა ყურადღება მიიქცია.

მართალია, ექსპერიმენტულ ელექტრულ თვითმფრინავს ჯერ ერთხელაც არ უფრენია, მაგრამ მისი კონსტრუქცია მაინც იმსახურებს ყურადღებას. ჯერ ერთი, თავისი ჯუჯა გაბარიტების გამო: მისი ფრთაშლილობა სულ რაღაც 4.8 მეტრი, სიგრძე 3.6 მეტრი, სიმაღლე კი 1.2 მეტრია. აპარატი 1970 წელს შექმნილ ულტრამსუბუქ ჯუჯა თვითმფრინავ "ქრი ქრის" ბაზაზეა დამზადებული, რომელიც დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

თუ "ქრი ქრი" ორი რეაქტიული, ან შიდაწვის ხრახნული ძრავით შეიძლება იყოს აღჭურვილი, სატესტო პროტოტიპ "გრინ ქრის" ოთხი მაღალვოლტაჟური, დაბალი ინტენსივობის ელექტროძრავი ემსახურება, რომლებიც თავ-თავიანთ ხრახნებს საპირისპირო მიმართულებით ატრიალებენ. ოთხივე ძრავი წინა ფრთებზეა დამაგრებული, რომლებიც პილონების მოვალეობასაც ასრულებენ. ამასთან, ორ-ორი ძრავი ერთმანეთთან არის შეწყვილებული.

იმისათვის, რომ თვითმფრინავი მძიმე არ გამოსულიყო, მისი სტრუქტურა მთლიანად კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული. კონსტრუქციაში თანაბრადაა განაწილებული ლითიუმის პოლიმერული აკუმულატორების ოთხი ბლოკი, რომელთა ჯამური წონა სულ რაღაც 26.8 კილოგრამია. ისინი თავ-თავის ძრავს 100 ვოლტი ძაბვით ამარაგებენ. აფრენის მომენტში, პილოტთან ერთად, "ქრი ქრის" წონა მხოლოდ 175.5 კილოგრამი იქნება.

კონსტრუქციის მოდიფიკაციის, აეროდინამიკის დახვეწისა და გარსშემოდენილი ფორმების მქონე ელექტროძრავების გამოყენების წყალობით, თვითმფრინავის აეროდინამიკური მახასიათებლები 20-30 პროცენტით გაუმჯოდესდა. კონცეპციის ავტორებმა გამოითვალეს, რომ "გრინ ქრის" 30 წუთი შეუძლია ფრენა, როდესაც მისი კრეისერული სიჩქარე 110 კმ/სთ-ია, მაგრამ თუ სიჩქარე 250 კმ/სთ-მდე აიწევს და პილოტიც აკრობატულ მანევრებს შეასრულებს, მაშინ ფრენის ხანგრძლივობა განახევრდება. დაკიდევ, "EADS ინოვეიშნ უორკსის" სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ პირველი აფრენისას, "გრინ ქრის" სიმაღლის აღების სიჩქარე წამში 5.3 მეტრს მიაღწევს.

სხვათა შორის, "გრინ ქრი" პირველი ელექტრული თვითმფრინავი არაა, რომელიც "ქრი ქრის" ბაზაზე დამზადდა. შარშან ეს ვინმე ჟან-ლუ სულიემ სცადა, რომელმაც ჯუჯა თვითმფრინავი აკუმულატორების 45-კილოგრამიანი ბლოკით აღჭურვა. მან საცდელი ფრენაც შეასრულა, მაგრამ სასწრაფოდ დაჯდომა მოუხდა, რადგან თვითმფრინავის ზოგიერთი ელექტრული კომპონენტი გადახუდა.

სამწუხაროდ, "გრინ ქრი" მხოლოდ ექსპერიმენტული თვითმფრინავია და მის ბაზაზე კომერციული აპარატის შექმნას არ აპირებენ. სამაგიეროდ, ის მეცნიერებს მისცემს საჭირო ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე საავიაციო ძრავების წარმოების მომავლის ტექნოლოგიები.

ყველაზე პოპულარული
  1. უცხოეთი >>

    aa
  2. ბიზნესი >>

    aa
  3. საზოგადოება >>

    aa
  4. წიგნები >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. რევიუ >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. სპორტი >>

    aa
  9. პოლიტიკა >>

    aa
  10. ინტერვიუ >>

    aa
  11. პრესომბუდსმენი >>

    aa
  12. თვალსაზრისი >>

    aa
  13. მუსიკა >>

    aa
  14. უცხოეთი >>

    aa
  15. უცხოეთი >>

    aa
  16. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  17. ამბები >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. მარანი >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. კულინარია >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. მეცნიერება >>

    aa
  36. მეცნიერება >>

    aa
  37. მეცნიერება >>

    aa
  38. მეცნიერება >>

    aa
  39. მეცნიერება >>

    aa
  40. მუსიკა >>

    aa
  41. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  42. რევიუ >>

    aa
  43. ავტო >>

    aa
  44. ავტო >>

    aa
  45. რევიუ >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. რევიუ >>

    aa
  48. მეცნიერება >>

    aa
  49. ტექნოლოგიები >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი