RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, სამშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

ახალი საგამომცემლო პროექტის შესახებ

განხორციელების მოლოდინშია საგამომცემლო პროექტი, სახელწოდებით “იონა მეუნარგია”, რომლის ავტორებიც არიან: საინიციატივო ჯგუფის - “იონა მეუნარგიას სახელისა და ღვაწლის პოპულარიზაციისთვის” - ხელმძღვანელი ზვიად კვარაცხელია და გამომცემლობა “არტანუჯის” დირექტორი მაია კუდავა.

24 საათი 15.09.09

განხორციელების მოლოდინშია საგამომცემლო პროექტი, სახელწოდებით “იონა მეუნარგია”, რომლის ავტორებიც არიან: საინიციატივო ჯგუფის - “იონა მეუნარგიას სახელისა და ღვაწლის პოპულარიზაციისთვის” - ხელმძღვანელი ზვიად კვარაცხელია და გამომცემლობა “არტანუჯის” დირექტორი მაია კუდავა.

იონა მეუნარგიას შემოქმედებითი მემკვიდრეობის ამსახველი ხუთტომეულის გამოცემის აუცილებლობა ამ ადამიანის საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში შეტანილმა წვლილმა განაპირობა.ის იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანი და კახეთში, იმერეთსა და აჭარაში საერო სკოლების გახსნის ინიციატორი, თანამონაწილე. მისი, რაფიელ ერისთავისა და იაკობ გოგებაშვილის მოწოდებით შეიქმნა “ვეფხისტყაოსნის” ტექსტის დამდგენი კომისია (ილია ჭავჭავაძე, იონა მეუნარგია, ივანე მაჩაბელი, რაფიელ ერისთავი, პეტრე უმიკაშვილი, დიმიტრი ბაქრაძე), დაიწყო ძველი ხელნაწერების შეგროვება და მათი ერთმანეთთან შეჯერება, დაარსდა ბეჭდვის კომიტეტი, რომელმაც ქართველი ერის ნაციონალური სიმდიდრის გამოცემა ითავა.იონა მეუნარგიამ, ცნობილი ავსტრიელი მწერლების - არტურ და ბერტა ფონ-ზუტნერების დახმარებით, ფრანგულ და გერმანულ ენაზე თარგმნა “ვეფხისტყაოსანი” და საილუსტრაციოდ წარუდგინა ცნობილ უნგრელ მხატვარს მიხაი ზიჩს, რომელმაც ამ პოემის პირველი ფუნდამენტური ილუსტრაცია შექმნა. ის წლების მანძილზე თანამშრომლობდა იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებთან და ხშირად გაზეთ “დროების” რედაქტორის მოვალეობასაც ასრულებდა. მასვე ეკუთვნის პირველი ქართული ბიოგრაფიული რომანი - “ცხოვრება და ღვაწლი გრიგოლ ორბელიანისა”, მოგონებები და ნარკვევები ალექსანდრე ჭავჭავაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, გიორგი და დავით ერისთავების, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, მამია ერისთავის, გიორგი ჭალადიდელის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. ავტორია ისტორიული მონოგრაფიების (“დავით დადიანი და მისი დრო”, “ნიკო დადიანი”, “ეკატერინე ჭავჭავაძე”), ისტორიულ-ეთნოგრაფიული წერილების, შრომების და ა.შ.რას მოიცავს იონა მეუნარგიას შემოქმედებითი მემკვიდრეობის ამსახველი გამოცემა? მის ბიოგრაფიულ რომანსა და დოკუმენტურ პროზას, პუბლიცისტურ წერილებს, ესეებსა და ნაკვესებს, დღიურებსა და სამოგზაურო ნარკვევებს, მიმოწერას ცნობილ ქართველ და უცხოელ საზოგადო მოღვაწეებთან.

“აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელდება არაერთი სამუშაო, მათ შორის, სხვადასხვა მუზეუმებში დაცული და იონა მეუნარგიას სახელთან დაკავშირებული ცნობების, ფოტოებისა და ხელნაწერების მოძიება, მათი შესწავლა და გამოქვეყნება; XIX-XX საუკუნების პერიოდიკის (ჟურნალ-გაზეთები, წიგნაკები) დამუშავება; უცხოელი ავტორების (ჟიულ მურიე, არტურ და ბერტა ზუტნერები, სალომე მიურატი და სხვა) პირადი წერილებისა და ცნობების მოძიება, თარგმნა და გამოქვეყნება. ისინი წარმოდგენას შეგვიქმნიან როგორც ცალკეულ მოღვაწეთა, ისე XIX საუკუნის ქართულ საზოგადოებრივ-ლიტერატურული ყოფის შესახებ”, - გვითხრა ზვიად კვარაცხელიამ, რომელიც იონა მეუნარგიას პიროვნებით მაშინ დაინტერესდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ მისი ქუჩა ზუგდიდში იმ ადამიანის სახელს ატარებდა, რომლის სოფელშიც, ცაიშში, ბაბუა ცხოვრობდა. მოგვიანებით ის ამავე სოფელში განთავსებული მეუნარგიას სახელობის მუზეუმის აღდგენის ინიციატორიც გახდა.კითხვაზე, რამდენად არის შესწავლილი მისი მემკვიდრეობა, ზვიად კვარაცხელიამ გვიპასუხა: - “იონა მეუნარგიას ღვაწლი დაუფასებელია... ამ გამორჩეული ქართველი მოღვაწის შესახებ მასშტაბური კვლევა არ ჩატარებულა, თუ არ ჩავთვლით სოლომონ ცაიშვილის მიერ 1954 და 1957 წლებში გამოცემულ მეუნარგიას თხზულებათა ორტომეულს და ორიოდე მეცნიერულ ნარკვევს... აქამდე ტარდებოდა “იონაობები” - საიუბილეო ღონისძიებები, კონფერენციები, სადაც ფორმალობას დიდი ადგილი ეჭირა. ფაქტია, რომ დღეს ფართო საზოგადოებისთვის თითქმის უცნობია იონა მეუნარგიას სახელი და შემოქმედება, ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად ქცეული მისი წიგნები, სადაც უნიკალური ცნობებია შემონახული გამოჩენილ ქართველ მოღვაწეთა შესახებ, გამოვლენილია მათი ცხოვრებისა და შემოქმედების უცნობი მხარეები; XIX საუკუნის პრესაში ჩარჩენილი მისი ფასეული ნაშრომები - კრიტიკული წერილები, ესსეები, პირადი მიმოწერა ქართველ მწერლებთან, საზოგადო მოღვაწეებთან თუ თანამდებობის პირებთან; საქართველოს სხვადასხვა მუზეუმებსა და ოჯახებში გაფანტული მდიდარი ფოტომასალა, ხელნაწერები თუ უცხოელ ავტორთა თხზულებები, რომლებიც მის სახელს უკავშირდება. ამიტომაც ვფიქრობ, რომ იონა მეუნარგიას ქართულ სალიტერატურო სივრცეში შემოყვანა საჭირო და აუცილებელი საქმეა. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ გამოსაცემად უკვე მომზადებული გვაქვს თხზულებათა ორი ტომი და არ შეიძლება არ აღინიშნოს იმ ადამიანთა დამსახურება და თანადგომა, რომლებიც მათ მომზადებაში დაგვეხმარნენ, ესენი არიან: “სახალხო ბანკის” ზუგდიდის ფილიალის დირექტორი ჯიმშერ შეროზია, ცაიშის ტაძრის დეკანოზი ზაბულონ ქობალია და ეკლესიის საძმო, ასევე ბიზნესმენი თამილა ჯანიაშვილი. მადლობა მათ იმისათვის, რომ ამ პროექტის განხორციელების აუცილებლობა დაინახეს. ვიმედოვნებთ, რომ ასეთი ადამიანების მსაგავსად, მხარს სხვებიც დაგვიჭერენ და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში დაგვეხმარებიან”.პროექტის ავტორებისგანვე შევიტყვეთ, რომ თითოეულ ტომს თან კრიტიკოსებისა და ლიტერატურათმცოდნეების მიერ დაწერილი ანალიტიკური წერილიც დაერთვება. ამ ტიპის წინასიტყვაობა ერთგვარი გზამკვლევი იქნება მკითხველისთვის, რომელიც ხუთტომეულის თითოეული გამოცემას გაეცნობა.აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ლევან ბრეგაძე (ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ლიტერატურული პრემია “საბას” ორგზის ლაურეატი) აღნიშნავს: “იონა მეუნარგია, ევროპულად განსწავლული თვალსაჩინო მწერალი და პუბლიცისტი, ქართული ბიოგრაფიული რომანის საფუძვლის ჩამყრელი, მთარგმნელი და ქართული მწერლობის მემატიანე უთუოდ იმსახურებს იმას, მისი თხზულებები ხელმისაწვდომი იყოს ქართული მწერლობით, ქართული კულტურით დაინტერესებული ყველა მკითხველისათვის. სწორედ ამ მიზანს ემსახურება უპირველეს ყოვლისა ზვიად კვარაცხელიას მიერ ინიცირებული ეს პროექტი”.

ლევან ბრეგაძესთან ერთად, იონა მეუნარგიას ღვაწლის პოპულარიზაციის აუცილებლობაზე საუბრობს როსტომ ჩხეიძეც (ჟურნალ “ჩვენი მწერლობის” რედაქტორი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოების თავმჯდომარე), რომელმაც გვითხრა: “განხორციელება პროექტისა “იონა მეუნარგია” ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი მოვლენა იქნება საქართველოს ცხოვრებაში, რადგანაც მოიცავს არა მხოლოდ ერთი - თავისთავად დიდებული - პიროვნების ბიოგრაფიასა და ღვაწლს, არამედ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისა და მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ჩვენს ისტორიულ ყოფასაც, იმ საზოგადოებრივ ფონს, რომლის ღრმად შესწავლისა და გააზრების გარეშეც წარმოუდგენელია შევიცნოთ და გავითვალისწინოთ ჩვენი დღევანდელობა და საქართველოს სახელმწიფოებრივი რაობა. ეს არის ძალზე მძიმე და შრომატევადი საქმე, რომლის აღსრულებასაც სჭირდება ქართული კულტურისა და ლიტერატურისათვის თავგადადებულ ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც უხელმძღვანელებს ღრმად განათლებული და დაუშრეტელი ენერგიის ადამიანი”.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. პოლიტიკა >>

    aa
  9. ინტერვიუ >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. პრესომბუდსმენი >>

    aa
  14. თვალსაზრისი >>

    aa
  15. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. წიგნები >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  43. ამბები >>

    aa
  44. ტექნოლოგიები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  48. რეგიონი >>

    aa
  49. კალათბურთი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. რაგბი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი