RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, სამშაბათი 2012
თბილისი ... ...
ბიზნესი >>

ექსოსკელეტონები ამერიკელი ჯარისკაცების სამსახურში

ამერიკულმა აეროკოსმოსურმა კომპანია "ლოკჰიდ მარტინმა" უნივერსალური სატვირთო ექსოსკელეტონი HULC (ჰუმან იუნივერსალ ლოუდ ქარიერ) შექმნა, რომელიც ჯარისკაცებს მძიმე ეკიპირების გადატანაში დაეხმარება. კომპანიამ უკვე გააფორმა პენტაგონთან პირველი კნტრაქტი, რომელიც ამერიკის არმიისთვის 1.1 მილიონი დოლარის ღირებულების HULC-ის მიწოდებას ითვალისწინებს.

24 საათი 18.12.11

ამერიკულმა აეროკოსმოსურმა კომპანია "ლოკჰიდ მარტინმა" უნივერსალური სატვირთო ექსოსკელეტონი HULC (ჰუმან იუნივერსალ ლოუდ ქარიერ) შექმნა, რომელიც ჯარისკაცებს მძიმე ეკიპირების გადატანაში დაეხმარება. კომპანიამ უკვე გააფორმა პენტაგონთან პირველი კნტრაქტი, რომელიც ამერიკის არმიისთვის 1.1 მილიონი დოლარის ღირებულების HULC-ის მიწოდებას ითვალისწინებს.

მართალია, სახელი HULC სიტყვების (ადამიანის უნივერსალური მტვირთავი) აბრევიატურაა, მაგრამ ის ასევე მოგვაგონებს კომიქსების, მხატვრული ფილმისა და მულტსერიალის გმირ ჰალკ-ს, რომელიც ადამიანი-დევის მსგავსი მწვანე მონსტრია, როგორადაც ფიზიკურად განუვითარებელი მეცნიერი, სპეციალური ცდების შემდეგ გარდაიქმნება.

HULC-ი ნახევრად რობოტიზებული მოწყობილობაა. მისი კიდურების მსგავსი სტრუქტურა, ტიტანისგანაა დამზადებული, მათს მოძრაობას კი ჰიდრავლიკური სისტემა უზრუნველყოფს. გარდა ამისა, მოწყობილობას აქვს ელექტრონული ტვინი, რომლის დახმარებითაც, ის ადამიანის მოძრაობის სინქრონულად მოქმედებს. ექსოსკელეტონის დახმარებით, ჯარისკაცს 90 კილოგრამი ტვირთის ხანგრძლივად და შორ მანძილზე ტარება შეუძლია. ამასთან, HULC-ი მას სწრაფად მოძრაობაშიც ეხმარება. რაც მთავარია, მოწყობილობა ჯარისკაცს არანაირ დისკომფორტს არ უქმნის.

ცნობისათვის, პირველი მსგავსი მოწყობილობა, სახელად "ჰარდიმენ", ჯერ კიდევ 1960-იან წლებში, ამერიკულმა კომპანია "ჯენერალ ელექტრიკმა" დაამზადა. იმ ექსოსკელეტონის დანიშნულებაც სამხედროებისთვის დახმარება იყო. მისი დახმარებით, 110-კილოგრამიანი ტვირთის აწევა იყო შესაძლებელი, მაგრამ პროექტი არ გაგრძელდა, რისი მიზეზიც ის გარემოება გახდა, რომ "ჰარდიმენი" ძალიან მძიმე იყო - ის 680 კილოგრამს იწონიდა.

"ლოკჰიდ მარტინი" აცხადებს, რომ HULC-ით აღჭურვილი სამხედროს შესაძლებლობები მნიშვნელოვნად უმჯობესდება. მას უნარი აქვს, ნახევრად ჩამჯდარმა იმოძრაოს, ხოხვით გადალახოს დიდი მანძილი. მისი დახმარებით, ბევრ ისეთ მოძრაობას ასრულებს, რომლებსაც ჩვეულებრივ, დიდი ძალისხმევა სჭირდება. ამასთან, ამ დროს, ადამიანის ტანი მინიმალურადაა დატვირთული. თავად ექსოსკელეტონს 70 კილოგრამი ტვირთის ზიდვა შეუძლია. ამგვარად, ადამიანზე, რომელიც HULC-ის დახმარებით, 90 კილოგრამიან ტვირთს ასწევს, რეალურად მხოლოდ 20 კილოგრამი დატვირთვა მოვა. დანარჩენს კი ექსოსკელეტონი აითვისებს.

გარდა ამისა, HULC-ი კომპაქტური გაბარიტებითაც გამოირჩევა, ის ადვილად და სწრაფად იხსნება და მაგრდება. ამას კი ჯარისკაცისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის ტვირთის სწრაფად მოხსნას და ბრძოლაში ჩაბმას შეძლებს.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. პოლიტიკა >>

    aa
  9. ინტერვიუ >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. პრესომბუდსმენი >>

    aa
  14. თვალსაზრისი >>

    aa
  15. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. წიგნები >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  43. ამბები >>

    aa
  44. ტექნოლოგიები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  48. რეგიონი >>

    aa
  49. კალათბურთი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. რაგბი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი