RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, სამშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

კენას ზამთარი

ჩვენ არ დავარღვევთ ტრადიციას - კვლავ ფოტოებით მოგილოცავთ.

24 საათი 31.12.09

ჩვენ არ დავარღვევთ ტრადიციას - კვლავ ფოტოებით მოგილოცავთ.

ამჯერად მაიკლ კენას იაპონური ზამთრის სერიით. თუნდაც იმიტომ, რომ ის სიმშვიდე გისურვოთ, რომლითაც ამ ფოტოების ავტორი სამყაროსთან ურთიერთობს.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ერთი შეხედვით მშვიდი, მარტოობის მოყვარული, აუღელვებელი და გაწონასწორებული ფოტოგრაფი, სინამდვილეში დიდი ვნებების არტისტია. ვნება კი პირველ რიგში, ფოტოგრაფიაა, რომელსაც მაიკლ კენა ქაოსური და ხმაურიანი რეალობიდან ცარიელი და ჩუმი სივრცეებისკენ მიჰყავს. იქ, სადაც საზღვრები ცისა და მიწის ხაზებს შორის თითქმის უხილავი ხდება, სადაც მარტოობა ადამიანის არსებობის ერთადერთი ფორმაა და სადაც მთავარი თვალის მიერ დანახულის კოპირება კი არა, არამედ მხოლოდ მინიშნების გაკეთებაა, როგორც ეს იაპონური პოეზიის დიდ ტრადიციებშია მიღებული. რადგან მინიშნება გზას ხსნის ღრმა მედიტაციისკენ, დაფიქრებისკენ და წარმოსახვას სრულ თავისუფლებას აძლევს. ამ დროს სივრცის და დროის ორგანიზაციის ის ვერსია იქმნება, რომელიც სცდება კონკრეტული სივრცის და მითუმეტეს, კონკრეტული დროის კატეგორიებს და მათ მიღმა იწყებს არსებობას. სწორედ ისე, როგორც ეს კენას პეიზაჟებში ხდება. "მე მიყვარს ცარიელი სივრცეების გადაღება. როდესაც ასეთ ადგილებში მარტო ხარ, მეტს ესაუბრები საკუთარ თავს, ესაუბრები პეიზაჟს, გარემომცველ სამყაროს," - ამბობს კენა, - ეს ნამდვილ მედიტაციას ემსგავსება." არ უნდა იყოს, არა, იოლი ამდენი დროის საკუთარ თავთან გატარება? კითხვებზე პასუხის გაცემა... "არა, რატომ?! თუ საკუთარ თავთან კომფორტულად გრძნობ თავს, ეს პროცესი მშვენიერი ხდება. ამას ვერ ისწავლი, ეს უნდა დაგყვეს. მე ყოველთვის მარტოსული ვიყავი, ბავშვობიდან," - ამბობს კენა. და მერე არ არის რთული ისევ ხმაურიან და აჩქარებულ რეალობაში დაბრუნება? ამბობს, რომ რთულია. რთულიც და არაკომფორტულიც, მაგრამ ესეც ხომ 21-ე საუკუნის ცხოვრების ნაწილია - იმეილებით ურთიერთობა, წერილები, ტელეფონები, ქაღალდები... "ვფიქრობ, ჩემთვის დრო გაყოფილია, - ამბობს კენა, - არის დრო, როდესაც ვალდებული ვარ ვმართო ეს ყოფითი, ორგანიზაციული დეტალები. ერთი სიტყვით, ვაკეთო ის, რაც გასაკეთებელია და არის დრო, როდესაც მე ამ ყველაფრის გარეშე ვცხოვრობ."

ამ დროს ის იკარგება, ქრება, ყველასთვის ან თითქმის ყველასთვის მიუწვდომელი ხდება. რადგან უმძაფრდება მარტო ყოფნის სურვილი. ეს მაშინ ხდება, როდესაც კენა იღებს. ზამთარში, როდესაც პეიზაჟები თოვლით იფარება - ამბობს, რომ ზამთრისადმია მგრძნობიარე. უყვარს გაშიშვლებული ხეები, რომლებზეც ტოტები ჩანს. ტოტები ფოთლებსა და ლამაზ ყვავილებს ურჩევნია. ღრუბლებიც უყვარს, წვიმაც. ცვალებადი პეიზაჟიც.

იღებს შებინდებისას, როდესაც დღე გადადის და ღამე ჯერ არ დამდგარა. ამბობს, რომ ბინდი მისი დროა. იღებს იქ, სადაც შესაძლებელია საათობით ვარსკვლავებზე, მთვარის ამოსვლაზე და მერე ჩასვლაზეც დაკვირვება, სადაც ცისა და მიწის სივრცეებს შორის საზღვრები იშლება, ისევე როგორც აღარ არსებობს საზღვრები დღესა და ღამეს შორის. რადგან ფოტოზე კენას სჭირდება ის, რაც რეალურ სამყაროში, გამოსახულების ტყვეობაში მყოფი თანამედროვე ადამიანის თვალისთვის უხილავი გახდა. ის, რაც უხილავია რეალობაში, კენას ფოტოებზე უფრო სწორად კი, მის პეიზაჟებში ხილული ხდება. კენას ფოტოებზე თავად კენაც ხდება ხილული, რადგან მისი ხედვა მისსავე შინაგან სამყაროზე მეტს ჰყვება, ვიდრე იმ კონკრეტულ სივრცეებზე, რომლებსაც იგი იღებს. "ადამიანი ხომ ისიც არის, რასაც უყურებს, ნაწილობრივ მაინც," - როგორც ამას ერთი ცნობილი პოეტი აღნიშნავდა. ალბათ, კენა თავის ფოტოებით ამითიც განსხვავდება ორდინალური პეიზაჟისტისგან.

იაპონია, საფრანგეთი, ინგლისი, ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, კორეა, ნორვეგია (მომავალ ზამთარს კი ალბათ ალბათ საქართველოც) - აი ქვეყნები, სადაც კენა თავის პეიზაჟებს, თავის სივრცეებს ეძებს. უფრო სწორად კი, ქმნის. როგორ ირჩევს ქვეყნებს? ამბობს, რომ არჩევანი თავისთავად კეთდება. პატარა ინსპირაციაც კი საკმარისია და იგიც მას მიჰყვება. უყვარს მოულოდნელობები, რომლებიც ცხოვრებას უფრო ლამაზს ხდიან თუნდაც მარტო იმიტომ, რომ ამ დროს შეუძლებელი ხდება ყველაფრის კონტროლი. "რაიმე განსაკუთრებული მიზეზი იმ ქვეყნების არჩევაში, სადაც გადასაღებად მივდივარ, არ არსებობს. უბრალოდ, მაინტერესებს ხოლმე. ასე მოხდა იაპონიაშიც... რაც უფრო უკეთ გავიცანი ეს ქვეყანა მით უფრო ახლობელი გახდა ჩემთვის, მით უფრო შემიყვარდა. ისიც კი აღმოვაჩინე, რომ რაღაცით ჩემ მშობლიურ ინგლისსაც ჰგავს. შესაბამისად, ჩემთვის ძალზე კომფორტული ქვეყანაა. მაგრამ, არის ადგილები, სადაც უბრალოდ რთულია გადაღება, ვგულისხმობ - ჩემთვის გადაღება. ასე მოხდა სამხრეთ კორეაში. მხოლოდ ორი დღე შევძელი იქ გადაღება. ძალიან ბევრი მზე იყო, გადანათებული იყო ყველაფერი. მოთმინება აღარ მეყო და შესაბამისად, არც არაფერი გავაკეთე." კი მაგრამ, მოთმინების გარეშე იმ ფოტოგრაფიის კეთება, რომელსაც თქვენ აკეთებთ ალბათ შეუძლებელი იქნებოდა? "ბუნებრივია ეს ასეა", - ამბობს კენა, - "მთვარის ამოსვლის გადაღება, რომელსაც 6 საათიანი ექსპოზიცია სჭირდება დიდი მოთმინების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა..."

კენა ყოველთვის ბრუნდება "თავის ქვეყნებში". უყვარს დაბრუნება. უყვარს, როდესაც დაბრუნებებს შორის დრო გადის და ამ დროის მანძილზე რაღაცეები იცვლება. ცვლილებები საგრძნობი და ხილული ხდება. იმასაც იხსენებს, რომ ბავშვობაში თამაშიც კი ჰქონდა, როდესაც პატარა ფურცელზე ჩანაწერს აკეთებდა და სახლში სადმე, მოფარებულ ადგილზე დამალავდა. შემდეგ კი, აუცილებლად უნდა გასულიყო დრო ვიდრე პატარა ფურცლის ძებნას დაიწყებდა. "ამ თამაშის იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ რაც შეიძლება მეტი დრო უნდა გასულიყო", - ამბობს კენა. ალბათ იმიტომ, რომ არ ეშინოდა და ახლა კიდევ უფრო ნაკლებად ეშინია ვეღარ იპოვოს ის, რასაც ეძებს, ის, რაც ერთხელ დაინახა, რაც ერთხელ იგრძნო, რასაც ერთხელ შეეხო. შემდეგ დანტეს სიტყვებსაც იხსენებს "ღვთიური კომედიიდან" : "… and we came out to see once more the stars". დანტეს გარეშეც ნათელია, რომ კენას ყოველთვის შეუძლია კიდევ ერთხელ დაინახოს ის, რაც სხვისი თვალისთვის უხილავია. დიდხანს ელოდოს და დაინახოს, დიდხანს ეძებოს და იპოვოს ღრუბლიანი, ნისლიანი, თოვლიანი, ცარიელი სივრცეები, სადაც ადამიანის არსებობის ერთადერთი მდგომარეობა - მარტოობაა. კენა ამბობს, რომ მზით გადანათებული ლურჯი ცა ხანდახან ისეთივე მოსაწყენია, როგორც ადამიანები. თუმცა იმასაც ამბობს, რომ უყვარს ადამიანები და მათთან ურთიერთობა, "მაგრამ, ცარიელ სივრცეებში მარტოც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და არასდროს, მერწმუნეთ, არასდროს ვიწყენ."

- კარგი, მაშინ დაგტოვებთ მარტო...

გილოცავთ ახალ წელს! არც თქვენ მოიწყინოთ!

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. პოლიტიკა >>

    aa
  9. ინტერვიუ >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. პრესომბუდსმენი >>

    aa
  14. თვალსაზრისი >>

    aa
  15. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. წიგნები >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  43. ამბები >>

    aa
  44. ტექნოლოგიები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  48. რეგიონი >>

    aa
  49. კალათბურთი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. რაგბი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი