RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, სამშაბათი 2012
თბილისი ... ...
ბიზნესი >>

ჩინურ სოფელში 328-მეტრიანი ცათამბჯენი ააგეს

ჩინური დასახლება ჰუაქსი სოფელია, დიდი სოფელი, თუმცა ახლახანს იქ უზარმაზარი, სოფლისთვის აშკარად შეუფერებელი სასტუმრო, სახელად "ლონსი" წამოჭიმეს, შენობა, რომელიც თავად ამ სოფლის მცხოვრებთა მიერ შეგროვებული თანხით აშენდა.

24 საათი 29.01.12

ჩინური დასახლება ჰუაქსი სოფელია, დიდი სოფელი, თუმცა ახლახანს იქ უზარმაზარი, სოფლისთვის აშკარად შეუფერებელი სასტუმრო, სახელად "ლონსი" წამოჭიმეს, შენობა, რომელიც თავად ამ სოფლის მცხოვრებთა მიერ შეგროვებული თანხით აშენდა.

სასტუმროს სიმაღლე 328 მეტრია და მას 74 სართული აქვს. ხუთვარსკვლავიან სასტუმროში 800 ნომერია და მასში ერთდროულად თითქმის 2000 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.

ჩინურ პრესაში გავრცელებული ცნობით, სასტუმროს აშენება 3 მილიარდი იუანი (დაახლოებით 470 მილიონი დოლარი) დაჯდა. მის შესაგროვებლად, სოფლის ყოველმა ოჯახმა 10-10 მილიონი იუანი გაიღო. და ეს მათ მიერ განხორციელებული ინვესტიცია იყო - სასტუმრო სწორედ სოფლის მცხოვრებთა კუთვნილებაა.

სასტუმრო მარტო თავისი სიმაღლით როდი გამოირჩევა. ის ძალიან მდიდრულადაა გაწყობილი. მაგალითად, მის ჰოლში, სტუმრებს ხარის ერთტონიანი სკულპტურა ეგებება, რომელიც მთლიანად ოქროსგანაა ჩამოსხმული. ოქროს ხარი კი, სოფლის მაცხოვრებელთა სიმდიდრის სიმბლოა (ხარებს სავალუტო და სხვა სახის ბირჟებზე ისეთ ტრეიდერებს ეძახიან, რომლებიც სავალუტო წყვილების პირველი ვალუტის შეძენაზე არიან ორიენტირებულები). ცნობისათვის, ნიუ იორკის უოლ სტრირზე ასევე დგას ხარის (არა ოქროსი) ქანდაკება, რომელიც სიმდიდრის სიმბლოს წარმოადგენს.

სასტუმროს მეორე სართული სავაჭრო ზონაა და მას 2000 კვადრატული მეტრი ფართობი უკავია. 61-ე სართულზე მწვანე ზონა მოაწყვეს, სადაც ყვავილების პარკი და აუზი მდებარეობს. ასე განსაჯეთ, ამ ზონაში ჩიტების ჭიკჭიკსაც გაიგებთ. ამ პარკის გამო, სასტუმროს ჰუაქსის დაკიდულ სოფელსაც კი უწოდებენ.

აღსანიშნავია, რომ სოფელში და მის შემოგარენში დაახლოებით 36 000 ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგან უშუალოდ სოფლის მოსახლეობა მხოლოდ 2 ათსია. ჰუაქსის ეკონომიკისა კი ბევრ ქვეყანასაც კი შეშურდება - მისი მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 2003 წელს 1.5 მილიარდ დოლარზე მეტი იყო. როიტერსის მონაცემებით, სოფლის ყოველ ოჯახს მინიმუმ ერთი სახლი და ორი მანქანა აქვს, საბანკო ანგარიშზე კი მინიმუმ 250 000 დოლარი ერიცხება. ამ სოფელს ხშირად ცისქვეშეთის უმდიდრეს დასახლებასაც კი უწოდებენ. ის 1961 წელს დაარსდა და მის მაცხოვრებლებს, საშუალოდ 100 000 დოლარის ქონება ჰქონდათ. სოფელში მრავალდარგიანი სამრეწველო კომპანია მუშაობს, რომლის აქციონერებიც ჰუაქსის მცხოვრებლები არიან. ყოველწლიურად, მათ დივიდენდის სახით, კომპანიის მოგების დაახლოებით მეხუთედი ერიცხებათ. სოფელს აქვს თავისი თვითმფრინავები და როგორც ამბობენ, მალე საკუთარი გემებიც ეყოლება. წინასწარი დაანგარიშებით, წელს ჰუაქსის შემოსავალი 6.5 მილიარდ ევროს მიაღწევს!

აღსანიშნავია, რომ თავიდან ჰუაქსი ტიპიური ჩინური ღარიბი სოფელი იყო. მაგრამ მისი კომუნისტური პარტიის კომიტეტის ყოფილმა მდივანმა ვუ რენბაომ სპეციალური გეგმა შეიმუშავა, რომლის მიზანიც სოფლის მცხოვრებთა გამდიდრება იყო. სასტუმროს გახსნა კი ამ სოფლის დაარსებიდან 50 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. პოლიტიკა >>

    aa
  9. ინტერვიუ >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. პრესომბუდსმენი >>

    aa
  14. თვალსაზრისი >>

    aa
  15. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. წიგნები >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  43. ამბები >>

    aa
  44. ტექნოლოგიები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  48. რეგიონი >>

    aa
  49. კალათბურთი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. რაგბი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი