RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, სამშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

სახიფათო კურიოზი ხელოვნების კოლექციონერთათვის

კოლექციონერები ანტიკვარულ ნივთებსა და ძვირადღირებულ ავტორთა ნიმუშებს ხელიდან არ უშვებენ, მაგრამ რა ქნან იმათ, რომლებმაც კულტურული მემკვიდრეობის ფასი არ იციან? ასეთებს ბედმა უნდა გაუღიმოს, რათა მათი საგანძური შემთხვევით მაინც აღმოაჩენინოს იმას, ვისაც მისი შეფასება არ გაუჭირდება.

24 საათი 01.02.10

კოლექციონერები ანტიკვარულ ნივთებსა და ძვირადღირებულ ავტორთა ნიმუშებს ხელიდან არ უშვებენ, მაგრამ რა ქნან იმათ, რომლებმაც კულტურული მემკვიდრეობის ფასი არ იციან? ასეთებს ბედმა უნდა გაუღიმოს, რათა მათი საგანძური შემთხვევით მაინც აღმოაჩენინოს იმას, ვისაც მისი შეფასება არ გაუჭირდება.

კურიოზული შემთხვევა მოხდა დორსეტში, სადაც ერთ-ერთი ბრიტანელი წყვილი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ქოლგების ჩასაწყობად ჩინური ფაიფურისგან დამზადებულ ძვირადღირებულ ლარნაკს იყენებდა. ამის შესახებ ინფორმაცია Sky News-მა გაავრცელა. ცნობილია, რომ ცოლ-ქმარმა ლარნაკი საჩუქრად მიიღო და მათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ იმაზე, თუ რა ღირებულების ნივთს ფლობდნენ.

მათთვის საჩუქრად გადაცემული ლარნაკის მნიშვნელობას ცოლ-ქმარი ალბათ ვერც გაიგებდა, რომ არა ერთი შემთხვევითობა: მათ სახლში მოხვდა ანტიკვარიატის სპეციალისტი, რომელმაც ნივთი წყვილის საძინებელ ოთახში აღმოაჩინა.

ლარნაკს ჩაუტარდა ექსპერტიზა და დადგინდა, რომ ის დაახლოებით 1740 წელს შეიქმნა. ექსპონატი, როგორც ჩანს, ჩინეთის იმპერატორის, ციანლუნის (ანსინგერო ხუნლი) სასახლეში დაამზადეს. აღსანიშნავია, რომ ციანლუნის სახელი გამოყენებითი ხელოვნების სწორედ ამ დარგის განვითარების ზენიტს უკავშირდება. ექსპერტები ჩინურ ლარნაკს იმ პერიოდის ფაიფურის ბრწყინვალე ნიმუშად მიიჩნევენ.

კითხვაზე, როგორ აღმოჩნდა ეს ლარნაკი დიდ ბრიტანეთში, პასუხი ჯერჯერობით არარსებობს. ვარაუდობენ, რომ დორსეტში ის მოხვდა ადგილიდან, სადაც ფლორენს ნაითინგელის ოჯახი ცხოვრობდა. ჟურნალისტები კი ფიქრობენ, რომ ანტიკვარული ნივთი შესაძლოა ყველაზე ლეგენდარული მოწყალების დის საკუთრება ყოფილიყო.

მას შემდეგ, რაც ცოლ-ქმარმა ქოლგების ჩასალაგებლად გამოყენებული ნივთის მნიშვნელობა შეიტყო, ის აუქციონის სახლს გადასცეს. აუციონი 11 თებერვალს გაიმართება და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჩინური ფაიფურით დამზადებული ლარნაკის ფასი ნახევარ მილიონ ფუნტ სტერლინგს მიაღწევს. მნიშვნელოვანი ლოტის ღირებულება უფრო მაღალი იქნებოდა რომ არა ბზარი ფაიფურზე და საღებავის წვეთები მის ზედაპირზე. ასე რომ, დაუდევრობამ ცოლ-ქმარს ხელიდან მილიონი ფუნტი სტერლინგი გამოაცალა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მეპატრონეებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს იმ ნივთების ღირებულებას, რომელსაც ფლობდნენ. ამის მსგავსი მაგალითები ძირითადად სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს უკავშირდება. აღნიშნული ლარნაკის არ იყოს, ადამიანებს სხვაც არაერთხელ დაუზიანებიათ და ამაზე უნანიათ კიდეც… ამჯერად კი, ვნახოთ, როგორ ჩაივლის თებერვალში დაგეგმილი აუქციონი და გამართლდება თუ არა ექსპერტების ვარაუდი.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. პოლიტიკა >>

    aa
  9. ინტერვიუ >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. პრესომბუდსმენი >>

    aa
  14. თვალსაზრისი >>

    aa
  15. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. წიგნები >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  43. ამბები >>

    aa
  44. ტექნოლოგიები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  48. რეგიონი >>

    aa
  49. კალათბურთი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. რაგბი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი