RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, სამშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

დიმიტრი ყიფიანი - ცხოვრება და მოღვაწეობა არქივებში დაცული მასალა ფოტოალბომის სახით გამოიცა

XIX საუკუნის დიდი ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის უმდიდრესი ფოტო და დოკუმენტური არქივი ფოტომატიანის სახით გამოიცა.

24 საათი 06.01.10

XIX საუკუნის დიდი ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის უმდიდრესი ფოტო და დოკუმენტური არქივი ფოტომატიანის სახით გამოიცა.

პრეზენტაცია ალბომისა "დიმიტრი ყიფიანი - ცხოვრება და მოღვაწეობა" გაიმართა 5 იანვარს, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ღონისძიება დეველოპერული კომპანია "რედიქსისა" და სახველმოქმედო ფონდ "ცისკრის" ხელშეწყობით ჩატარდა.

წინამდებარე ფოტოალბომი მიეძღვნა ლიტერატორისა და პუბლიცისტის, სამშობლოსთვის წამებული და აწ უკვე წმინდანად შერაცხული დიმიტრი ყიფიანის აღსრულებიდან ასმეოცე წლისთავს. ფოტომატიანე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის კურთხევით გამოიცა კომპანია "რედიქსის" გენერალური დირექტორის ლაშა პაპაშვილისა და ბანკ "რესპუბლიკას" დახმარებით.

XIX საუკუნის გამორჩეულ ქართველთა შორის დიმიტრი ყიფიანს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა, საჯარო ბიბლიოთეკის დაარსება, პროფესიული ჟურნალისტიკის ჩამოყალიბება, ქართული თეატრის შექმნა, სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის დაფუძნება, "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ხელმძღვანელობა - ესაა არასრული ჩამონათვალი დიმიტრი ყიფიანის მრავალმხრივი მოღვაწეობისა.

დიმიტრი ყიფიანის მოწამეობრივი აღსრულებიდან დღემდე ვერ ხერხდებოდა გამოცემა ყიფიანების საკაოდ მდიდარი არქივისა, რომელიც შეიცავს მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან მიმოწერას სხვადასხვა ენაზე, ფოტოსურათებს, ოფიციალურ საბუთებს, ღია ბარათზე დაბეჭდილ ხედებს, ავტოგრაფებიან ნაჩუქარ სურათებს და ა.შ.

"სასიხარულოა, რომ შევძელით საქართველოს სიძველეთსაცავებში არსებული მდიდარი ფოტომასალის მოძიება, თავმოყრა. ასევე, საოჯახო მასალის დამუშავება, რომელიც ექვსი თაობის განმავლობაში ელოდა დღის სინათლეს. ერის ღირსების დაცვისათვის დიმიტრი ყიფიანს რუსეთის ხელისუფლებამ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, მაგრამ მოწამებრივი აღსასრულისათვის იგი წმინდანად შეირაცხა. ვფიქრობთ, ამ ფოტომატიანის გამოცემით ჩვენი მოკრძალებული წვლილი შეგვაქვს ეროვნულ საქმეში". - განაცხადა კომპანია "რედიქსის" გენერალურმა დირექტორმა, ლაშა პაპაშვილმა.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. პოლიტიკა >>

    aa
  9. ინტერვიუ >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. პრესომბუდსმენი >>

    aa
  14. თვალსაზრისი >>

    aa
  15. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. წიგნები >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  43. ამბები >>

    aa
  44. ტექნოლოგიები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  48. რეგიონი >>

    aa
  49. კალათბურთი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. რაგბი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი