RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
4 სექტემბერი, შაბათი 2010
თბილისი ... ...
რევიუ >>

როგორ შენდებოდა ტაჯ მაჰალი

ბენ კინგსლი ინდოეთში ბრუნდება

24 საათი 30.11.09

ბენ კინგსლი ინდოეთში ბრუნდება

თუ ინდოეთში გამგზავრებას და ამ ერთობ ეგზოტიკური ქვეყნის დათვალიერებას აპირებთ, ალბათ ტურისტული მარშრუტის შედგენაზე წინასწარ იზრუნებთ. ნომერ პირველი სანახავი კი ცხადია ტაჯ მაჰალის მავზოლეუმი იქნება - თეთრ მარმარილოში გაცოცხლებული არქიტექტურული საოცრება, რომელიც ინდოეთის იმდროინდელი მართველის შაჰ ჯაჰანისა და მისი საყვარელი მეუღლის, მუმთაზ მაჰალის სამუდამო განსასვენებელს წარმოადგენს. თანამედროვე მეცნიერები დღემდე იკვლევენ მავზოლეუმის არქიტექტურას, უახლოეს მომავალში კი მისი აშენების პროცესის კინო ვერსიასაც ვიხილავთ - ფილმის მთავარი გმირი კი შაჰ შაჰანის როლის შემსრულებელი ბენ კინგსლი იქნება.

ფილმს სახელწოდებით “ტაჯ” 2010 წლის დასაწყისიდან გადაიღებენ. დევიდ ეშტონის სცენარი უკვე მზადაა და ახლა მხოლოდ ფილმის რეჟისორია შესარჩევი. როგორც უცხოური პრესა იუწყება, ეს იქნება ერთ-ერთი ყველზე მასშტაბური და მდიდრული პროექტი, რადგან რეჟსორს არა მხოლოდ ტაჯ მაჰალის მშენებლობის პროცესის, არამედ იმდროინდელი ინდოეთის გაცოცხლებაც მოუწევს.

რაც შეეხება ბენ კინგსლის მონაწილეობას, ეს არჩევანი პრაქტიკულად უალტერნარივო იყო, რადგან გარდა იმისა, რომ ის ძალიან კარგი მსახიობია, მისი კინოკარიერა და ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება სწორედ ინდოეთთანაა დაკავშირებული. 1982 წელს მან ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო რიჩარდ ატენბოროს ფილმ “განდიში” მაჰათმა განდის როლისთვის მიიღო. “ინდოეთისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, ტაჯ მაჰალით კი აღფრთოვანებული ვარ. “განდიზე” მუშაობისას მის მოსანახულებლად ხშირად დავდიოდი, საათობით ვათვალიერებდი ამ საოცრებას და კიდევ უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ეს ქვეყანა უდიდეს ტრადიციებსა და კულტურას აერთიანებს. ცხადია ერთი წუთითაც არ ვწყვეტდი ფიქრს, თუ როგორ შენდებოდა იგი - სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შევეცდებით ჩვენს ფილმში”, - ამბობს ბენ კინგსლი.

შაჰ ჯაჰანი ინდოეთის მონღოლური წარმოშობის მმართველთა (1526-1858 წლები) წარმომადგენელი გახლდათ. როგორც ლეგენდა მოწმობს, მან მშვენიერი მუმთაზ მაჰალი ბაზარში დაინახა და მაშინვე შეუყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ გოგონა ღარიბი ოჯახიდან იყო, შეყვარებული პრინცისთვის ამას არ შეუშლია ხელი იგი ცოლად მოეყვანა და თავისი ცხოვრების თანამგზავრად გაეხადა. როგორც წყაროები მოწმობენ, მუმთაზი ერთადერთი იყო მისი ცოლებიდან, ვისაც შაჰის ბრძოლაში გაყოლის უფლება ჰქონდა და ხანდახან რჩევებსაც აძლევდა. 17-წლიანი თანაცხოვრების განმავლობაში მათ 13 შვილი გაუჩნდათ, თუმცა მე-14 ბავშვის გაჩენისას მუმთაზი გარდაიცვალა. მისმა სიკვდილმა შაჰი იმდენად დაამწუხრა, რომ გადაწყვიტა საყვარელი მეუღლისთვის განსაკუთრებული სამუდამო განსასვენებელი აეგო. ამისთვის 20 ათასი ოსტატი მშენებელი 22 წლის განმავლობაში შრომობდა. თეთრი მარმარილოს მავზოლეუმის მშენებლობა 1653 წელს დასრულდა და შაჰმა მაშინვე მის მოპირდაპირე მხარეს შავი მარმარილოს სრულიად იდენტური სასახლის აგება ბრძანა, რომლებიც ერთმანეთს რუხი მარმარილოთი უნდა დაკავშირებოდნენ. თუმცა ამ ჩანაფიქრის განხორციელება ვერ მოხერხდა, რადგან 1658 წელს შაჰი მისმა შვილმა ტახტიდან ჩამოაგდო და სიცოცხლის ბოლომდე მაღალ კოშკში გამოამწყვდია, რომლის პატარა ფანჯრიდანაც მხოლოდ ტაჯ მაჰალი მოჩანდა. გარდაცვალების შემდეგ შაჰი საყვარელი მეუღლის გვერდით დაკრძალეს.

მავზოლეუმის ცენტრალურ დარბაზში ორი აკლდამაა, თუმცა სინამდვილეში შაჰი და მისი ცოლი ღრმად მიწისქვეშ არიან დაკრძალული, რაც საფლავების მძარცველებისგან თავდაცვის მიზნითაა გაკეთებული. მავზოლეუმი საოცართან ერთად, ძალიან ძვირფას ნაგებობასაც წარმოადგენს. კედლები 300 კილომეტრის სიშორიდან ამოზიდული ნახევრად გამჭვირვალე თეთრი მარმარილოთია ნაგები და ფირუზით, აქატით, მალაქიტით და სხვა ძვირფასი მასალითაა მოჭედილი. მთავარი ნაგებობის გარშემო ოთხი მინარეთია აღმართული, რომლებიც ოდნავ მავზოლეუმის საპირისპირო მხარესაა გადახრილი - დანგრევის შემთხვევაში მავზოლეუმი რომ არ დააზიანონ. სხვათა შორის, მინარეთების უმაღლესი წერტილიდან თვითმკვლელობის მიზნით დღემდე ხტებიან იმედგაცრუებული შეყვარებულები, ამიტომ მათ გარშემო დაცვა გაძლიერებულად მუშაობს. თუმცა თვითმკვლელი შეყვარებულების რიცხვი მაინც არ იკლებს - ტაჯ მაჰალის მავზოლეუმი ხომ დაკარგული სიყვარულის უდიდეს სიმბოლოს წარმოადგენს.

ყველაზე პოპულარული
  1. ჭიდაობა >>

    aa
  2. ფეხბურთი >>

    aa
  3. ფეხბურთი >>

    aa
  4. უცხოეთი >>

    aa
  5. რევიუ >>

    aa
  6. უცხოეთი >>

    aa
  7. რევიუ >>

    aa
  8. რევიუ >>

    aa
  9. ბიზნესი >>

    aa
  10. სპორტი >>

    aa
  11. სპორტი >>

    aa
  12. ფეხბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი