RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
26 მაისი, კვირა 2013
თბილისი ... ...
ბიზნესი >>

ქარის მფრინავი ტურბინა იაფფასიან ენერგიას იძლევა

ამერიკულმა კომპანია "ალტაეროს ენერჯიზმა" უჩვეულო კონსტრუქციის ქარის ტურბინა შეიმუშავა, რომელიც ჩვეულებრივ ქარის ტურბინებთან შედარებით, იაფ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. დანადგარმა უკვე გაიარა პირველი გამოცდა.

24 საათი 06.05.12

ამერიკულმა კომპანია "ალტაეროს ენერჯიზმა" უჩვეულო კონსტრუქციის ქარის ტურბინა შეიმუშავა, რომელიც ჩვეულებრივ ქარის ტურბინებთან შედარებით, იაფ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. დანადგარმა უკვე გაიარა პირველი გამოცდა.

ის ქალაქ ლაიმსტოუნში (შტატი მეინი), ლორინგის კომერციულ ცენტრში ჩატარდა. რგოლის ფორმის მქონე გასაბერმა სტრუქტურამ, 107 მეტრის სიმაღლეზე აიტანა მის ცენტრში მოთავსებული ქარის ტურბინა, რომელმაც ენერგია გამოიმუშავა. ტესტის დასრულების შემდეგ, დანადგარი უსაფრთხოდ დაეშვა ხმელეთზე.

პირველივე ტესტმა აჩვენა, რომ საჰაერო ტურბინას ჩვეულებრივ ქარის სადგურზე ორჯერ მეტი ენერგიის გამომუშავება შეუძლია. ამას კი ის ფაქტორი განაპირობებს, რომ დიდ სიმაღლეზე ქარი უფრო სტაბილური და ინტენსიურია. ამასთან, არსებობს ვარაუდი, რომ მფრინავი ტურბინის 300 მეტრის სიმაღლეზე ასვლის შემთხვევაში, ქარის ენერგიის ღირებულება დაახლოებით 65 პროცენტით შემცირდება.

"ათწლეულების განმავლობაში, ქარის ტურბინების დამონტაჟება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. მათ უზარმაზარი კოშკები და ამ კოშკებზე დასამაგრებლად, მაღალი ამწეები სჭირდებათ. და ამის მიუხედავად, ისინი შედარებით დაბალ სიმაღლეზე მუშაობენ, სადაც ქარები სუსტი და ცვალებადი მიმართულებისაა. თანამედროვე ტექნოლოგიები კი იმის საშუალებას გვაძლევს, რომ შევქმნათ გასაბერი მფრინავი სტრუქტურები, რომლებზეც ტურბინის დამაგრება იქნება შესაძლებელი. ასეთი სტრუქტურებით, ტურბინას დიდ სიმაღლეზე ავიტანთ, სადაც ქარები უფრო ძლიერი და სტაბილურია. თანაც, ასეთი სტრუქტურების ტრანსპორტირება ადვილი იქნება", - ამბობს "ალტაეროსის" მთავარი აღმასრულებელი ბენ გლასი.

მფრინავი ქარის ტურბინის ძირითადი ნაწილი გასაბერი სტრუქტურაა, რომელიც ჰელიუმით ივსება. ჰელიუმის მეშვეობით, აპარატი დიდ სიმაღლეს აღწევს, სადაც ქარის სიძლიერე ხშირად ხუთჯერ უფრო მეტია, ვიდრე ხმელეთის სიახლოვეს. ასეთი დანადგარის შექმნისკენ კომპანიის ინჟინრებს აეროსტატისა და დირიჟაბლის თავისებურებებმა უბიძგა. როგორც ცნობილია, აეროსტატებს იყენებენ როგორც სინოპტიკოსები, ასევე საკომუნიკაციო კომპანიები, რომლებსაც დიდ სიმაღლეზე რადიოსალოკაციო სისტემების ატანა სჭირდებათ. აეროსტატი მძლავრ ქარიშხლებსაც კი უძლებს და უსაფრთხოდ ეშვება ხმელეთზე. სწორედ ამის წყალობით მიიქცია მისმა კონსტრუქციამ "ალტაეროსის" ინჟინერთა ყურადღება.

ამერიკული კომპანიის მფრინავი ტურბინის კორპუსს აეროდინამიკური მილის მსგავსი ფორმა აქვს, რომლის შუაშიც მოთავსებულია ტურბინა. მილისებრი ფორმა ჰაერის ნაკადის თავმოყრას და ტურბინისკენ მიმართვას უზრუნველყოფს, ჰაერის კონცენტრირებული ჭავლი კი ტურბინის ეფექტურ მუშაობას განაპირობებს. გარდა ამისა, მილისებრი კორპუსი ხმაურსაც ახშობს. თუმცა დიდ სიმაღლეზე ამას მნიშვნელობა ეკარგება.

მფრინავი ტურბინების გამოყენება განსაკუთრებით ხელსაყრელი მიუდგომელ ადგილებშია, სადაც შეუძლებელია ელექტროქსელის მიყვანა. მაგალითად, ის გამოადგებათ გეოლოგებს, სამხედროებსა და ისეთ სოფლებს, სადაც ელექტროენერგიის მისაღებად დიზელ-გენერატორებს იყენებენ.

ყველაზე პოპულარული
  1. საზოგადოება >>

    aa
  2. ბლოგი >>

    aa
  3. ინტერვიუ >>

    aa
  4. პოლიტიკა >>

    aa
  5. უცხოეთი >>

    aa
  6. ბლოგი >>

    aa
  7. ბლოგი >>

    aa
  8. პრესომბუდსმენი >>

    aa
  9. თვალსაზრისი >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. სტილი >>

    aa
  13. რევიუ >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. მარანი >>

    aa
  16. მარანი >>

    aa
  17. მარანი >>

    aa
  18. კულინარია >>

    aa
  19. წიგნები >>

    aa
  20. წიგნები >>

    aa
  21. წიგნები >>

    aa
  22. წიგნები >>

    aa
  23. წიგნები >>

    aa
  24. წიგნები >>

    aa
  25. საზოგადოება >>

    aa
  26. საზოგადოება >>

    aa
  27. ტექნოლოგიები >>

    aa
  28. ტექნოლოგიები >>

    aa
  29. საზოგადოება >>

    aa
  30. რევიუ >>

    aa
  31. თვალსაზრისი >>

    aa
  32. რევიუ >>

    aa
  33. სპორტი >>

    aa
  34. კალათბურთი >>

    aa
  35. კალათბურთი >>

    aa
  36. ჭიდაობა >>

    aa
  37. რევიუ >>

    aa
  38. ამბები >>

    aa
  39. ამბები >>

    aa
  40. ბიზნესი >>

    aa
  41. ბიზნესი >>

    aa
  42. კალათბურთი >>

    aa
  43. სპორტი >>

    aa
  44. სპორტი >>

    aa
  45. სპორტი >>

    aa
  46. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი