ბერლინი. როცა კულტურას მთავრობა აფინანსებს, ამერიკული ხელოვნების მოყვარულები ძველი სამყაროსთვის დამახასიათებელ მიდგომას ანიჭებენ უპირატესობას.
24 საათი 02.02.10
ბერლინი. როცა კულტურას მთავრობა აფინანსებს, ამერიკული ხელოვნების მოყვარულები ძველი სამყაროსთვის დამახასიათებელ მიდგომას ანიჭებენ უპირატესობას.
მაგრამ, შედეგად ვიღებთ იმას, რომ ევროპის კულტურულ ინსტიტუციებს აშშ-ს კულტურულ ინსტიტუციებთან შედარებით კერძო შემოწირულობების ტრადიცია თითქმის არ გააჩნიათ. არის საგადასახადო შეღავათის პრაქტიკის რაღაც ბუნდოვანი მონახაზები, რომელიც ბევრ ქვეყანაში კერძო შემოწირულობებს იზიდავს. მოხალისეთა მუშაობაც კი უკმაყოფილებას იწვევს: საჯარო სამსახურის რიგითი მუშაკი კი, მას საფრთხედ უფრო აღიქვამს, ვიდრე სიკეთედ.
ეს ვითარება შეიძლება შეიცვალოს. ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ჩრდილოვანი კულტურის მდივანმა ჯერემი ჰანტმა, ახლახან "ფილანტროპიის აშშ-სეული სტილის დანერგვის" პირობა დაადო; (თუ, ცხადია, ხელისუფლებაში კონსერვატორები მოვლენ!) ლონდონში ხელოვნების კონფერენციაზე (State of the Arts) სიტყვით გამოსვლისას ბ-ნმა ჰანტმა საგადასახადო შეღავათების "ოქროს ხანა" იწინასწარმეტყველა, როცა კერძო შემოწირულობები წახალისდება და სახელმწიფო ხარჯების ეკონომიას შეეწყობა ხელი.
ამა წლის დეკემბერში პარიზში გაფიცვამ იფეთქა, რომლის დროსაც ორ კვირაზე მეტი ხნით პომპიდუს მუზეუმი, კიდევ უფრო ხანგრძლივი დროით კი, სხვა მუზეუმები დაიხურა; საქმე ის გახლავთ, რომ პრეზიდენტი სარკოზი ხელოვნების დაფინანსების შემცირებაზე ალაპარაკდა. გეგმა სტაჟიანი, სოლიდური პენსიით უზრუნველყოფილი მუშაკების შეკვეცას ითვალისწინებს. საუბარია კულტურის ისეთ ინსტიტუციებზეც კი, როგორიცაა ლუვრი და ვერსალის სასახლე. გეგმა ორი გათავისუფლებული მუშაკის მხოლოდ ერთით შეცვლას ითვალისწინებს; შედეგად, პომპიდუს ცენტრის პროფკავშირის მონაცემებით, მუზეუმი მომავალ ათწლულში 200 სამუშაო ადგილს დაკარგავს.
პერსონალის სრულყოფილი რიცხოვნების უზრუნველსაყოფად საფრანგეთის მუზეუმებმა თანხები უნდა მოიზიდონ. მოკლედ, რომ ვთქვათ, ხდება სისტემის ამერიკანიზება, რაზეც ბრიტანეთში ბ-ნმა ჰანტმა ისაუბრა. დიდიე ალემი, რომელიც კულტურის სამინისტროსთან ურთიერთობაში ქვეყნის უმსხვილეს პროფკავშირს (Confédération Générale du Travail) წარმოადგენს, აცხადებს: რაც მეტი საჯარო პოლიტიკა იქნება დამოკიდებული კერძო დაფინანსებაზე, მით მეტად იზრდება მათთვის ბაზრის მღელვარე და არაპროგნოზირებადი ცხოვრების რისკი. "რაც მეტად ვიქნებით (ის გულისხმობს საფრანგეთის ხალხს) გარედან დაფინანსებაზე დამოკიდებული, მით ნაკლებად გავაკონტროლებთ პოლიტიკას, რომელიც ფინანსდება
ბ-ნმა ალემმა გაიხსენა, როგორ ისარგებლა ლუვრმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ არამხოლოდ სახელმწიფო თანხებით, არამედ ნავთობკომპანიის შემოწირულობებითაც, რათა აპოლონის დარბაზის რესტავრაციის ხარჯები დაეფარა. ახლა "სპონსორის სახელი უფრო ხმამაღლა ჟღერს, ვიდრე თვით გალერიისა."
"იქმნება შთაბეჭდილება, რომ კულტურა ვაჭრობის საგანი ხდება," - თქვა მან.
აქ, ბერლინში ყოფნისას, ერთ-ორ საათს ქალაქის ძველი მხატვრობის მუზეუმს (Gemჰldegalerie ) ვუთმობ; იგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ იმის გამო, რომ ტურიზმის "რელსებს" ასცდა და კიდევ იმიტომ, რომ ეს გერმანიაა და არა საფრანეთი, მუზეუმი თითქმის ყოველთვის ცარიელია. უნდა აღინიშნოს აგრეთვე, რომ ათობით გერმანულ საოპერო დასს საკმაოდ ზედაპირულ შეფობას უწევს ბიუროკრატიული პარატი. ამ სფეროს გაფართოება ეროვნული პრესტიჟის საკითხია. ამავდროულად ამ კომპანიების საბაზრო ასპარეზიდან მოცილება მათ სრულიად არამოთხოვნადს ხდის. შედეგად ამას გერმნიაში საშუალო დონის საოპერო პროდუქციის მოზღვავება მოჰყვა.
მაშინაც კი, როცა სახელმწიფო კულტურის სპონსირებას დიდი ამბიციებით და ენთუზიაზმით უდგება, სახელწიფო მანქანასვე შეუძლია იგი მოაშთოს. მაგალითად, გამოდგებოდა ჟორჟ პომპიდუს მუზეუმი, ფრანსუა მიტერანის მიერ გახსნილი მუზეუმი "ორსე”, ჟაკ შირაკის მიერ გახსნილი "ბრანლი" ("მესამე სამყაროს" ქვეყნებისათვის). ამ შემთხვევებში გამოფენილი ექსპონატების განლაგებაშიც კი იგრძნობა პოლიტიზირება; გავიხსენოთ ისტორიის რევიზიონისტული ხედვა, რომელიც "ორსეში" იგრძნობა და თუნდაც უნებლიე, მაგრამ მაინც კოლონიალური ასოციაციების გამომწვევი ზოოპარკის ექსპონატები "ბრანლიში". ეს არის ერთგვარი სავაჭრო მოლების სტილის მუზეუმები.
საბოლოოდ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს? სახელმწიფო პატრონაჟი ევროპისთვის პანაცეა არ არის, რაც არ უნდა საყოველთაო აღტაცების საგანი და ლამაზი ჟესტიც იყოს ეს, თეორიულად თუ რეალობაში. კერძო პატრონაჟს თავის მხრივ, საკუთარი მკაფიო უპირატესობები გააჩნია. მართალია, აქაც გარკვეული პირობები არსებობს. დონორებს ყოველთვის სურთ ინსტიტუციას მეტი დამოუკიდებლობა, მოქნილობა, და შეუზღუდაობა მიანიჭონ.
იტალიაში, სადაც სახელმწიფო დოტაციაზე მყოფი მუზეუმები სკლეროტიკული ბიუროკრატიის ქვეშ ღაფავენ სულს, კერძო კოლექციონერებმა და კომპანიებმა ისეთი საგამოფენო სივრცეები შექმნეს, როგორიცაა Fondazione Prada (მილანში) და Fondazione Sandretto Re Rebaudengo (ტურინში), სადაც თანამედროვე ხელოვნების სტანდარტები ინერგება. გერმანიაში . Festspielhaus (საოპერო და საკონცერტო დარბაზი ბადენ-ბადენში, რომელსაც კერძო პატრონაჟზე დამოკიდებულების გამო ბევრი აკრიტიკებს, კონკურენციას ბეირუთისა და ზალცბურგს ფესტივალებს უწევს.
ამერიკული მუზეუმების დირექტორებმა თავისი კარიერა შემოწირულობების გამოთხოვნას უნდა შესწირონ. დღესდღეობით სახელმწიფო გრანტები აშშ-ში (რომელიც ყოველთვის მცირე იყო), გარკვეული ინტერესებიდან გამომდინარე, კიდევ უფრო შემცირდა.
იდეალურ მსოფლიოში ამერიკა ბევრწილად დაემსგავსებოდა ევროპას და - პირიქით. ამერიკის შემთხვევაში იქნებ ძალიან გვიანიცაა. ამ მომენტისთვის ევროპული მუზეუმები პრივატიზაციასა და კერძო დონორთა სიმცირეს შორის არის "გაჩხერილი".
კონსერვატიულობა არ არის აუცილებელი იმისთვის, რათა ირწმუნო, რომ საგადასახადო შეღავათების უზრუნველყოფა საქველმოქმედო შემოწირულობებს აფერხებს. რაც არ უნდა თქვას ფრანგმა პროფკავშირის მუშაკმა ბ-ნმა ალემმა სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა ვერ იხსნის კულტურულ ინსტიტუციებს შეკვეცებისგან, როცა გლობალური ეკონომიკა გასაჭირშია. მდიდარ დონორებს კი გაჭირვების ჟამს კომპენსაციის ხელშეწყობაც შეუძლიათ. ისინი ნებისმიერ შემთხვევაში საჭირონი არიან. გვსურს ეს თუ არა, ევროპა (ყოველ შემთხვევაში ამ კუთხით), აშკარად ამერიკისკენ იხრება.
მაიკლ კიმელმანი ესსე