RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, სამშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

სად იმალება სელინჯერი...

სად იმალება სელინჯერი, რომელ ჭვავის ყანაში, უფსკრულის პირას?

24 საათი 30.01.10

სად იმალება სელინჯერი, რომელ ჭვავის ყანაში, უფსკრულის პირას?

28 იანვარს, აშშ-ში ნიუ-ჰემპშირის შტატში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა ჯერომ დევიდ სელინჯერი. მწერალი 91 წლის იყო. სელინჯერის ხსოვნის აღსანიშნავად ნიუ-იორკის წიგნის მაღაზიებში დაიდგა დაფები, მისი ფოტოებით სავსეა გაზეთების პირველი სვეტები, დიდი განდეგილის გარდაცვალებას ეხმიანებიან ინტერნეტფორუმებში.

მას შემდეგ, რაც სელინჯერმა თავისი მწერლური მისია შეასრულა და სამყაროს განერიდა, მოსვენებას არ აძლევდნენ. მრავალი თაობის საყვარელი რომანის - "თამაში ჭვავის ყანაში" - ავტორთან განშორება მსოფლიოს არ სურდა. მკითხველი სულ ელოდა, რომ სელინჯერი ისევე მოლოდნელად გამოჩნდებოდა ლიტერატურაში, როგორც გაქრა... ბოლო 40 წელიწადი მწერალმა საზოგადოებისგან განმარტოებით გაატარა, მაგრამ მისი მთავარი წიგნი - "თამაში ჭვავის ყანაში" მთელი ამ დროის განმავლობაში თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა და ბევრი ადამიანის ცხოვრებას ცვლიდა.

გთავაზობთ მელორ სტურუას წერილს, რომელიც გამოქვეყნდა შარშან, სელინჯერის საიუბილეო წელს. მაშინ მწერალი 90 წლის გახდა.

მწერლის ხანგრძლივი ცხოვრება სამ განსხვავებულ ეტაპად იყოფა. პირველი 32 წელი მას არავინ იცნობდა. მომდევნო შვიდი წლის მანძილზე იცნობდა მთელი მსოფლიო. და აი, უკვე ნახევარი საუკუნეა, სელინჯერი განდეგილივით ცხოვრობს თავის მამულში, ნიუ-ჰემპშირის შტატის პატარა ქალაქ კორნიშში.

ჟურნალისტებს შორის პროფესიული ღირსების საქმედ იქცა არა მხოლოდ სელინჯერისგან ინტერვიუს აღება, არამედ მისთვის თვალის მოკვრაც კი. ღირსების საქმე თანდათან სპორტულ აზარტად იქცა. მაგრამ, მაინც ვერავინ მოახერხა ამ უცნაური "ლიტერატურული ლოკოკინას" ნიჟარიდან გამოტყუება, მით უმეტეს, რომ მისმა მეზობლებმა აბეზარი მედიის წინაშე კედელი აღმართეს. ათეული წლებია, სელინჯერისთვის ფოტო არავის გადაუღია, და არავინ იცის, როგორ გამოიყურება. სელინჯერი ამერიკულ და მსოფლიო ლიტერატურაში შეიჭრა რომანით "თამაში ჭვავის ყანაში" (The Catcher in the Rye), რომელმაც დღის სინათლე 1951 წელს იხილა და მალე "საკულტო წიგნად" იქცა - განსაკუთრებით ჭკვიანებისა და იმედგაცრუებული ხალხისთვის. როცა რომანი რუსულ ენაზე ითარგმნა, ის საბჭოთა მკითხველმაც შეიყვარა. და უცბად, 1969 წელს, დიდების მწვერვალზე მყოფი სელინჯერი გაუჩინარდა. 1961-ში გამოვიდა მისი წიგნი "ფრენი" და "ზუი" - ორი დიდი მოთხრობა გლასების ოჯახზე, რომელზეც იგი საგას წერდა. სელინჯერის უკანასკნელი ნაწარმოები, რომელმაც დღის სინათლე იხილა, "1924 წლის ჰეპვორტის მე-16 დღე" იყო. 70-იან წლებში სელინჯერმა ჟურნალისტებისთვის ინტერვიუების მიცემა შეწყვიტა, 80-იან წლებში კი აშშ-ის უმაღლეს სასამართლომდეც კი იარა, - თავისი ინგლისელი ბიოგრაფის, იან ჰამილტონისთვის თავისი წერილების ციტირების აკრძალვის მოთხოვნით.

ასე თანდათანობით წარმოიშვა ლიტერატურულ-დეტექტიური მეცნიერება - სელინჯეროლოგია, რომელიც სწავლობდა უკანასკნელი ნახევარი საუკუნის მანძილზე განდეგილი მწერლის ცხოვრებას. ერთნი მიიჩნევენ, რომ მწერალმა წერას თავი დაანება. სხვები ამბობენ, რომ არა, მაგრამ ანადგურებს ნაწერებს, როგორც გოგოლმა დაწვა "მკვდარი სულების" მეორე ნაწილი. მესამეთა თანახმად, სელინჯერი შთამომავლობისთვის წერს და ეს ნაწერები მისი სიკვდილის შემდეგ გამოვა. უკანასკნელი ვერსია ჯოის მეინარდის მტკიცებულებას ემყარება (იგი 70-იან წლებში სელინჯერთან ცხოვრობდა). იგი თავის მემუარებში წერს, რომ ნახა "ბლოკნოტებით სავსე მთელი თაროები", რომლებიც გლასების საგას ეძღვნებოდა. მისივე სიტყვებით, მწერალს სეიფში ორი ახალი რომანი მაინც აქვს ჩაკეტილი.

უფრო სერიოზული სელინჯეროლოგები განდეგილის ლიტერატურული იატაკქვეშეთის მიკვლევას ცდილობენ და მის უკანასკნელ ოპუსს "ჰეპვორდტს..." აანალიზებენ, ცდილობენ მასში მაინც იპოვონ მწერლის კარჩაკეტილობის მიზეზი.

მთავარზე მთავარი კითხვაა: ეს მოთხრობა შემოქმედების ახალ ეტაპზე ტრამპლინი იყო თუ "ფინალური არია"? თვითონ მოთხრობას სელინჯერის ნაწერებში განცალკევებული ადგილი უჭირავს. მას შვიდი წლის სეიმურ გლასის მიერ საჩქაროდ დაწერილი 25 000-სიტყვიანი წერილის ფორმა აქვს. წერილი სეიმურმა მშობლებს - ვოდევილის ყოფილ მსახიობებს - და ძმებს ნიუ-იორკში გაუგზავნა. სეიმური ვუნდერკინდია, შვიდი წლისა უკვე რამდენიმე უცხო ენას ფლობს და მის ჰეპიზე, ბანაკის მეპატრონის ცოლზეა შეყვარებული. ის თანატოლებთან ქედმაღალია და უფროსებს ჭკუას არიგებს, მშობლების ჩათვლით. მოთხრობა მთავრდება წიგნების სიით, რომელთა გაგზავნასაც მათ სთხოვს. ჩვეულებრივ მოკვდავს ისინი მთელი სიცოცხლის მანძილზე ეყოფოდა, მაგრამ სეიმური აპირებს მთელი სია კვირა-ნახევარში ბანაკში ყოფნისას გადასანსლოს, ესენია: ლევ ტოლსტოისა და ჩარლზ დიკენსის თხზულებათა სრული კრებული, პრუსტი ფრანგულ ენაზე, გოეთე გერმანულად და ასე შემდეგ...

შეუძლებელია, არ დაეთანხმო ლიტერატურის კრიტიკოს ჩარლზ მაკგრეტს, რომ სეიმურის ოდისეა "ნაბოკოვისეული ხასიათისაა". როგორც ნაბოკოვთან, სელინჯერთანაც დროისა და სივრცის პრეტენზიაა მთავარი მოქმედი პირები იყვნენ. ბავშვთა ბანაკიდან გამოგზავნილი წერილის ავტორი იგივე სეიმურია, რომელიც ფლორიდაში თაფლობის თვეში სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს - ჩემოდნიდან პისტოლეტს იღებს და საფეთქელში დაიხლის, გვერდით კი ახალგაზრდა ცოლი თვლემს.

მერე სეიმური სელინჯერის სხვა წიგნებში თითქოს ისევ ცოცხლდება, ხდება წმინდანი, მისტიკოსი და გლასების კლანის პოეტი. ყველა ეს სეიმური ერთმანეთისგან იმდენად განსხვავდება, რომ ზოგიერთი კრიტიკოსი ეჭვობს, რომ მათ ავტორი ბოროტად გაეხუმრა. მე კი მგონია, რომ, სელინჯერი თავისი საგის დეტალური მიგნებებით კი არ იყო დაინტერესებული, არამედ მისი სიფართოვით, სადაც მოქმედების დრო ეიზენშტეინის დროსავით ფარდობითია.

მეეჭვება ისიც, რომ სელინჯერმა სეიმური ნაადრევად მოკლა, და როცა ამას მიხვდა, დაბრუნება დაიწყო ხან წარსულში და ხან მომავალში. და ამ თავისუფალი და თავნება თამაშის ტყვეობას თავი ვეღარ დააღწია. ზოგიერთ კრიტიკოსს ეს თამაში არ მოეწონა და სელინჯერს წვალება დაუწყო. გამორიცხული არ არის, რომ ეს დევნა გახდა მისი კარჩაკეტილობის ერთ-ერთი მიზეზი.

სელინჯერი რაღაცით თვითონ შვიდი წლის სეიმურს გვაგონებს, რომელსაც სურს იესო ქრისტეც იყოს და მის ჰეპის საყვარელიც, უნდა რომ დაეხსნან, თან გაგიჟებით უნდა შეამჩნიონ და აღნიშნონ. მას სურს წმინდანიც იყოს და უდიდესი მწერალიც, მაგრამ ეს ვერავინ შეძლო, თვით ტოლსტოიმაც კი. შეიძლება, ამით აიხსნას სელინჯერის განდეგილობა?..

13 იანვარი, 2009 წ.

 

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. პოლიტიკა >>

    aa
  9. ინტერვიუ >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. პრესომბუდსმენი >>

    aa
  14. თვალსაზრისი >>

    aa
  15. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. წიგნები >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  43. ამბები >>

    aa
  44. ტექნოლოგიები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  48. რეგიონი >>

    aa
  49. კალათბურთი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. რაგბი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი