RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, სამშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

ბიონსი წლის მომღერალია

ცოტა რამ "გრემის" როკ და ჯაზნომინაციებზეც

24 საათი 02.02.10

ცოტა რამ "გრემის" როკ და ჯაზნომინაციებზეც

ის რომ, ბიონს ნოულზი პოპის ახალი დედოფალია, დიდებულად მღერის და კარგად მოძრაობს კიდეც, ეს ფაქტია და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ამ ულამაზესმა მომღერალმა დიდი ხანია მადონასა და ბრიტნი სპირსის გვერდზე ჩაჩოჩება და მათი ადგილის დაკავება შეძლო, რაც ნამდვილად დაიმსახურა. ახლა კი ბიონსის სახელი თანამედროვე მუსიკის ისტორიაში კიდევ ერთხელ შევიდა - იგი პირველი ქალი შემსრულებელია, რომელმაც "გრემის" ერთ დაჯილდოებაზე ექვსი "ოქროს გრამოფონის" მოპოვება შეძლო, გრემის ისტორია კი 52 წლის წინ დაიწყო.

მართალია, "გრემს" რამდენიმე ათეული ნომინაცია აქვს, რომლებიც თანამედროვე მუსიკაში არსებულ ყველა ჟანრს აერთიანებენ, ის მაინც პოპ მუსიკასთან ასოცირდება, რადგან გარდა იმისა, რომ ამ ჟანრს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, როგორც წესი, წლის შემსრულებლების ნომინაციებშიც "პაპსავიკები" იმარჯვებენ. "გრემის" დიდად არც როკერები სწყალობენ და დაჯილდოების ცერემონიალებსაც მხოლოდ აუცილებლობის გამო თუ ესწრებიან. თუმცა მაინც ესწრებიან, სელებრითობას ხომ ძალიან ტკბილი გემო აქვს. ჩვენს მიმოხილვას კი სწორედ როკნომინციებით დავიწყებთ.

საუკეთესო სოლო როკშემსრულებლის ნომინაციის გამარჯვებული ბრუს სპრინგსტინი გახდა სიმღერისთვის Working On A Dream ამავე სახელწოდების ალბომიდან. მას კონკურენციას თვით ბობ დილანი, ჯონ ფოგეტი, პრინცი და ნეილ იანგი უწევდნენ. დუეტის ან ჯგუფის საუკეთესო პერფორმანსის ნომინაციაში ძმებ ფოლოუილების ჯგუფმა Kings Of Leon იმარჯვა, რისთვისაც Coldplay-ის, Green Day-ის, U2-სა და ერიკ კლაპტონისა და სტივ უინვუდის დუეტის დამარცხება მოუწიათ.

"გრემის" ჰარდ როკისა და მეტიც, მეტალის ნომინაციებიც კი აქვს. პირველში, ანუ ჰარდ როკ შემსრულებლის ნომინაციაში ავსტრალიურმა AC/DC-მ პირველობა არავის დაუთმო - არც სცენაზე ცოტა ხნის წინ დაბრუნებულ Alice In Chains-ს, Linkin Park-ს, არც Metallica-სა და Nickelback-ი ხომ საერთოდ სათვალავშიც არ ჩაუგდია. მეტალის ნომინაციაში კი ბებერმა Judas Priest-მა იმარჯვა კომპოზიციით Dissident Aggressor ალბომიდან A Touch Of Evil - Live. ეს ჯგუფი თუ კიდევ არსებობდა, ბევრმა შეიძლება არც იცოდა, მაგრამ ფაქტია - მისი წევრების ძარღვებში ჯერ კიდევ გამდნარი მეტალი ჩქეფს და გაცილებით ახალგაზრდა მუსიკოსებით დაკომპლექტებული "მინისტრის", "მეგადეტსა" და "სლეიერსაც" ჯობიან. თუმცა ამ სამმა ჯგუფმა უკვე იმდენად ამოწურა საკუთარი თავი, რომ ინერციის წყალობით უფრო ახერხებენ მოღვაწეობას. საწყენია - ოდესღაც ნამდვილად კარგ მუსიკას ქმნიდნენ.

თითქმის იმავეს თქმა შეიძლება სტივ ვაიზეც, რომელსაც 90-იანი წლების შემდეგ ხეირიანი თითქმის არაფერი შეუქმნია, თუმცა 2009 წელს გამოშვებულ ალბომში შესული კომპოზიცია Now We Run-ის წყალობით საუკეთესო როკ შემსრულებელთა ნომინაციაში მაინც მოხვდა. ნომინაციაში ჩაწერეს, თუმცა გამარჯვება მას არ მოუპოვებია - "ოქროს გრამოფონი" ამერიკელ გიტარისტ ჯეფ ბეკს ერგო.

მარადიულმა ყმაწვილებმა, ჯგუფ Green Day-ის წევრებმა ალბომისთვის 21st Century Breakdown საუკეთესო როკ ალბომის ნომინაციაში გაიმარჯვეს, პრიზის გარეშე კი დატოვეს AC/DC ალბომით Black Ice, No Line On The Horizon-ის ავტორი U2, ერიკ კლაპტონი და სტივი უეინვუდი Madison Square Garden-ში გამართული ცოცხალი კონცერტის ჩანაწერით და დიდებული Dave Matthews Band არაჩვეულებრივი ალბომით Big Whiskey And The Groogrux King. ალტერნატიული მუსიკის ნომინაციაში კი პირველობა არავის დაუთმო Phoenix-მა ალბომისთვის Wolfgang Amadeus Phoenix, პრიზის გარეშე კი დევიდ ბირნისა და ბრაიან ინოს დუეტი, Depeche Mode, Death Cab For Cutie და Yeah Yeah Yeahs დარჩნენ.

საუკეთესო ჯაზშემსრულებლის ნომინაციაში ჯაზის ქართველი მსმენელისთვის უკვე ნაცნობმა კურტ ელინგმა გაიმარჯვა. როგორც ამ მუსიკის თაყვანისმცემლებს გახსოვთ, თბილისის ჯაზფესტივალის ერთ-ერთი დღე სწორედ ამ მომღერალს დაეთმო, რომელმაც პროექტი Dedicated To You: Kurt Elling Sings The Music Of Coltrane And Hartman წარმოადგინა. ეს იყო საოცარი კონცერტი დიდებული მუსიკითა და ელინგის ხავერდოვანი ხმით. დღეიდან კი შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ "გრემის" გამარჯვებულის კონცერტზე ვართ ნამყოფი. იმავე განწყობით შეგვიძლია ვიფიქროთ ჯო ზავინულზეც, რომელიც წლის საუკეთესო ჯაზალბომის ავტორია. გამარჯვებულთა შორისაა ასევე თბილისელი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი ჩიკ კორეა და ჯონ მაკლაფლინი, რომლებმაც ერთობლივი პროექტით Five Peace Band - Live ჯაზ-ინსტრუმენტალური ალბომის ნომინაციაში გაიმარჯვეს. აქვე კი შეგახსენებთ, რომ აპრილში თბილისის საკონცერტო დარბაზის ივენთ ჰოლში მაკლაფლინის კონცერტი იგეგმება.

ბოლოს კი ბიონსსა და კომპანიას დავუბრუნდეთ: როგორც გითხარით, ამ ქალბატონმა ერთბაშად ექვსი "გრემი" მიიღო, რითაც რეკორდიც მოხსნა (მთლიანობაში უკვე 16 "გრემი" აქვს). მან ჯილდო საუკეთესო სიმღერის (Single Ladies), პოპ შესრულების (Halo), საუკეთესო R’n’B-ს სიმღერის, ამავე ჟანრის ალბომის და სხვა ნომინაციებში მიიღო. ერთ-ერთი "ოქროს გრამოფონი" მას ბარაკ ობამას ინაუგურაციაზე სიმღერა At Last-ის შესრულებისთვის მიანიჭეს. ჯილდოების რაოდენობით ბიონსეს მოსდევს ქანთრი შემსრულებლელი ტეილორ სვიფტი და "უცხოპლანეტელი" ლედი გაგა. თუმცა ამ სამიდან მხოლოდ ბიონსი იწოდება მუსიკის ახალ დედოფლად...

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. პოლიტიკა >>

    aa
  9. ინტერვიუ >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. პრესომბუდსმენი >>

    aa
  14. თვალსაზრისი >>

    aa
  15. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. წიგნები >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  43. ამბები >>

    aa
  44. ტექნოლოგიები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  48. რეგიონი >>

    aa
  49. კალათბურთი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. რაგბი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი