RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, სამშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

ნაქურდალი და ახლადაღმოჩენილი

ძველი დეგა და და ახალი და ვინჩი

24 საათი 06.01.10

ძველი დეგა და და ახალი და ვინჩი

2010 წლის დასაწყისში საინფორმაციო საშუალებებმა რამდენიმე ძვირადღირებული ნამუშევრის ქურდობის შესახებ გვაცნობეს.

ორი დღის წინათ მარსელში უცნობმა პირებმა კანტინის მუზეუმიდან ფრანგი მხატვრის - ედგარ დეგას 30 მილიონ ევროდ შეფასებული ნახატი მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაცია AFP-მა გაავრცელა. ამავე დროს, “პრესის ასოციაცია" მარსელის პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ ნაქურდალის ღირებულება მხოლოდ 800 ათას ევროს შეადგენდაო...

დამნაშავეთა ყურადღება მიიპყრო ნამუშევარმა Les choristes, რომელიც პარიზის დ’ორსეს მუზეუმს ეკუთვნოდა. ეს ტილო იყო ნაწილი ექსპოზიციისა, სახელწოდებით De la scene au tableau, რომელმაც სულ 200 ნახატი მოიცვა. 2009 წლის 6 ოქტომბერს გახსნილი გამოფენა 2010 წლის 3 იანვრამდე უნდა გაგრძელებულიყო.

ედგარ დეგას ნახატის მოპარვის შესახებ მუზეუმის წარმომადგენლებმა 31 დეკემბერს (მუზეუმის გახსნის მომენტში) შეიტყვეს. როგორ შეიჭრნენ ბოროტმოქმედები მუზეუმში, გაურკვეველია. პოლიცია მუზეუმის დაცვასთან ქურდობის ყველა შესაძლო ვარიანტს იკვლევს. “ხელჩასაჭიდი ჯერ არაფერი გვაქვს, მაგრამ ვცდილობთ უყურადღებოდ არც ერთი დეტალი არ დავტოვოთ", - განაცხადა კანტინის მუზეუმის წარმომადგენელმა. ერთხანს სამართალდამცავებმა ეჭვი დარაჯზე მიიტანეს და ის ციხეშიც ჩასვეს, მაგრამ იქიდან მალე გამოუშვეს, რადგანაც მძარცველი არ აღმოჩნდა.

ედგარ დეგამ Les choristes პასტელში 1877 წელს შექმნა. მისი ზომებია: 32 X 27 სანტიმეტრზე. ის ექსპოზიციის ფარგლებში დაახლოებით 70 ათასმა დამთვალიერებელმა ნახა.

31 დეკემბერს ქურდობა საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილშიც მოხდა. ამ შემთხვევაში დაახლოებით 30 ნახატი კერძო ვილიდან მოიპარეს. მათ შორისაა პაბლო პიკასოსა და ანრი რუსოს ნამუშევრები. ნაქურდალის საერთო ღირებულება დაახლოებით მილიონ ევროს შეადგენს.

ქალაქ La Cadiere d’Azur-ში განთავსებულ ვილაში მძარცველები მაშინ შეიჭრნენ, როდესაც მისი პატრონი სადღესასწაულო დღეებს შვედეთში ატარებდა. დარაჯებმა დანაკარგი 31 დეკემბერს აღმოაჩინეს და მეპატრონე სახლში დაბრუნდა, რათა კოლექცია დაეთვალიერებინა და ენახა კონკრეტულად რა დაიკარგა. თავდაპირველად, პოლიციას ეგონა, რომ ქურდებმა ხელს მოდელიანის ნამუშევარიც გააყოლეს, მაგრამ ის მოგვიანებით სახლში იპოვეს.

მუზეუმები და კერძო სახლები იძარცვება, პოლიცია ნაქურდალს ეძებს, ბოსტონის ნატიფი ხელოვნების მუზეუმში კი აღმოაჩინეს, რომ იქ დაცული ერთ-ერთი ნახატის ავტორი შესაძლოა ლეონარდო და ვინჩი იყოს. მას მუზეუმის ხელმძღვანელობის დაკვეთით უტარდება ექსპერტიზა, რომელიც საზოგადოებას ზუსტ პასუხს ამცნობს. ამის შესახებ ინფორმაცია The Washington Post-მა გაავრცელა. შეტყობინების ავტორმა კი ვინაობის გამხელა არ ისურვა.

ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არც ბოსტონის მუზეუმის აღორძინების ხელოვნების კოლექციის კურატორმა ფრედერიკ ილჩმანმა (Frederick Ilchman) ისურვა. მას სხვებიც შეუერთდნენ. ზოგმა კი მხოლოდ ის განაცხადა, რომ “ახალი და ვინჩის" აღმოჩენის შესახებ გვსმენია, მაგრამ არც ნამუშევარი გვინახავს და ისიც კი არ ვიცით რა არის მასზე გამოსახულიო... ასე რომ, ჯერჯერობით უცნობია როგორ გამოიყურება ექსპონატი, რომელიც შეიძლება აღორძინების ხანის ოსტატის აღმოჩნდეს.

თუ The Washington Post-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა, ბოსტონის ნატიფი ხელოვნების მუზეუმის ექსპონატი ლეონარდოს აშშ-ში დაცული მეორე ნახატი იქნება. ვაშინგტონის ხელოვნების ნაციონალურ გალერეაში მხატვრის “ჯინევრა დე ბენჩის პორტრეტი" ინახება.

2009 წელს ლეონარდოს მიერ შექმნილ ნამუშევრად ოქსფორდის ხელოვნების ისტორიის საპატიო პროფესორმა - მარტინ კემპმა (Martin Kemp) უცნობი ტილო დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაცია The Antiques Trade Gazette-მა გაავრცელა. სურათზე, სახელწოდებით “რენესანსულ კაბაში გამოწყობილი ახალგაზრდა გოგონას პროფილი", აღმოაჩინეს თითის ანაბეჭდი, რომელიც და ვინჩისას გავს.

პროფესორი კემპის თქმით, მულტისპექტრულმა ანალიზმა აჩვენა, რომ სურათის მარცხენა ზედა კუთხეში მოცემული ანაბეჭდის იდენტურობის ალბათობა მხატვრის ანაბეჭდთან, რომელიც 1481 წელს ლეონარდო და ვინჩის მიერ შესრულებულ ტილოზე (“წმინდა იერონიმი") არის შემონახული, მაღალია. იმ დროისათვის ხელოვანი ნაკლებად იყო ცნობილი და ხატვისას არც დამხმარეებს მიმართავდა. ამის გარდა, კემპი ირწმუნება, რომ ნახატზე ჩატარებული ანალიზის შედეგმა აჩვენა, რომ ის შესრულებულია ცაციას მიერ და სტილისტურად გავს და ვინჩის სხვა ნახატს, სახელწოდებით “ქალის პორტრეტი პროფილში".

33 X 24 სანტიმეტრის ზომის სურათი შესრულებულია პერგამენტზე. იმის მიუხედავად, რომ ლეონარდო და ვინჩის ნამუშევრებიდან არც ერთი არ არის პერგამენტზე შესრულებული, კემპსი აღნიშნავს, რომ იტალიელი მხატვარი ამ ტექნიკით ინტერესდებოდა და მის შესახებ აზრს 1494 წელს მილანში ჩასულ სასახლის კარის მხატვარს - ფრანც ჟანა პერეალიას ეკითხებოდაო... ამავე პროფესორის აზრით, ნამუშევარი შექმნილია დაახლოებით 1496 წელს და მასზე გამოსახულია ბიანკა სფორცა - მილანის ჰერცოგის ლუდოვიკო სფორცას ქალიშვილი.

აქამდე XIX საუკუნის დასაწყისის უცნობი გერმანელი მხატვრის ნამუშევრად მიჩნეული ექსპონატი 1998 წელს Christie’s აუქციონზე 19 ათას დოლარად შეიძინეს და მისი მეპატრონეა ევროპელი კოლექციონერი პიტერ სილვერმანი. იმ შემთხვევაში თუ ექსპერტები დაამტკიცებენ, რომ მისი ავტორია ლეონარდო და ვინჩი, სურათის ფასი საგრძნობლად გაიზრდება და სავარაუდოდ 100 მილიონ ფუნტ სტერლინგს (157,84 მილიონი დოლარი) მიაღწევს.

ველოდებით შედეგებს, რომლებსაც ექსპერტები და პოლიციის საგამოძიებო ჯგუფის წარმომადგენლები მოპარულ და ლეონარდო და ვინჩის შესაძლო ნამუშევრებთან დაკავშირებით მოგვაწვდიან.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. პოლიტიკა >>

    aa
  9. ინტერვიუ >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. პრესომბუდსმენი >>

    aa
  14. თვალსაზრისი >>

    aa
  15. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. წიგნები >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  43. ამბები >>

    aa
  44. ტექნოლოგიები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  48. რეგიონი >>

    aa
  49. კალათბურთი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. რაგბი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი