RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
22 მაისი, სამშაბათი 2012
თბილისი ... ...
რევიუ >>

თურქეთი ქართულ ხელოვნებაში

დამთვალიერებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა გამოფენამ, სახელწოდებით “თურქეთი ქართულ ხელოვნებაში”, რომელიც საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნა და 12 თებერვლამდე გაგრძელდება.

24 საათი 03.02.10

დამთვალიერებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა გამოფენამ, სახელწოდებით “თურქეთი ქართულ ხელოვნებაში”, რომელიც საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნა და 12 თებერვლამდე გაგრძელდება.

იქ სხვა ქვეყნის კულტურის ამსახველი ექსპოზიცია პირველად მოეწყო, რაშიც ფინანსური წვლილი თურქეთის აღორძინებისა და თანამშრომლობის კავშირმა შეიტანა.

დავით არსენიშვილის სახელობის საგამოფენო დარბაზში ისტორიული მნიშვნელობის ნამუშევრებია გამოფენილი. თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ დაათვალიეროთ ქართული მხატვრული ფილმებისა (“ბაში-აჩუკი”, “მამლუქი”) და სპექტაკლებისთვის შექმნილი კოსტიუმები და ესკიზები, რომელთა ავტორებიც არიან: ლადო გუდიაშვილი, სოლიკო ვირსალაძე, ნიკა ყაზბეგი და სხვები. თურქული კოსტიუმების ესკიზებიდან გამორჩეულია თურქი მწერლისა და დრამატურგის, ნაზიმ ჰიქმეთის პიესისთვის, სახელწოდებით “სიყვარულის ძალა”, შესრულებული ნამუშევრები.

ექსპონირებულთაგან უმრავლესობა მუზეუმის საკუთრებაა. იქვე გამოტანილია ზუგდიდის დადიანების სასახლეში დაცული ნამუშევრებიც, მათ შორის, დადიანის ვერცხლის ქამარი, რომელიც მწერალს ერთ-ერთმა ფაშამ გადასცა. საოცარი სილამაზისაა დამბაჩები, რომლებიც ძირითადად ვერცხლშია მოსევადებული, სულთნის ნაქონი დამბაჩა კი - ოქროში. ვერცხლის მუზარადი XVI საუკუნეს განეკუთვნება.

XIII საუკუნით თარიღდება ვერცხლის მონეტა, რომელიც სელჩუკეთის პრინცმა ქეიხუსრევმა ქართველ დედოფალს, თამარ მეფის შვილიშვილ გურჯი ხათუნს მარადიული სიყვარულის ნიშნად მიუძღვნა და მონეტაზე მზე და ლომი გამოსახა. საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის საექსპოზიციო განყოფილების კურატორისგან, მაია ავალიშვილისგან შევიტყვეთ, რომ მონეტები მუზეუმის დირექტორის გიორგი კალანდიას კერძო კოლექციიდანაა წარმოდგენილი.

დამთვალიერებელი პირველად ნახავს კოტე მარჯანიშვილის ე.წ. “ოქროს წიგნს” (მსოფლიო კოსტიუმის ისტორია), რომლის ბეჭდვის დროსაც გამოყენებულია ოქროს ფენა, რამაც 200 წლის გრავიურებს ფერთა პირველადი პალიტრა შეანარჩუნებინა. იქვე ნახავთ ქართველი მხატვრის მიერ შესრულებული თურქული ორნამენტის ასლს, ჯალალედინ რუმის მინიატურას, რომლის ქაღალდიც XIX საუკუნისაა, ხოლო ნახატი - XX საუკუნის.

გამოფენაზე ექსპონირებულია ძველი აფიშები, რომელთაგან ერთ-ერთი რუსთაველის თეატრში 1917-18 წლების სეზონში ნაჩვენებ აბდულს ხახმანის პიესის, სახელწოდებით “ძველი თაობა”, მიხედვით გაცოცხლებულ სპექტაკლს ეკუთვნის.

ამ გამოფენამ საქართველოში თურქეთის საელჩოს წარმომადგენლებიც დააინტერესა. ექსპოზიცია თურქეთის ელჩმაც დაათვალიერა და ქართულ მხარეს მისი სტამბოლში წაღებაც შესთავაზა.

50 ფოტო 1877-1878 წლებშია გადაღებული. მათი ავტორები არიან: ვლადიმერ ერმაკოვი და სულთნის პირადი ფოტოგრაფი - აბდულა ფრერესი. მათში ასახულია თურქეთის ისეთი ისტორიული ადგილები, რომელთა უმრავლესობაც აღარ არსებობს, ასევე, ტიპაჟები, მაგალითად: ბაშიბუზუკები, რომლებიც იარაღით უზრუნველყოფილი სულთნის გვარდიის წევრები იყვნენ და სისასტიკით გამოირჩეოდნენ, მოჰაჯირები, რომლებსაც ფოტო სულთანთან აქვთ გადაღებული, დერვიშები და ა.შ.

როგორც შევიტყვეთ, გამოფენის გახსნის დღეს აჭარის ცნობილი გვარის - თავდგირიძეების წარმომადგენელმა მურად ცინცაძემ წინაპრების ბიბლიოთეკის ნაწილი და XVIII საუკუნით დათარიღებული ჰიჯაბი საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს გადასცა. ამ წიგნებიდან განსაკუთრებულია ჯუზეპე პეკიოს 1832 წლით დათარიღებული უნიკალური წიგნი ოქროს ორნამენტით, ასევე, გრაფ დე სეგიურის “ბოროდინის ბრძოლა”, დევიდ კოპერფილდის (1909 წ.) ორნამენტებით გაფორმებული კრებული და ა.შ. რაც შეეხება ჰიჯაბს, ანუ გამოსასვლელი ჩადრის სახეობას, ის ოქრომკედითა და უნიკალური ორნამენტებითაა გაფორმებული. ამიერიდან ფასდაუდებელი საჩუქრები მუზეუმსა და ბიბლიოთეკაში დაიდებს ბინას.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. უცხოეთი >>

    aa
  4. რევიუ >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. სპორტი >>

    aa
  8. პოლიტიკა >>

    aa
  9. ინტერვიუ >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. უცხოეთი >>

    aa
  13. პრესომბუდსმენი >>

    aa
  14. თვალსაზრისი >>

    aa
  15. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  16. რევიუ >>

    aa
  17. რევიუ >>

    aa
  18. სტილი >>

    aa
  19. რევიუ >>

    aa
  20. რევიუ >>

    aa
  21. რევიუ >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. მარანი >>

    aa
  24. მარანი >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. კულინარია >>

    aa
  28. კულინარია >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. წიგნები >>

    aa
  37. წიგნები >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  43. ამბები >>

    aa
  44. ტექნოლოგიები >>

    aa
  45. ტექნოლოგიები >>

    aa
  46. რევიუ >>

    aa
  47. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  48. რეგიონი >>

    aa
  49. კალათბურთი >>

    aa
  50. სპორტი >>

    aa
  51. რაგბი >>

    aa
  52. რაგბი >>

    aa
  53. წიგნები >>

    aa
  54. წიგნები >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი